ნერვული სისტემის როგორი დაზიანებები აღწერეს მედიკოსებმა Covid-19-ის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნერვული სისტემის როგორი დაზიანებები აღწერეს მედიკოსებმა Covid-19-ის დროს

აღნიშნული დაავადების ფონზე აღწერილია ენცეფალიტის (თავის ტვინის ანთება) რამდენიმე შემთხვევა და ასევე გიიენ-ბარეს სინდრომი, რომლის დროსაც პაციენტის იმუნური სისტემა იწყებს საკუთარ ნერვულ უჯრედებზე (ნეირონებზე) შეტევას. შედეგად კუნთების სისუსტე, ხოლო მძიმე შემთხვევებში - დამბლა ვითარდება.

ამერიკელი მედიკოსები შეშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მარტო ნიუ-იორკში ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულ 5 პაციენტს ინსულტი გამოუვლინდა. საყურადღებოა, რომ ეს 5 შემთხვევა ახალგაზრდა, 50 წლამდე ადამიანებთან დაფიქსირდა, რაც მთავარია, მათ Covid-19–ისათვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები არ ჰქონდათ გამოხატული.

წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსულმა ინფექციამ, გვერდითი მოვლენის სახით, პაციენტთა მსხვილ სისხლძარღვებში თრომბების ჩამოყალიბების პროვოცირება მოახდინა და შედეგად ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა გამოიწვია.

სპეციალისტთა განცხადებით, ნევროლოგიური დარღვევები უმეტესწილად მაინც მძიმე პაციენტებთან შეინიშნება. ასეთ შემთხვევებში ნევროლოგიური სიმპტომები ზოგჯერ Covid-19–ისგან გამოჯანმრთელებულ პირებსაც აღენიშნებათ (ასე ვთქვათ რჩებათ).

სპეციალისტები იმაზეც თანხმდებიან, რომ ნერვული სისტემის დაზიანება ვირუსმა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც პირდაპირ (უშუალო ზემოქმედებით ნერვულ უჯრდებზე), ასევე ირიბად, იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტივაციის გზით (ე.წ ციტოკინური შტორმი).

ეს ყოველივე გაირკვა Covid-19–ით გარდაცვლილ პაციენტთა გვამების გაკვეთით. ვირუსის ნაწილაკები დაღუპულთა თავის ტვინშიც იქნა ნანახი. არსებობს ვერსია, რომ ინფექცია ტვინში ხვდება სასუნთქი გზებიდან, ცხვირში არსებული ყნოსვის რეცეპტორებიდან. ეს არ გახლავთ მხოლოდ ახალი კორონავირუსის რაღაც უნიკალური უნარი. ტვინის ანალოგიური ინფექცია შეიძლება გამოიწვიონ სხვა ვირუსებმაც, მათ შორის გრიპისა და წითელას ვირუსებმაც, რომლებიც იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ იწვევენ ნევროლოგიურ დაავადებებს.

Covid-19–ის შემთხვევაში საქმე რამდენადმე უფრო რთულადაა. ჯერ ერთი დაავადებულთა რიცხვი უკვე 3 მილიონს აჭარბებს და ერთეული შემთხვევების ჯამური მონაცემი უკვე საგანგაშოა, და მეორეც - თუ ვირუსი მოხვდება ტვინში, დაზიანება გარდაუვალია, ნეირონთა უჯრედების მემბრანაზე არსებობს რეცეპტორი - ACE2, რომლის დახმარებითაც ვირუსი ადვილად აღწევს ტვინში და მის ანთებას იწვევს. აღნიშნული რეცეპტორი აქვთ აგრეთვე ენდოთელიუმის (სისხლძარღვთა კედლის შიგნითა ამომფენი შრის) უჯრედებს. მძიმე შემთხვევებში ვირუსი სასუნთქი ორგანოებიდან საერთო სისხლის მიმოქცევის წრეში ხვდება. შედეგად თრომბული გართულებები პრაქტიკულად კორონავირუსული პნევმონიით დაავადებულ ყოველ მესამე პაციენტს უვითარდება.

სისხლით ვირუსი შესაძლოა მოხვდეს ნებისმიერ ორგანოში, მათ შორის ტვინშიც. თუმცა, საბედნიეროდ, ინფიცირებულთა თითქმის ნახევარს Covid-19 ყოველგვარი სიმპტომების გარეშე გადააქვს.