ყველა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ძიებაშია - ჯაშუშებიც არ სხედან გულხელდაკრეფილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ძიებაშია - ჯაშუშებიც არ სხედან გულხელდაკრეფილები

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის სამუშაოებით.

კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ნაციონალური ცენტრის დირექტორი ბილ ევანინი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უკვე გააფრთხილა ვაქცინის შემუშავებაში ჩართული სამედიცინო კვლევითი ორგანიზაციები. ამასთან მას დეტალებზე არ უსაუბრია, რამდენად ჰქონდა მონაცემების მოპარვას ადგილი.

დიდი ბრიტანეთის სპეც. სამსახურების წყაროებმაც დაადასტურეს უცხოური დაზვერვის არაჯანსაღი აქტივობა.

მსოფლიოში გამალებული მუშაობა მიმდინარეობს Covid-19-ის ვაქცინის შესაქმნელად, რომელშიდაც ჩართულია ცალკეული მკვლევარები, მსხვილი კომპანიები და მთავრობები. მათ ძალისხმევას საფრთხეს უქმნიან უცხოელი ჯაშუშები, ხოლო კონტრდაზვერვა ყველაფერს აკეთებს მათ გამოსააშკარავებლად.

ორგანიზაცია, რომელსაც ევანინა ხელმძღვანელობს ერთერთი უმძლავრესია მსოფლიოში. იგი ეხმარება ამერიკის ხელისუფლებას, კერძო ბიზნესს და მეცნიერებს რათა დაცული იქნას მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ამერიკის მთავრობა ვაქცინის შემუშავებას ყველანაირად უწყობს ხელს პროგრამის ფარგლებში, კოდური სახელწოდებით ჭარპ შპეედ.

გასაგებია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც აღმაოჩენს ეფექტურ და უსაფრთხო წამლის ფორმულას, პირველ რიგში საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფას შეეცდება. დღევანდელ მსოფლიოში არაფერია იმ მედიკო-ბიოლოგიურ კვლევებზე ძვირფასი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია კორონავირუსის ვაქცინის შექმნა.

თავის მხრივ, ამერიკელ და დასავლელ ჯაშუშებსაც ძალიან აინტერესებთ ჩინეთში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ჩოვიდ-19-ით გარდაცვლილთა ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების შესახებ ინფორმაცია, კორონავირუსის ვაქცინის სფეროსა და შესაძლო წამლის კვლევები.

ასევე მნიშვნელოვანია სამედიცინო დაწესებულებებზე კიბერშეტევის საშიშროება, რამაც შეიძლება დარტყმის ქვეშ დააყენოს პანდემიის დამარცხების შესაძლებლობები.

აპრილში ჩეხეთის ორი საავადმყოფოზე უკვე განხორციელდა კიბერშეტევა, რასაც მოჰყვა აშშ-ს გენერალური მდივნის, მაიკ პომპეოს რეაქცია.