მეცნიერებმა Covid-19-ის მკურნალობისთვის რემდესივირის კლინიკური კვლევები შეაჩერეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

მეცნიერებმა Covid-19-ის მკურნალობისთვის რემდესივირის კლინიკური კვლევები შეაჩერეს

მეცნიერებმა Covid-19-ის მკურნალობისთვის რემდესივირის კლინიკური კვლევები შეაჩერეს
აშშ-ში შეაჩერეს ატივირუსული პრეპრატის რემდესივირის კლინიკური კვლევები. აღნიშნული პრეპარატი ბოლო დრომდე ითვლებოდა Covid-19-ის სამკურნალო ყველაზე პერსპექტიულ პოტენციურ წამლად. კვლევების შეჩერების თაობაზე განაცხადა ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალურმა ინსტიტუტმა. (NIAID).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კვლევა შეჩერდა არა მისი ჩავარდნის გამო, არამედ იმისათვის რომ არ დაეშვათ საკონტროლო ჯგუფის პაციენტების (რომლებიც იღებდნენ პლაცებოს) ზედმეტი მსხვერპლი.

პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ რემდესივირის ეფექტურობა კორონავირუსზე ხელახლა უნდა შემოწმდეს.

ორი კვირის წინ შეჯამდა ექსპერიმენტის წინასწარი, ორთვიანი კვლევის შედეგები. ორგანიზატორებს ეს მაჩვენებლები იმდენად დამაიდებლად ეჩვენათ, რომ
ამერიკის ხელისუფლებამ ამის თაობაზე სპეციალური, ფრთხილი ოპტიმიზმით სავსე განცხადება გაავრცელა.

რამოდენიმე დღეში კი ამერიკის ხელისუფლებამ რემდესივირის გამოყენების ნებართვა გასცა Covid-19-ის მკურნალობისთვის ექსტრემალური პირობებში.

თუმცა მტკიცებითი მედიცინა აღიარებს პრეპარატის ეფექტურობის შემოწმების მხოლოდ ერთ საშუალებას- ბრმა ორმაგი ტესტირების მეთოდს. ამისათვის ექსპერიმენტის მონაწილეებს, შემთხვევითობის პრინციპით, ყოფენ ორ ჯგუფად:
ერთში პაციენტები ღებულობენ ახალ პრეპარატს, მეორე ჯგუფი კი მის იმიტაციას- პლაცებოს.

პანდემიის პირობები, მტკიცებითი მეცნიერების მკაცრი მოთხოვნები ხშირად კონფლიქტში მოდის საექიმო ეთიკასთან.

თუ გამოსაცდელი პრეპარატი რაღაცით მაინც შეძლებს ინფექციასთან ბრძოლაში დახმარებას, მძიმე პაციენტები, რომლებიც მის ნაცვლად პლაცებოს იღებენ (ისე, რომ თავადაც არ იციან ამის შესახებ), შესაძლებელია გარდაიცვალონ მხოლოდ იმიტომ რომ შემთხვევით მოხვდნენ საკონტროლო ჯგუფში. მაგრამ თუ ექსპერიმენტულ პრეპარატს მისცემენ ყველა მძიმე დაავადებულს გამონაკლისის გარეშე, მაშინ დაირღვევა შემოწმების პირობები და შესაბამისად, პრეპარატის ეფექტურობის განსაზღვრა შეუძლებელი გახდება.

სწორედ რემდესივირს კვლევის შუალედური შედეგების ასეთმა პარადოქსულმა გამოცხადებამ დაასრულა მთელი ექსპერიმენტი. როგორც კი გასაგები გახდა, რომ წამალი შეიძლება ეფექტური ყოფილიყო, მისი მიცემა დაიწყეს ყველა პაციენტისთვის, რის შედეგადაც კვლევამ დაკარგა აზრი.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისა და მოწინავე გამოცდილების ნაციონალური ინსტიტუტი
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიოლოგებმა გაანალიზეს კორონავირუსის მუტაცია.
ამსტერდამის სამედიცინო ცენტის უნივერსიტეტის მეცნირებმა აღმოაჩინეს COVID-19-ის საწინააღმდეგო მძლავრი ანტისხეულები.
ედინბურგის უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ მარილიანი წყლის სავლები ამცირებს რესპირატორული ინფექციის სიმპტომებს.
მაქს პლანკის ინსტიტუტის ქიმიკოსებმა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ვირუსოლოგებთან თანამშრომლობით დაადგინეს,
სტატინები, რომლებიც აქვეითებენ ქოლესტერინის დონეს, COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებული პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებლის
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად