როდის გამოჩნდება Covid-19-ის სამკურნალო საშუალება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის გამოჩნდება Covid-19-ის სამკურნალო საშუალება?

უმრავლესობა უკვე არსებული წამლებია და მეცნიერები არკვევენ მათ ვირუსზე მოქმედებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო Covid-19-ის საწინააღმდეგო ყველაზე პერსპექტიული საშუალებების კლინიკური კვლევა. კვლევის სახელწოდებაა "სოლიდარობა" (Solidarity).

  • ბრიტანეთში ტარდება მსოფლიოში უმსხვილესი კლინიკური კვლევა "აღდგენა" (Recovery), რომელშიდაც მონაწილოებას იღებს 5 ათასზე მეტი მოხალისე.
  • ასევე ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანების მკურნალობას ცდილობენ Covid-19-ისაგან განკურნებული პაციენტების სისხლით.

ამჟამად კვლევა სამი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს:

  • ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ადამიანის სხეულში ვირუსის რეპლიკაციის უნარზე;
  • საშუალებები, რომლებიც ახდენენ იმუნური სისტემის სტაბილიზაციას. დაავადებულების მდგომარეობა მნიშვნელოვნად უარესდება, როდესაც მათი იმუნური სისტემა ზედმეტად აქტიურად რეაგირებს ვირუსზე და ამით ორგანიზმს ზიანს აყენებს.
  • ანტისხეულები, რომლებსაც ვირუსთან ბრძოლა შეუძლია. მათი მიღება შესაძლებელია ვირუსგადატანილი ადამიანების სისხლიდან ან ლაბორატორიიდან.
ჩინეთში გამოყენებისას, დამაიმედებელი შედეგები აჩვენა ებოლას სამკრუნალოდ შექმნილმა პრეპარატმა რემდესივირმა. თუმცა ის გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა სხვა დაავადებების მკურნალობისთვის.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებმა მეცნიერებს იმედი გაუჩინა, რომ რემდესივირი წარმატებით გაუმკლავდებოდა ჩოვიდ-19-საც. თუმცა მათი მოლოდინები არ გამართლდა. ჩინეთის კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატი არ აუმჯობესებდა პაციენტების მდგომარეობას და არ ამცირებდა დაავადებულთა სისხლში პათოგენის არსებობას. რემდესივირის გამოცდის ჩავარდნის შესახებ ცნობილი გახდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის დოკუმენტის შემთხვევით პუბლიკაციის შემდეგ.

წამლის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ Gilead - უკვე განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტში დამახინჯებული იყო კვლევის შედეგები. Gილეად-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვლევები ნაადრევად შეწყდა მონაწილეთა სიმცირის გამო. ამიტომ შედეგებიც ვერ იქნებოდა სტატისტიკური მნიშვნელობის. რიგი კომპანიებისა აგრძელებენ პრეპარატის გამოცდას.

კორონავირუსის სამკურნალოდ ბევრი საუბარი მიდიოდა აივ-ის სამკურნალო ორ პრეპარატზე-ლოპინავირსა და რიტონავირზე. ლაბორატორიულ პირობებში მეცნიერებმა წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ ადამიანებზე კვლევამ დადებითი შედეგები ვერ აჩვენა. პრეპარატებმა ვერ შეამცირეს გამოჯანრმთელების დრო, არ დაქვეითებულა სიკვდილიანობა და არ შემცირებულა ვირუსის დონე მძიმე ფორმის Covid-19-ით დაავადებულებში.

თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევა ტარდებოდა ძალიან ძმიმე პაციენტებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მალარიის საწინააღმდეგო საშუალების კლინიკური კვლევა დიდ ბრიტნაეთში მიმდინარეობს.

ქლოროქინი და ჰიდროქსიქლოროქინის წარმოებულებს შეიძლება აღენიშნებოდეს კორონავირუსთან საბრძოლველად აუცილებელი ვირუსის საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი თვისებები. პრეპარატები ყურადღების ცენტრში დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ აღმოჩნდა, რომელმაც ჩოვიდ-19-ის მკურნალობაში მათ ეფექტურობაზე ისაუბრა. თუმცა ამის მტკიცებულებები ნაკლებადაა.

ჰიდროქსიქლოროქინი ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, ამდენად მას იმუნურის სისტემის სტაბილიზაცია შეუძლია.

ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია კორონავირუსის დათრგუნვა და არსებობს ზოგიერთი ექიმის დაუდასტურებელი მონაცემები მის ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული პრეპარატის ეფექტურობის კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს.

როდესაც იმუნური სისტემა ზედმატად რეაგირებს ვირუსზე, ამან შეიძლება მთელ ორგანიზმში ანთება გამოიწვიოს. ეს აუცილებელია ინფექციასთან საბრძოლველად, მაგრამ მისი ზედმეტი ძალისხმევა შეილება ორგანიზმისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს და სიკვდილის მიზეზი გახდეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევაში ამოწმებენ ბეტა ინტერფერონის მოქმედებასაც, რომელიც გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ გამოიყენება.

ბრიტანეთის კლინიკურ კვლევაში დექსამეტაზონის თვისებებსაც სწავლობენ.

განკურნებული ადამიანების სისხლში წესით უნდა წარმოქმნას ანტისხეულები, რომელთაც ვირუსთან შებრძოლება შეეძლებათ. იდეის არსი იმაში მდგომარეობას, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმას უსხამენ ვირუსით დაავადებულს.

როდის გამოჩნდება ნამდვილი ქმედითი სამკურნალო საშუალება?

ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, როდის გამოჩნდება Covid-19-ის სამკურნალო, ეფექტური საშუალება. უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი კლინიკური კვლევის შედეგები. ეს გაცილებით უფრო ადრე მოხდება, ვიდრე კორონავირუსის ვაქცინის ეფექტურობაზე იქნება რამე ცნობილი. ვაქცინა იცავს ინფექციისგან და არ მკურნალობს. ამის მიზეზია, ის, რომ ექიმები ამოწმებენ უკვე არსებული პრეპარატების მოქმედებას, რომლებმაც კვლევა გაიარეს გამოყენების უსაფრთხოებაზე, მაშინ როდესაც ვაქცინის შემუშავება სუფთა ფურცლიდან დაიწყო.

რატომაა საჭირო მკურნალობა? მკურნალობა მრავალ ადამიანს გადაარჩენს და ზოგიერთი საკარანტინე ღონისძიების შერბილებას განაპირობებს. მკურნალობის ეფექტური მეთოდის გამოჩენა კორონავირუსით დასნებოვნებას გადაიყვანს უფრო მსუბუქი დაავადებების თანრიგში.

თუ ამის გამო ადამიანებს აღარ დასჭირდებათ ფილტვების ხელოვნული ვენტილაცია საავადმყოფოებში. ინტენსიური თერაპიის პალატების გადატვირთვის საშიშროება და კორონავირუსით დასნებოვნებული პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად რადიკალური მეთოდების გამოყენებაც აღარ იქნება საჭირო.