პანდემიის დროს მომხდარი 7 ამაღელვებელი ისტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანდემიის დროს მომხდარი 7 ამაღელვებელი ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები იმყოფებიან შფოთვის მდგომარეობაში, მსოფლიოში საოცარი, ამაღელვებელი ისტორიები მაინც ხდება.

107 — სიკვდილის დრო არ არის

ცნობილია, რომ კორონავირუსული ინფექციის შედეგად ხანდაზმულებში ვითარდება სერიოზული გართულებები, რაც შესაძლებელია დასრულდეს ლეტალური გამოსავალით. თურქეთში ნამდვილი საოცრება მოხდა: 107- წლის ქალმა დაამარცხა COVID-19. სტამბულის მაცხოვრებელი ჰავახან კარადენიზი ჰოსპიტალიზირებული იქნა ხველებითა და მაღალი ტემპერატურით. მან საავადმყოფო ექიმებისა და მედდების აპლოდისმენტებით 13 აპრილს დატოვა.

რამოდენიმე დღით ადრე, ნიდერლანდებში გამოწერეს ასეთივე ასაკის პაციენტი. კორნელია რასიმ მოხუცებულთა სახლში თავი ცუდად იგრძნო მისი 107-ე დაბადების დღის მეორე დღეს. კლინიკაში მან 2,5 კვირა დაჰყო და ახლობლების სასიხარულოდ გამოჯანმრთელდა. დღეისათვის ეს ორი ქალბატონი ყველაზე ხანდაზმული ჩOVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტები არიან.

სახურავის დისკოთეკაზე გაცნობა

თვითიზოლაციის პირობებში სასიყვარულო შეხვედრაზე სიარული პრობლემურია, მაგრამ ამერიკელმა ჯერემი კოენმა იპოვა გამოსავალი.

კარანტინის ერთერთ დღეს შეამჩნია მოპირდაპირე სახლის სახურავზე მოცეკვავე გოგონა. ცოტა ხანში ჯერემიმ გოგონას გაუგზავნა დრონით წერილი ტელეფონის ნომრით. ერთ საათში გოგონამ უპასუხა, რომელმაც მიმოწერა შესთავაზა და მეორე დღეს შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ტორი (გოგონას სახელი) სახურავზე იმყოფებოდა, ჯერემი კი საკუთარ აივანზე. ისინი სვამდნენ ღვინოს, მირთმევდნენ გემრიელ საჭმელს, ერთმანეთს უქნევდნენ ხელს და უგზავნიდნენ შეტყობინებებს. ჯერემი უფრო შორს წავიდა და მეორე დღეს, კარანტინის ყველა წესის დაცვით, ყვავილების თაიგულით უზარმაზარ გასაბერ ბუშტში აღმოჩნდა ტორის სახლის სახურავზე.

mkurnali.ge

10 წლიანი შეკავება უკანაა

თვითიზოლაცია სასარგებლო აღმოჩნდა ჰონკონგის ზოოპარკის Ocean Park-ის პანდებისათვის. ზოოპარკი მნახველებისთვის იანვრის ბოლოს დაიკეტა. პანდები 2010 წლიდან პირველად წარმატებით შეჯვარდნენ.

mkurnali.ge

ქორწილი სოციალური დისტანციით

ბევრმა წყვილმა, რომელთაც ქორწილი გაზაფხულზე ჰქონდათ დაგეგმილი, მიუხედავად ეპიდემიის პირობებისა, არ გადადეს ზეიმი. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ქორწილის გამართვა ნებადართულია, მომავალ მეუღლეებს უჩვეულო ცერემონიაზე მოუხდათ დათანხმება.

მაგალითად, მედდა კელი დონოჰიუ და პოლიციელი ენდრიუ შერლეინმა გადაწყვიტეს საქორწილო ცერემონიის კელის სახლის სადარბაზო ხალიჩაზე გადახდა. მათ იმპროვიზირებულ ქორწილზე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ ახალშეუღლებულებს ისინი საკუთარი ავტომობილებიდან უყურებდნენ. მეორე დღეს ორივე სამსახურს დაუბრუნდა- ცოლი საავადმყოფოში, COVID-19-ით დაავადებული პაციენტების დასახმარებლად, ხოლო ქმარი პოლიციის განყოფილებაში.

mkurnali.ge

მილოცვები საავადმყოფოს ხალათებზე

დაბადების დღის აღნიშვნა მეგობრებისა და ნათესავებისგან შორს, ყოველთვის მოსაწყენია. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც არ შეგიძლია პაციენტის მონახულება. სწორედ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა უჰანის საავადმყოფოში პაციენტი 2020 თებერვალში. მძიმე მდგომარეობის გამო მისი საავადმყოფოდან გაწერა და ახლობლების მონახულება წარმოუდგენელი იყო. თავისი მდგომარეობა მან გაანდო 25 წლის მედ ძმას. იმ დღეს, 14 თებერვალს ახალგაზრდა მედიკოსმა გადაწყვიტა პაციენტების გამხნევება და დამცავ კოსტუმს დააწერა "გილოცავთ ვალენტინობას". ხანდაზმულმა პაციენტმა შეამჩნია წარწერა და უთხრა, რომ სწორედ დღეს უსრულდებოდა 70 წელი. როგორც კი ამის შესახებ გაიგო ახალგაზრდა მედიკოსმა, მაშინვე მოუხმო პალატაში სპეციალურად ეკიპირებულ კოლეგებს. ექიმებმა და მედდებმა უმღერეს მისალოცი სიმღერა. მოგვიანებით პაციენტმა განაცხადა, რომ ეს იყო ყველაზე უჩვეულო დაბადების დღე მის ცხოვრებაში.

mkurnali.ge

თანადგომა ფანჯრის მინის იქით

ცოლ-ქმარი კემპბელები 60 წელია რაც დაქორწინებულები არიან და ცხოვრობენ მოხუცებულთა სახლში Life Care Center. 89 წლის ჯინ კემპბელს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია, მისი მეუღლე დოროთი ჯანმრთელი იყო და უსაფრთხოების მიზნით, აეკრძალა მეუღლესთან ურთიერთობა. მან ახლობლებთან ერთად მაინც იპოვა საშუალება რომ მძიმე პერიოდში ჯონს დადგომოდა გვერდით. ისინი ერთმანეთს მინის საშუალებით უყურებდნენ და ტელეფონით საუბრობდნენ.

mkurnali.ge

LEGO-ქორწინება

ქორწილების ფოტოგრაფი კრის უოლესი კარანტინის დროს უმუშევარი დარჩა, თუმცა გადაწყვიტა საქორწილო ცერემონიის გადაღება არ შეეწყვიტა თვითიზოლაციის დროსაც კი. მან ქორწილის ორგანიზება განახორციელა 20 წლის წინანდელი, საკუთარ სახლში შენახული LEGO-ს ნაკრების საშუალებით.

კრისმა მოიგონა გადაღების სცენარი, რომელიც მომავალი მეუღლეების სანაპიროზე რომანტიკული გაცნობით დაიწყო და დასრულდა ქორწილით.

ფოტოგრაფი თავის ბლოგში მოყვა, რომ ეპიდემიის დაწყებამდე ის მუდმივად დაკავებული იყო გადაღებებით და პრაქტიკულად არ ჰქონდა თავისუფალი დრო.

LEGO-ქორწილი საოცრად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში. თავად კრისი ყველას მოუწოდებს, რომ არ დაკარგონ იმედი ამ რთულ პერიოდში, განსაკუთრებით მათ, ვინც იძულებით უმუშევარი დარჩა.

mkurnali.ge