ვირუსული პნევმონია - მიზეზები, სომპტომები, მკურნალობა
რომელიც სეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიებით, ვირუსებით ან სოკოებით. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად პნევმონიათა 30 % აშშ მონაცემებით ვირუსულია.
კლინიკური გამოვლინების ანუ დაავადების ნიშნების მიხედვით ბაქტერიული და ვირუსული პნევმონია შეიძლება მკვეთრად არ განსხვავდებოდეს. ვირუსულ პნევმონიას ხშირად ახასიათებს:
• მშრალი ხველა
• ცხელება
• შემცივნება
• ქოშინი
• ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება გულმკერდში ხველისა და სუნთქვისას
• ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება, გახშირებული სუნთქვა
პნევმონიის გამომწვევი ვირუსები
ფილტვების ანთების მიზეზი შეიძლება იყოს:
• A და B გრიპის ვირუსი - ვირუსული პნევმონიის უხშირესი მიზეზი
• რესპირატორულ სინციტიური ვირუსი - უფრო ხშირი მიზეზია ჩვილებსა და ბავშვებში
• კორონავირუსები, რინოვირუსები, პარაგრიპის ვირუსი, ადენოვირუსები
• იშივათად ჰერპესის, ჩუტყვავილას, წითელას ვირუსი
ვირუსული პნევმონიის დიაგნოზი
ვირუსული პნევმონიის დიაგნოზი ემყარება დაავადების კლინუიკურ სურათს, სისხლის საერთო ანალიზითა და ფილტვების რენტგენოგრაფიით მიღებულ მონაცემებს. მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ფილტვის ქსოვილის ბიოფსია - ქსოვილის მცირე ნაწილის აღება და მიკროსკოპული შესწავლა.
ვირუსული პნევმონიის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ვირუსული პნევმონიის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები არ გამოიყენება. რიგ შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები. მაგალითად, გრიპის დროს აღმოცენებული ვირუსული პნევმონიისას შეიძლება დაინიშნოს ოსელტამივირი, ზანამივირი ან პერამივირი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული პნევმონიისას შესაძლოა გამოყენებული იყოს რიბავირინი.
ვირუსული პნევმონიის პროფილაქტიკა ემყარება ვირუსული დაავადებების თავიდან აცილებას. ამ მიზნით კი რეკომენდებული ღონისძიებებია:
• ხელების ხშირი დაბანა სათანადო წესების დაცვით, სულ მცირე 20 წამის განმავლობაში საპნის წასმა, ამ პროცედურის 2-ჯერ გამეორება
• ყოველ წლიურად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
• დაავადებულებთან კონტაქტის თავიდან აცილება
• დავიწყებას უნდა მიეცეს ხელებით თვალთან, პირთან, ცხვირთან შეხების ჩვევა