27 აპრილიდან ავტომანქანებით მოძრაობა და ონლაინ-ვაჭრობა სრულად აღდგება
დაშვებული იქნება:
- მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება
- ტაქსების ოპერირება
- ონლაინ-ვაჭრობა (საბითუმო და საცალო)
- მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე
- ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა
"27 აპრილიდან ჩვენ ვიწყებთ ღონისძიების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს იმას, რომ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.
გარდა ამისა, სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა - საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. თუმცა აქვე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, იმ დაწესებულებებს და იმ ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ წესებს.
ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მკაფიოდ შექმნილი პროტოკოლები, რომლებიც ნიშნავს, რომ მაგალითად ტაქსის მძღოლი უნდა იყოს პირბადით, მაგალითად ღია აგრარულ ბაზრებს აქვთ სპეციალური ეპიდემიის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში ეს მიმართულებები ორშაბათიდან იქნება გახსნილი და ნებადართული", - განაცხადა გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.