კორონავირუსებით გამოწვეული მძიმე რესპირატორული ინფექციები - MERS და SARS - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსებით გამოწვეული მძიმე რესპირატორული ინფექციები - MERS და SARS

- ჩვეულებრივი სურდოდან ფატალური ანუ სასიკვდილო პნევმონიის (ფილტვების ანთების) ჩათვლით.

ცნობილია, რომ ადამიანის დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს 7 სახის კორონავირუსი. მათგან სიმძიმისა და ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია 3 მათგანი:

• SARS-CoV2 - ახალი კორონავირუსი

• MERS-CoV - ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MEღშ) გამომწვევი, რომელიც გამოვლინდა 2012 წელს

• SARS-CoV - მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის აფეთქების გამომწვევი, გამოვლენილი 2002 წელს.

ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS)

ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) გამომწვევი ვირუსი პირველად 2012 წელს გამოვლინდა იორდანიასა და საუდის არაბეთში. 2018 წლის მაისში რეგისტრირებული იყო დაავადების 2220 შემთხვევა, 790 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად ანუ პაციეტის სიკვდილით. შემთხვევათა უმეტესი ნაწილი აღინიშნა და კვლავაც ვლინდება საუდის ასაბეთში. ანალოგიური შემთხვევები იყო ასევე ახლო აღმოსავლეთისაგან შორს - საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ტუნისში, დიდი ბრიტანეთში, თუმცა იმ პირთა შორის, ვინც მანამდე იმყოფებოდა ახლო აღმოსავლეთში.

ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) აფეთქება მოხდა სამხრეთ კორეაში 2015 წლის მაისიდან ივლისამდე, როცა სამხრეთ კორეის მოქალაქე ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნდა. აფეთქებამ გამოიწვია დაავადების 180 შემთხვევა, მათ შორის 36 დამთავრდა ლეტალურად ანუ სიკვდილით. ადამიანისაგან ადამიანისათვის დაავადების გადაცემა ძირითადად ხდება სამედიცინო დაწესებულებებში.

2014 წლის მაისში 2 შემთხვევა გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ორივე აღენიშნა მედიცინის მუშაკებს, რომლებიც ცოტა ხნის წინათ დაბრუნდნენ სპარსეთის ყურიდან.

ინფექცია უფრო ხშირად მამრობითი სქესის პირთა შორის გვხვდება და უფრო მძიმედ მიმდინარეობს ხანშიშესულებში, ასევე თანმხლები დაავადებების (დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და თიეკმლის დაავადებები) მქონე პაციენტებში. დაავადებულთა დაახლოებით მესამედისათვის ის სასიკვდილო ინფექციაა.

MERS გამომწვევი ვირუსი გადაეცემა დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით ან ჰაეროვან-წვეთოვანი გზით - ხველისა და ცემინების დროს ავადმყოფის ორგანიზმიდან ჰაერში მოხვედრილი უმცირესი წვეთოვანი ნაწილაკებით. ითვლება, რომ დაავადება გადაეცემა მხოლოდ სიმპტომების გამოვლინების შემდეგ. ადამიანისაგან ადამიანის ინფიცირების შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ინფიცირებულების მომვლელ სამედიცნო პერსონალზე მოდის.

ჩვეულებრივ სიმპტომები გამოვლინდება ინფიცირებიდან 5 დღის შემდეგ, შესაძლოა ეს დროს 2-დან 14 დღემდე ვარირებდეს. ინფიცირებულთა უმეტეს ნაწილს აქვს ტემპერატურის მომატება, შემცივნება, კუნთების ტკივილი, ხველა. დაავადებულტა მესამედს აქვს ფაღარათი, ღებინება, მუცლის ტკივილი.

დიაგნოზი და მკურნალობა

ექიმმა ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის არსებობაზე ეჭვი შეიძლება მიიტანოს, თუ პაციენტს აქვს ზემოთ აღწერილი სიმპტომები და დაბრუნებულია MEღშ კერიდან ან ცხოვრობს აღნიშნულ რეგიონში ან ქონდა კონტაქტი დაავადებულთან.

