რატომ მოქმედებს განსხვავებულად პანდემია ქალებსა და მამაკაცებზე - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

რატომ მოქმედებს განსხვავებულად პანდემია ქალებსა და მამაკაცებზე

რატომ მოქმედებს განსხვავებულად პანდემია ქალებსა და მამაკაცებზე
COVID-19-ის პანდემიას აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები მოქვს ქალებისა და მამაკაცებისათვის და არა მარტო ჯანმრთელობის კუთხით.

კორონავირუსი არავის ზოგავს ავტობუსის მძღოლიდან დაწყებული პრემიერ მინისტრით დამთავრებული. მოსწონს თუ არა მას გარკვეული სქესის ადმაინები? ვირუსი ხომ პრაქტიკულად უსულო მოდრეიფე გენეტიკური მასალის ნაჭერია და როგორ შეუძლია გაცნობიერებული არჩევანის გაკეთება? და მაინც, ის სრულიად განსხვავებულად მოქმედებს მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებზე. განსაკუთრებით თვალსაჩინოა სხვაობა მამაკაცებსა და ქალებს შორის დაავადების მიმდინარეობითა და ეკონომიკური მდგომარეობით.

ერთერთი განსხვავება არის სიკვდილიანობის დონეს შორის. მაგალითად ა.შ.შ-ში კორონავირუსით ქალებთან შედარებით ორჯერ მეტი მამაკაცია გარდაცვლილი. დასავლეთ
ევროპაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობის 62% მამაკაცია. იგივეა ჩინეთსა და მთელ მსოფლიოში. მსგავსი სხვაობის მიზეზებს მეცნიერები ჯერ ვერ პოულობენ.

ერთერთი თეორიის მიხედვით ქალის იმუნური სისტემის რეაქცია ვირუსზე უფრო ძლიერია მამაკაცებთან შედარებით. ნაწილობრივ ეს შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ქალებს ორი X-ქრომოსომა აქვთ, მამაკაცებს კი ერთი, რაც
შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კორონავირუსთან შეჯახებისას. კერძოდ ცილა, რომლითაც ორგანიზმის მიერ კორონავირუსის შეცნობა ხდება, კოდირებულია X-ქრომოსომაში. შედეგად ქალებში ბევრ იმუნურ უჯრედში ეს ცილა ორმაგი დოზითაა გამოხატული მამაკაცებისგან განსხვავებით. ქალის ორგანიმზმის იმუნური რეაქცია კორონავირუსზე შესაბამისად ძლიერდება.

მეორე ახსნა არის მამაკაცისა და ქალის ცხოვრების განსხვავებული წესი, რაც კორონავირუსით გამოწვეული ინფექციური დაავადების გამოსავლაზე ახდენს გავლენას.

გარდა ამისა ე.წ. ლოქდაუნმა (Lockdown) უკვე უამრავი ადამიანის უმუშევრად დარჩენა განაპირობა და ბევრი ქვეყნის ეკონომიკას ელოდება რეცესია.

ახლანდელი კრიზის განსხვავება იმაში მდგომარეობას, რომ რეცესიის დროს უფრო მეტად მამაკაცები დაზარალდებიან, რადგანაც ძირითადად ისინი არიან დასაქმებულები წარმოების იმ სფეროში, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკურ ციკლებთან - მაგალითად მშენებლობა და მრეწველობა.

ქალები უფრო მეტად არიან დასაქმებულები ჯანდაცვასა და განათლებაში.

მეორე სერიოზული ფაქტორია რამდენად შეუძლიათ ადამიანებს დისტანციური მუშაობა სახლიდან. ცხადია, ბიზნეს ანალიტიკოსი თუ სრულად შეასრულებს სახლიდან თავის სამუშაოს, ბარმენი ამას ვერ გააკეთებს.
გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 17-05-2020
ნათია
დაავადების ახსნისას ძირითად ყურადღებას ფიზიოლოგიურ (გენეტიკურ) და ეკონომიკურ ფაქტორებს აქცევენ და ამიტომ სანდო დასკვნის გამოტანა უჭირთ. ამ ფაქტორებს თავისი როლი, რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფსიქიკის გავლენა, რამდენადაც ადამიანის აქტივობა უმთავრესად მისი მდგომარეობითაა განპირობებული. ამასთან დაკავშირებით იხილეთ პროფ. გ. მერაბიშვილის სტატია შემდეგ ბმულზე https://www.facebook.com/GiviMerabishviliCenter/photos/a.1254325734604414/2781337451903227/?type=3&theater
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
COVID-19-ით დასნებოვნებისას, გარდა ტემპერატურისა, ყნოსვისა და გემოს დაკარგვისა,
ამერიკელი მეცნიერების ამჟამინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ სეზონური მწვავე რესპირატორული
დამცავმა პირბადეებმა, რომლებიც ახლა ძალიან პოპულარულია და ზოგჯერ რთულად საშოვარიც,
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას არ შეეხება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება.
შე­ზღუდ­ვე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გეგ­მა, რომლის დაწესებასაც აპირებს ხელისუფლება და რომლის შესახებ ინფორმაციაც ს
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად