რაზეა დამოკიდებული კორნავირუსისგან გამოწვეული დაავადების კლინიკური მიმდინარეობა და გამოჯანმრთელების პერიოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზეა დამოკიდებული კორნავირუსისგან გამოწვეული დაავადების კლინიკური მიმდინარეობა და გამოჯანმრთელების პერიოდი

დაავადებისგან ადამიანები სწრაფად ინკურნებიან. პრობლემა იმაში მდგომარეოს, რომ ბევრი რამ არაა ცნობილი კორონავირუსის შესახებ. მეცნიერებს ვერ აუხსნიათ, მაგალითად, რომ დაავადებულთა ნაწილში სიმპტომები მხოლოდ რამოდენიმე დღე ვლინდება, ხოლო ზოგ შემთხვევაში, ფიზიკურად ძლიერ ადამიანებში, არ წყდება კვირეების განმავლობაში.

ლონდონის ტროპიკული დაავადებების კლინიკის კონსულტანტი ფილიპ გოტარდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასნებოვნებულთა უმრავლესობა შედარებით სწრაფად და სრულად გამოჯანმრთელდებიან. ზოგიერთს დიდ ხანს რჩება ხველა. ზოგიერთი პაციენტს აღენიშნება ძლიერი სისუსტე, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს სამიდან ექვს კვირამდე.

"ეს დიდი სტრესია, განსაკუთრებით ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომლებიც მსგავს გამოვლინებას არ არიან ჩვეულნი. მათთვის დაავადების შემდეგ ძალების ნელი და არათანაბარი აღდგენა ნამდვილი შოკია"-აცხადებს მედიკოსი.

"მაგრამ ასეთი ეფექტი სხვა დაავადებების დროსაც აღინიშნება, მაგალითად როდესაც პაციენტი დაავადების მწვავე ფორმის შემდეგ გადის რეაბილიტაციას. მათი მდგომარეობა ხან უმჯობესდება, ზოგჯერ კი უარესდება"-აცხადებს ფილიპ გოტარდი.

ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორი-ეპიდემიოლოგი ტიმ სპექტორი აცხადებს, რომ სპეციალური აპლიკაციის Covid Symptom Study საშუალებით შეკრებილი მონაცემები მეტყველებენ, რომ კორონავირუსით დასნებოვნებულები საშუალოდ 12 დღის შემდეგ იწყებენ გამოჯანმრთელებას.

მეცნიერები ახალ მონაცემებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სწავლობენ. მალე ისინი შეძლებენ განსაზღვრონ სიმპტომების როგორი ერთობლიობა და რისკ ფაქტორები განაპირობებენ სიმპტომების ხანგრძლივობას.

თუმცა, Covid-19 - ვირუსია, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე თვის წინ გამოჩნდა და სამწუხაროდ მხოლოდ უსიამოვნო სიურპრიზები მოაქვს.