როგორ შევინარჩუნოთ წონა კარანტინის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ წონა კარანტინის დროს

უნდა გავიკეთოთ ნიღაბი და ხელთათმანები. ზოგიერთ სუპერმარკეტში შესასვლელში არის ერთჯერადი ხელთათმანები. მათი გამოყენების წინ საჭიროა ანტისეპტიკით ხელების დამუშავება, ხოლო გამოსვლისას ფრთხილად გავიხადოთ ისე, რომ არ შევეხოთ ხელთათმანის გარეთა მხარეს და გადავაგდოთ. სახლში მოსვლისას, ხელები კარგად უნდა დავიბანოთ 20 წამის განმავლობაში საპნითა და წყლით. პურისთვის ხშირად რომ არ მოგვიწიოს გასვლა შეგვიძლია მისი გარკვეული რაოდენობით შეძენა და საყინულეში მოთავსება.

კარანტინის დღეებში ძალიან სასარგებლოა ხმელთაშუაზღვის დიეტა. რეგულარულად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.

თევზი პროტეინების წყაროა და იგი კვირაში მინიმუმ სამჯერ უნდა მივიღოთ. კვერცხი კი კვირაში 3-4-ჯერ. სასარგებლოა ასევე ჩირი და ნიგოზი.

სწრაფი კვების საკვები კი არ არის კარგი არჩევანი, რადგანაც მასში ბევრი მარილი და ცუდი ხარისხის ცხიმია. შაქრის დიდი შემცველობის მქონე სასმელები, ტკბილეული, სოსისები, ჰამბურგერები, ძეხვები, შემწვარი კარტოფილი, ორცხობილა - სჯობს ამოვიღოთ რაციონიდან, რადგანაც ამგვარი საკვები ხშირად ხდება ჭარბი წონის მიზეზი, მით უფრო რომ კარანტინის დროს ადამიანები ნაკლებად მოძრაობენ.

ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული დიდხანს ინახება. განსაკუთრებით: ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, კივი, პომიდორი, კიტრი. როდესაც ადამიანი ოთხ კედელში ზის, ის ხშირად მიდის მაცივრისკენ, ამიტომ მნიშვნელოვანია კვების სწორი რეჟიმის დაცვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

ეპიდემიის რა მაჩვენებლები მიიჩნევა დადებითად და როდის შეიძლება ითქვას, რომ პიკმა გადაიარა

რატომ არის კორონავირუსით დასნებოვნებისას განსაკუთრებით საყურადღებო გულის მდგომარეობა

მეცნიერები კორონავირუსის გამოსავლენად ძაღლებს გაწრთვნიან