როდის შეიძლება ითქვას, რომ პიკმა გადაიარა - პასუხობს თამარ მამაცაშვილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის შეიძლება ითქვას, რომ პიკმა გადაიარა - პასუხობს თამარ მამაცაშვილი

მაგრამ საიტზე გამუდმებით გვეკითხებიან, რას ნიშნავს ეს "ცოტა", როდის იქნება პიკი და როდის დასრულდება ეს ყველაფერი.

თამარ მამაცაშვილი, "მკურნალის" მთავარი რედაქტორი:

ზოგადად, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საიმედოდ მიიჩნევა მაშინ, როცა რამდენიმე დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტი გახდება ახალი შემთხვევების რაოდენობაზე და პიკი გადავლილად მიიჩნევა მაშინ, როცა საერთო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გადააჭარბებს აქტიური შემთხვევების რიცხვს.

მაგალითად, ახლა საქართველოში 420 დაინფიცირებულიდან 111 გამოჯანმრთელებულია, აქტიური შემთხვევა კი 309 გახლავთ, როცა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აქტიურ შემთხვევებზე მეტი გახდება, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემია უკან იხევს, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იქნება იმის გარანტია, რომ ეს შედეგი სტაბილურად ასე გვექნება, თუ ჩვენ დავარღვევთ ყველანაირ წესებს. მკითხველმა კარგად იცის, რომ ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანაში იყო შემთხვევები, რომ ერთი დაინფიცირებული ასობით ადამიანს აავადებს იზოლაციის წესების დარღვევის შემთხვევაში, ამიტომ პროცესი ნებისმიერ დროს შეიძლება შემობრუნდეს, თუ ჩვენ გონივრულად არ ვიმოქმედებთ.

თუმცა ის ფაქტი, რომ პროცესი ჩვენში არის მართვადი, რომ არ არის დიდი აფეთქებები და რომ დაავადების ეპიდემიოლოგიური მრუდები საიმედოდ გამოიყურება, ეს ფაქტია.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ყველაზე საიმედო მდგომარეობა აქვს გერმანიას, მიუხედავად იმისა, რომ იქ ყოველდღიურად ჯერ კიდევ 2300-მდე ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 200-ზე მეტი შემთხვევა  ფიქსირდება - შეიძლება ითქვას, რომ გერმანელები უკვე მართავენ ეპიდემიას.

mkurnali.ge

საქართველოში ანალოგიური მრუდი ასე გამოიყურება:

mkurnali.ge

ის, რომ მრუდის მწვერვალი ჰორიზონტალურია, იმას ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი თითქმის ტოლია ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვისა.

იმედი ვიქონიოთ, რომ რეკომენდაციების გათვალისწინებით და მითითებების ზედმიწევნით შესრულების გზით, საქართველო დიდი დანაკარგების გარეშე გამოვა ამ პანდემიიდან.