Covid-19- ის სამკურნალოდ მოწოდებულმა რემდესივირმა დიდად ვერ გაამართლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

Covid-19- ის სამკურნალოდ მოწოდებულმა რემდესივირმა დიდად ვერ გაამართლა

მათი უმრავლესობა კარგად ცნობილი ანუ არსებული პრეპარატებია. მეცნიერები ცდილობენ კორონავირუსზე მათი გავლენების დადგენას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმომ) დაიწყო ყველაზე პერსპექტიული სამკურნალო საშუალებების კვლევა Covid-19- ის წინააღმდეგ. კვლევამ მიიღო სახელწოდება "სოლიდარობა" (Solidarity).

ბრიტანეთში მიმდინარეობს კლინიკური კვლევა სახელწოდებით "აღდგენა" (Recovery). ის არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური კვლევა, რადგან მასში 5 ათასზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას.

მოგეხსენებათ, ბევრ ქვეყანაში კვლევითი ცენტრები შეისწავლიან ჩოვიდ-19- ის გადატანილთა სისხლის გამოყენებას კორონავირუსით დაავადებულთა სამკურნალოდ.

რომელი პრეპარატები იქნება ყველაზე ეფექტური?

ამჟამად კვლევა მიმდინარეობს სამი ძირითადი მიმართულებით;

შესწავლაშია:

• ანტივირუსული პრეპარატები, რომლემიც ზემოქმედებენ ადამიანის სხეულში ვირუსის რეპლიკაციის უნარზე;

• პრეპარატები, რომლებიც იმუნური სისტემის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. დაავადებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება მაშინ, როდესაც მათი იმუნური სისტემა მეტისმეტად აქტიურად რეაგირებს ვირუსზე და ამით განსაკუთრებულ დარტყმას აყენებს ორგანიზმს.

• ანტისხეულები, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის უნარიანია. ამ კუთხით საინტერესოა როგორც დაავადებაგადატანილთა სისხლიდან აღებული უჯრედები, ასევე ლაბორატორიაში შექმნილიც.

Covid--19- ის სამკურნალოდ მოწოდებულმა რემდესივირმა დიდად ვერ გაამართლა!

ჯანმოს ექსპერტი, პროფესორი ბრიუს ეილვარდი, ჩინეთიდან ვიზიტის შემდეგ აცხადებდა, რომ ერთადერთ დამაიმედებელ პრეპარატად რემდესივირის განხილვა შეიძლებოდა. ცნობილია, რომ ეს პრეპარატი თავის დროზე ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცა, სხვა ინფექციებთან ბრძოლაშიც რამდენადმე ეფექტური აღმოჩნდა.

ცხოველებზე შესწავლით გაირკვა, რომ რემდესივირი წარმატებით კურნავს სხვა საშიში კორონავირუსებისაგან. სწორედ ამან ჩაუსახა მეცნიერებს იმედი, რომ ის Covid--19-ის სამკურნალოდაც ეფექტური იქნებოდა. თუმცა, მკვლევართა იმედები დიდად ვერ გამართლდა!

ჩინელების გამოცდილებამ აჩვენა, რომ პრეპარატი ვერ აუმჯობესებდა პაციენტთა მდგომარეობას და არ აქვეითებდა პათოგენის არსებობას პაციენტთა სისხლში.

მედიკამენტის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Gილეად-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია უკვე გაცხადებულია ჯანმოს მიერ. ამგვარად, რემდესივირმა დამაჯერებელი შედეგები ჯერ ვერ აჩვენა, თუმცა, ზოგი ექსპერტის განცხადებით, მას მაინც დადებითი ეფექტი აქვს დაავადების ადრეულ სტადიაზე.

კომპანიათა ნაწილი ამ პრეპარატის კვლევას კვლავ აგრძელებს. დაველოდოთ ახალ შედეგებს!