ვინ არის დამნაშავე? - კორონავირუსული პანდემიის კონსპირაციული თეორიები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ არის დამნაშავე? - კორონავირუსული პანდემიის კონსპირაციული თეორიები

კავშირის ეს სიხშირე კორონავირუსის გამავრცელებელი იყო.

მსოფლიოში კორონავირუსით დასნებოვნებულია 3 მილიონზე მეტი ადამიანი და როგორც ჩანს, დაახლოებით ამდენივეს სჯერა რომ ახალი დაავადება მსოფლიო შეთქმულების შედეგია. ერთნი დარწმუნებულები არიან, რომ კორონავირუსის გავრცელება შემთხვევით არ დაწყებულა უჰანში. სწორედ იქ, 2019 წლის შემოდგომაზე დატესტეს 5G-ქსელი. თუმცა იგივე ადამიანები ვერ ხსნიან რატომაა ავადობა მაღალი ირანში, სადაც მსგავსი ანძები საერთოდ არ არის. მეორე კატეგორიის ადამიანები ადანაშაულებენ მასონებს, მსოფლიო მთავრობას, რომელიც თვითიზოლაციის პირობებში მოქალაქეებში ჩიპებს ნერგავენ.

ბილ გეითს კი საერთოდ ყველაფერში ადანაშაულებენ. მთელი მსოფლიოდან წერენ მილიარდერს Iნსტაგრამ-ში, რომ გამოიცნეს მისი მზაკვრული ჩანაფიქრი. კერძოდ, ის როკფელერთან ერთად აპირებს ნახევარი კაცობრიობის ვაქცინაციას და მოკვლას, ხოლო გადარჩენილების გაკონტროლებას შეძლებს ჩაყენებული მიკროჩიპების მეშვეობით.

ჩინელების მიმართ ქსენოფობიური განწყობა ეპიდემიასავით გავრცელდა. ჩინელებს სხვადასხვა ქვეყანაში ასახლებდნენ სასტუმროებიდან. რომში ტრევის შადრევანის ახლოს კაფეში განათავსეს განცხადება" ყველა ვინც ჩინეთიდანაა ჩამოსული, ეკრძალება ამ ადგილზე მოსვლა", დანიურმა გაზეთმა Jyllands-Posten გამოაქვეყნა კარიკატურა, რომელზედაც ჩინეთის დროშაზე ვარსკვლავები შეცვლილი იყო ვირუსებით. ბევრი თავიდანვე იყო დარწმუნებული რომ ვირუსი ჩინელებმა შექმნეს. სწორედ უჰანშია ვირუსოლოგიის ერთერთი მსხვილი ინსტიტუტი.

არც ებრაელები დავიწყებიათ. ანტისემიტური განცხადებები კორნავირუსთან დაკავშირებით გაჟღერდა თურქეთის ტელეარხზე, სადაც გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა განაცხადა, რომ "ებრაელმა სიონისტებმა შექმნეს ახალი კორონავირუსი, როგორც ბიოლოგიური იარაღი მსოფლიოს ხელში ჩასაგდებად".

შეთქმულების თეორია პოპულარულია იქ, სადაც არ არის ინდივიდებს შორის და ხელისუფლების ორგანოებისადმი ნდობა. რაც უფრო ნაკლებად ენდობიან ადამიანები მეგობრებს, მეზობლებს და ხელისუფლებას, მით მეტად არიან ისინი კონსპიროლოგიისადმი მიდრეკილნი.