საჭიროა თუ არა ყველაფრის დეზინფიცირება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭიროა თუ არა ყველაფრის დეზინფიცირება

ჩვენი სახლი იყოს უსაფრთხო თავშესაფარი, სადაც ვირუსისთვის ადგილი არ იქნება.

როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, ჩვენს ირგვლივ უამრავი ბაქტერია, ვირუსი, სოკო და პარაზიტია. არავითარი აუცილებლობა არაა რომ ქუჩაში გავიდეთ ქიმიური დაცვის კოსტუმით, ხოლო სახლში დაბრუნებისას მანიაკალურად ვრეცხოთ ყველაფერი საპნითა და წულით, რასაც კი ხელი მოვკიდეთ. ერთადერთი გამონაკლისი ისაა, რომ ხელები ნამდვილად კარგად უნდა დავიბანოთ საპნითა და წყლით.

1. საჭიროა თუ არა სახლში დაბრუნებისას ტანსაცმლის გამოცვლა და შხაპის მიღება?

არ არის საჭირო. უბრალოდ დაიბანეთ ხელები კარგად. ინფიცირებული ადამიანის ირგვლივ, ხველების ან ცემინების დროს, გამოიფრქვევა ვირუსის ნაწილაკების შემცველი მცირე წვეთები, მაგრამ მათი დიდი ნაწილი მიწაზე ილექება. კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსის შემცველი უმცირესი წვეთები პრინციპში შეიძლება იყოს ჰაერშიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. როგორც მეცნიერები ხსნიან, ამგვარი მცირე ზომის წვეთების აეროდინამიკა იმგვარია, რომ ისინი ვერ დაილექებიან ტანსაცმელზე.

2. არსებობს თუ არა რისკი, რომ ვირუსი აღმოჩნდება თმაზე ან წვერზე?

მაშინაც კი თუ გვერდზე ვინმე ახველებს ან აცემინებს და წვეთების ნაწილი ხვდება თმას, ალბათობა იმისა, რომ თმა გახდება ინფექციის წყარო მინიმალურია. იმისათვის რომ ამგვარად მოხდეს დასნებოვნება, მოვლენების მთელი ჯაჭვი უნდა შეიკრას- დაცემინებისას გამოსროლილი წვეთებში საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ვირუსის ნაწილაკები. იმის გათვალისწინებით რომ აქტიური ნაწილაკების პროცენტი სწრაფად მცირდება, თმაზე უნდა მოხდეს ინფიცირებისათვის საკმარისი რაოდენობის წვეთი. შემდეგ უნდა შევეხოთ იმ ადგილს, სადაც წვეთები დაილექა და მაშინვე მოვიკიდოთ ხელი სახეზე.

3.არსებობს თუ არა სარეცხის გადარჩევის დროს ვირუსის გავრცელების რისკი?

ჩვეულებრივი რეცხვა არ უნდა იწვევდეს შეშფოთებას. კორონავირუსის ნაწილაკები, ისევე როგორც გრიპის ვირუსის, შემოსაზღვრულია ცხიმოვანი მემბრანით, რომელიც იხსნება საპნის ან სარეცხი ფხვნილის ზემოქმედებით. რაც შეეხება ტანსაცმლის დაფერთხვას, საშიშროებას წარმოადგენს ტანსაცმლის ზედაპირზე დიდი რაოდენობით არსებული ვირუსული ნაწილაკები, რაც თეორიულად შეუძლებელია ტანსაცმელზე აღმოჩნდეს ადამიანის მაღაზიაში ან აფთიაქში ყოფნისას.

გამონაკლისს წარმოადგენს სიტუაცია, როდესაც ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტში იმყოფებით. ამ შემთხვევაში, სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად, აუცილებელია ხელთათმანების ჩაცმა. არ უნდა დაიფერთხოს მისი ტანსაცმელი და საწოლის თეთრეული. დაავადებული ადამიანის ტანსაცმელი უნდა გაირეცხოს რაც შეიძლება მაღალ ტემპერატურაზე და კარგად გაშრეს.

4. რამდენ ხანს რჩება ვირუსი აქტიური ქსოვილებზე და სხვა ზედაპირებზე?

იდეალურ პირობებში კორონავირუსი გლუვ, ლითონის მაგარ და პლასტიკის ზედაპირებზე სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებს სიცოცხლეს, ხოლო მუყაოზე ერთი დღე. მკვლევარებს არ შეუსწავლიათ ჯერჯერობით ვირუსის ქცევა ქსოვილზე, მაგრამ სპეციალისტების უმრავლესობა იმ აზრზეა, რომ მუყაოს ექსპერიმენტის შედეგები სრულიად შესაძლებელია ქსოვილზეც გადავიტანოთ. საქმე იმაშია, რომ მუყაოში არსებული ბუნებრივ ბოჭკოებს გააჩნია შემწოვი თვისება და ვირუსის ნაწილაკებს სწრაფად აშრობს, შესაბამისად ვირუსი უფრო სწრაფად კარგავს აქტივობას, ვიდრე მაგარ ზედაპირებზე. ქსოვილის ბოჭკოებსაც დიდი ალბათობით ანალოგიური ეფექტი ექნება.

5. რამდენად სარისკოა ფოსტის, შეფუთვის, გაზეთის შეხება?

ამგვარი რისკი ძალიან დაბალია და მხოლოდ თეორიულად არსებობს. დოკუმენტირებული შემთხვევები იმისა, რომ დასნებოვნება მოხდა მას შემდეგ რაც ადამიანმა წაიკითხა წერილი, გაზეთი ან გახსნა ამანათი, ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სიფრთხილე არ გამოვიჩინოთ. შეფუთვა სჯობს გადავაგდოთ და დავიბანოთ ხელი. თუ ძალიან ფრთხილობთ, სანამ წერილს ან შეფუთვას შეეხებოდეთ დატოვეთ ის ჰაერზე ერთი დღეღამის განმავლობაში და შემდეგ შეეხეთ.

6. საშიშია თუ არა ძაღლთან ერთად სეირნობა?

ქუჩაში ვირუსის შეხვედრის შანსები ძალიან დაბალია, განსაკუთრებით თუ იცავთ სოციალურ დისტანციას. ნებისმიერი წვეთი მაშინვე იხსნება ჰაერში და მათი კონცენტრაცია უმნიშვნელო ხდება. ვირუსის სასიცოცხლო ციკლი მნიშვნელოვნად მცირეა ორგანიზმის გარეთ ვიდრე მის შიგნით.

7. საჭიროა თუ არა სახლში დაბრუნებისას ფეხსაცმლის დეზინფექცია?

ფეხსაცმელზე გროვდება ბევრი მიკრობი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ინფექციის წყარო შეიძლება გახდეს. სპეციალისტები თვლიან, რომ საკმარისია ქუჩის ფეხსაცმელი გავიხადოთ სახლში მოსვლისთანავე და დავტოვოთ კარებთან.