ორიოდ სიტყვით ფაუჩიზე - რა ვიცით ინფექციური დაავადებების ექსპერტზე, რომელიც, რეიგანის შემდეგ, აშშ-ს ყველა პრეზიდენტის მრჩეველია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორიოდ სიტყვით ფაუჩიზე - რა ვიცით ინფექციური დაავადებების ექსპერტზე, რომელიც, რეიგანის შემდეგ, აშშ-ს ყველა პრეზიდენტის მრჩეველია

აშშ-ში დღეს ყველაზე სანდო ხმად მიიჩნევა. მის რჩევებს საზოგადოების დიდი ნაწილი ითვალისწინებს. ის 30 წელზე მეტია იბრძვის სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ.

79 წლის ფაუჩი აშშ-ში დაახლოებით იმავე უწყებას ხელმძღვანელობს, რასაც ამირან გამყრელიძე საქართველოში. თუმცა, მისი პერსონა საქართველოში კორონავირუსთან მებრძოლ კიდევ ერთ მედიკოსს თენგიზ ცერცვაძესაც მოგაგონებთ. ფაუჩი მოქალაქეებს მარტივი და გასაგები ენით ესაუბრება, სამედიცინო ინფორმაციას არასამედიცინო ლექსიკით აცნობს. საათების განმავლობაში ესაუბრება ტელევიზიებს, ახალი ამბების სააგენტოებს, აქვს ჩართვები ინტერნეტში და საზოგადოებას კოვიდ-19-ზე დაუღალავად აწვდის ინფორმაციებს. მსოფლიოში აღიარებულია როგორც ინფექციური დაავადებების ექსპერტი. რონალდ რეიგანის შემდეგ, ის აშშ -ის ყველა პრეზიდენტის მრჩეველი იყო.

ფაუჩის იტალიელი წინაპრები მე-19 საუკუნის მიწურულს ჩასულან საცხოვრებლად ამერიკაში. მისი ბებია და ბაბუა ანტონინო ფაუჩი და კალოგერა გუარდინო იტალიიდან, სიცილიიდან იყვნენ. ფაუჩის მამა ფარმაცევტი გახლდათ. კოლუმბიის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. პატარა ენტონი მუდმივად რეცეპტებსა და წამლების შემადგენლობას ეცნობოდა.

ფაუჩი ბიოეთიკოსსა და მედდაზე, კრისტინ გრედიზეა დაქორწინებული. წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს.