ზურაბ გურული: "საქართველომ არ უნდა ნახოს ეს!" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზურაბ გურული: "საქართველომ არ უნდა ნახოს ეს!"

თავის სოციალურ გვერდზე წერს:

"2005 წელს, ქარიშხალ "კატრინას" მიერ დატბორილ ნიუ ორლეანში, არაადამიანურ, 40 გრადუსიან სიცხესა და 99% ტენიანობაში, როდესაც ჩვენი ამონასუნთქი წყლად კონდენსირდებოდა კედლებზე და ყველაფერს ასველებდა; როდესაც კანალიზაციის ყველა მილში უკან ამოვიდა მთელი სიბინძურე და ტუალეტები დატბორა; სულისშემხუთველ სიმყრალეში ლანდებივით დავბორიალებდით ექიმები, რეზიდენტები, ექთნები. დეჰიდრატაციისა და აუტანელი ფიზიკური დატვირთვის გამო სამ დღეში 6 კილო დავიკლე და ხელების მაღლა აწევა მიჭირდა. პაციენტების გაოფლილ კანზე პლასტირის დაწებება შეუძლებელი იყო და იძულებული ვიყავი კანზე ძაფით მიმეკერებინა ინტრავენური ხაზები. მაშინ ვნახე არაერთი ძლიერი ადამიანის ფსიქოლოგიური გატეხვის შემაძრწუნებელი სცენა პირველად. უმწეობისა და სასოწარკვეთისაგან ატირებული კაცები და ქალები...

იმედი მქონდა რომ ამას მეტი არასოდეს ვნახავდი.

mkurnali.geისევ ვნახე ამ დღეებში, როდესაც შიშისაგან შეძრწუნებული ადამიანები ისტერიკაში ჩავარდნენ და უარი თქვეს საშიში პროცედურების შესრულებაზე დავირუსებულ, უმძიმეს პაციენტებთან. ისევ მომიწია საკუთარი შიშის დაძლევა და მაგალითის მიცემა. უსაძაგლესი შეგრძნებაა ეს.

დაუსრულებლად გაგრძელდება ირონიული კამათი იმის შესახებ, რომ ეს პანდემია ბლეფია, რომ სიკვდილიანობა არც ისე მაღალია, რომ ეს უბრალოდ რთული გრიპია და ა.შ. სხვათაშორის, ბევრი რამ შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ სცადეთ და უთხარით ეს იტალიის, ესპანეთის, ნიუ იორკის, ნიუ ორლეანის იმ კლინიკების თანამშრომლებს, რომლებმაც უშუალოდ ნახეს კორონას საზარელი სახე და არავინ იცის ზუსტად, თუ რატომ გადარჩნენ სხვები, ან არიან თუ არა ჯერ გადარჩენილები.

საქართველომ არ უნდა ნახოს ეს! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ ნახოს! არ შევაძრწუნებ ადამიანებს და არ ავხსნი დაწვრილებით, თუ როგორ შეიძლება სულ რამდენიმე დღეში საოცარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური კოლაფსისა და ენით აუწერელი ტრაგედიის განვითარება.

მე ეს ვნახე, ჩვენ ეს ვნახეთ და ყოველდღე ვუყურებთ. ამ ფოტოზე მე ვარ, მაგრამ ჩემი სახე წაშლილია კორონას მიერ. ასე არიან ჩემი კოლეგებიც. სასოწარკვეთილი პაციენტები ბოლო წამებში ჩვენს ნამდვილ სახესაც ვერ ხედავენ და ასე ასრულებენ სიცოცხლეს.

ეს არ არის შეშინების მცდელობა. როდესაც დახაუს და ბუხინვალდს აჩვენებენ ადამიანებს, ამით კაცობრიობას აფრთხილებენ. ჩვენც მხოლოდ თქვენს გაფრთხილებას ვცდილობთ.

გავუფრთხილდეთ ჩვენს ერთი მუჭა ერს.

ნუ გამოვცდით ღმერთს!!!"

ეკა სალაღაია