დიაგნოზი ემყარება სასუნთქი გზების რამდენიმე უბნიდან სხვადასხვა დროს აღებული სითხის ანალიზს. გარდა ამისა, ტარდება სისხლის ანალიზი ვირუსის ან მის მიმართ ანტისხეულების გამოსავლენად. გამოკვლევა უტარდება დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ ყველა პირს.

სამწუხაროდ არ არსებობს MERS სპეციფიკური ანუ უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე დაფიძნებული მკურნალობის მეთოდი. დღეს დაავადების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტის იზოლაცია, სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება.

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS)

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციაა, რომელიც გრიპის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება.

• 2004 წლიდან მსოფლიოს მასშტაბით აღარ დარეგისტრირებულა დაავადების არც ერთი შემთხვევა

• მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის ნიშნები ზედა სასუნთქი გზების სხვა ვირუსული ინფექციების მსგავსია (მაგალითად, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთების ტკივილი), თუმცა უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება

• ექიმები მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის დიაგნოზს მხოლოდ მაშინ ვარაუდობენ, თუ პაციენტს ქონდა კონტაქტი დაავადებულთან

• თუ სავარაუდოა მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, აუცილებელია პაციენტის იზოლაცია

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) პირველად 2002 წლის ბოლოს გამოვლინდა ჩინეთში. მსოფლიო ეპიდემიის ფარგლებში დაფიქსირდა 8000-ზე მეტი შემთხვევა პლანეტის მასშტაბით, კანადისა და ამერიკის ჩათვლით, 2003 წლის შუა პერიოდისათვის დაფიქსირდა 800-მდე სიკვდილი. 2004 წლიდან აღარ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, დღეს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) აღმოფხვილად ითვლება.

ვარაუდობდნენ, რომ დაავადების უშუალო წყარო იყო კატის მსგავსი ძუძუმწოვრები, რომლებსაც ცოხალი ცხოველების ბაზრობაზე ყიდდნენ ეგზოტიკურ საკვებად. ამ ცხოველების ინფიცირების წყარო დაუდგენელია, თუმცა ითვლება, რომ SARS ვირუსის რეზერვუარია ღამურა.

როგორც აღვნიშნეთ, შAღშ გამომწვევი კორონავირუსია. დაავადება ხასიათდება უფრო მძიმე მიმდინარეობით, ვიდრე სხვა კორონავირუსული ინფექციების დიდი ნაწილი, რომლებიც გაციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით ვლინდებიან.

SARS ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით ან გარემოში დაავადებული ადამიანის ორგანიზმიდან ხველის და ცემინების დროს ჰაერში შეწონილი უმცირესი წვეთების გამოფრქვევით

როგორ ვლინდება მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის სიმპტომები ზედა სასუნთქი გზების სხვა ვირუსული ინფექციების მსგავსია, ოღონდ უფრო მძიმედაა გამოხატული. პაპციენტს აქვს მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთების ტკივილი, რასაც მოყვება მშრალი ხველა და ზოგჯერ სუნთქვის გაძნელება.

ადამიანების უმრავლესობა 1-2 კვირის განმავლონბაში გამოჯანმრთელდება, თუმცა შემთხვევათა 10 % სიკვდილით მთავრდება.

შAღშ არსებობას ვარაუდობენ, თუ პაციენტი უშუალო კონტაქტში იყო დაავადებულთან და მას გამოუვლინდება მაღალი ტემპერატურა, ხველა, გაძნელებული სუნთქვა. შესაძლოა ჩატარდეს სპეციალური გამოკვლევები დიაგნოზის გასაზუსტებლად.

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის მკურნალობა

როცა სავარაუდოა მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის არსებობა, აუცილებელია პაციენტის იზოლაცია. სწორედ იზოლაციის წყალობით მოხერხდა გამკლავება მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის პირველ და ერთადერთ აფეთქებათან.

თუ დაავადების სიმპტომები ზომიერადაა გამოხატული, განსაკუთრებული ღონისძიებები არ არის საჭირო. საშუალო სიმძიმის სუნთქვის უკმარისობისას შესაძლოა საჭირო იყოს ჟანგბადის მიწოდება ნიღბით; მძიმე შემთხვევებისას აუცილებელია ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია .