რატომ მოქმედებს განსხვავებულად პანდემია ქალებსა და მამაკაცებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ მოქმედებს განსხვავებულად პანდემია ქალებსა და მამაკაცებზე

და არა მარტო ჯანმრთელობის კუთხით.

კორონავირუსი არავის ზოგავს ავტობუსის მძღოლიდან დაწყებული პრემიერ მინისტრით დამთავრებული. მოსწონს თუ არა მას გარკვეული სქესის ადმაინები? ვირუსი ხომ პრაქტიკულად უსულო მოდრეიფე გენეტიკური მასალის ნაჭერია და როგორ შეუძლია გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება? და მაინც, ის სრულიად განსხვავებულად მოქმედებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებზე. განსაკუთრებით თვალსაჩინოა სხვაობა მამაკაცებსა და ქალებს შორის დაავადების მიმდინარეობითა და ეკონომიკური მდგომარეობით.

ერთერთი განსხვავება არის სიკვდილიანობის დონეს შორის. მაგალითად ა.შ.შ-ში კორონავირუსით ქალებთან შედარებით ორჯერ მეტი მამაკაცია გარდაცვლილი. დასავლეთ ევროპაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 62% მამაკაცია. იგივეა ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში. მსგავსი სხვაობის მიზეზებს მეცნიერები ჯერ ვერ პოულობენ.

ერთერთი თეორიის მიხედვით ქალის იმუნური სისტემის რეაქცია ვირუსზე უფრო ძლიერია მამაკაცებთან შედარებით. ნაწილობრივ ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ქალებს ორი X-ქრომოსომა აქვთ, მამაკაცებს კი ერთი, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კორონავირუსთან შეჯახებისას. კერძოდ ცილა, რომლითაც ორგანიზმის მიერ კორონავირუსის შეცნობა ხდება, კოდირებულია X-ქრომოსომაში. შედეგად ქალებში ბევრ იმუნურ უჯრედში ეს ცილა ორმაგი დოზითაა გამოხატული მამაკაცებისგან განსხვავებით. ქალის ორგანიმზმის იმუნური რეაქცია კორონავირუსზე შესაბამისად ძლიერდება.

მეორე ახსნა არის მამაკაცისა და ქალის ცხოვრების განსხვავებული წესი, რაც კორონავირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადების გამოსავლაზე ახდენს გავლენას.

გარდა ამისა ე.წ. ლოქდაუნმა (Lockdown) უკვე უამრავი ადამიანის უმუშევრად დარჩენა განაპირობა და ბევრი ქვეყნის ეკონომიკას ელოდება რეცესია.

ახლანდელი კრიზის განსხვავება იმაში მდგომარეობას, რომ რეცესიის დროს უფრო მეტად მამაკაცები დაზარალდებიან, რადგანაც ძირითადად ისინი არიან დასაქმებულები წარმოების იმ სფეროში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ ციკლებთან - მაგალითად მშენებლობა და მრეწველობა.

ქალები უფრო მეტად არიან დასაქმებულები ჯანდაცვასა და განათლებაში.

მეორე სერიოზული ფაქტორია რამდენად შეუძლიათ ადამიანებს დისტანციური მუშაობა სახლიდან. ცხადია, ბიზნეს ანალიტიკოსი თუ სრულად შეასრულებს სახლიდან თავის სამუშაოს, ბარმენი ამას ვერ გააკეთებს.