ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მფარველობასა და ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთის მფარველობასა და ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა

მას მიაჩინა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, ჯანდაცვის მსოფლო ორგანიზაციამ ვერ შეასრულა თავის მოვალეობები და უნდა აგოს პასუხი.

ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არა ერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ მან ძალიან გვიან მოახდინა Covid-19-ის აფეთქებაზე რეაგირება და უფრო მეტიც, დამალა ფატები კორონავირუსის შესახებ.

რამდენად შეძლებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამერიკული ფულის გარეშე არსებობას?

ტრამპმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში წელიწადში 400-500 მილიონი დოლარი შეჰქონდა, მაშინ როდესაც ჩინეთის შენატანი მხოლოდ 40 მილიონი დოლარია. ორგანიზაცია რამდენად გაწვდება ამერიკული დაფინანსების გარეშე კორონავირუსის პანდემიას ძნელი სათქმელია. მას შეუძლია რამოდენიმე თვე იარსებოს იმ სახსრებით, რაც დღეისათვის გააჩნია. მაგრამ ა.შ.შ-ს დაფინანსების გარეშე ადრე თუ გვიან შეიქმნება პრობლემები: ორგანიზაცია ვეღარ მიაწვდის დროულად ქვეყნებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს, ჩოვიდ-19-ის განსაზღვრის ტესტებს და ვეღარ შეძლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ექიმების ტრენინგის ჩატარებას. ბევრი ღარიბი ქვეყანა ჯერ კიდევ ეპიდემიის დასაწყისია და თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სახსრები შეიზღუდება ამ ქვეყნების დასახმარებლად, შეიძლება კატასტროფა მოხდეს- აცხადებენ ექსპერტები.

სამედიცინო ჟურანლ Lancet-ის მთავარი რედაქტორის რიჩარდ ჰორტონის თქმით, ა.შ.შ უზრუნველყოფს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის მეხუთედს, ამდენად ა.შ.შ.-ს ახლანდელი გადაწყვეტილება კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია.