19 აპრილის მონაცემები რესპუბლიკური საავადმყოფოდან - დღეს 32 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანი COVID-უარყოფითი აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

19 აპრილის მონაცემები რესპუბლიკური საავადმყოფოდან - დღეს 32 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანი COVID-უარყოფითი აღმოჩნდა

- ნატალია ხურციძე:

mkurnali.geვულოცავ ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" და სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გაცნობებთ ჩვენი კლინიკის დღევანდელ მონაცემებს: კლინიკაში ამჟამად მკურნალობს 68 პაციენტი, აქედან COVID-19 –ის დიაგნოზი დადასტურებული აქვს 36 პაციენტს. მათ შორის 3 ახალია და გადმოყვანილია ცხელების ცენტრებიდან (ზღვის ჰოსპიტალიდან და ტუბერკულოზის ცენტრიდან, რომელიც ამჟამად ცხელების ცენტრადაა მობილიზებული).

ჩვენი კლინიკიდან დღეს 32 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანი COVID-უარყოფითი აღმოჩნდა. ეს პაციენტები ახალი კორონავირუსული დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით იყვნენ შემოსულნი.

მათი ნაწილი გააგრძელებს ჩვენს კლინიკაში მკურნალობას, ზოგი გადავა სხვა კლინიკაში, ზოგი კი, რომელსაც არ აქვს სტაციონარში დარჩენის ჩვენება - გაეწერება ბინაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!