როგორი უნდა იყოს კორონავირუსის კარანტინის შეზღუდვების მოხსნის თანმიმდევრობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს კორონავირუსის კარანტინის შეზღუდვების მოხსნის თანმიმდევრობა

მაგრამ ამის შედეგად მილიონობით ადამიანის ცხოვრების ნირი მნიშვნელოვნად იცვლება.

სახელმწიფოებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ- როდის დაიწყონ კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლა, რომელი შეზღუდვები მოხსნან თავდაპირველად, როგორ გააგრძელონ ვირუსთან ბრძოლა და როგორ დაიცვან ბალანსი სიცოცხლის შენარჩუნებასა და საზოგადოების გრძელვადიან ზარალს შორის.

იმისათვის მზად უნდა აღმოვჩნდეთ, რომ პროცესი დიდ ხანს გაგრძელდება და რამოდენიმე კვირაში მისი დასრულების იმედი ნაკლებადაა.

ცხოვრების ჩვეული წესის ერთბაშად დაბრუნება დასნებოვნების პიკის გადავლის შემდეგ წარმოუდგენელია. კარანტინის უბრალოდ მოხსნის შემდეგ, დაიწყება დასნებოვნების ახალი ტალღა, არც ვირუსის გავრცელების დინამიკა შეიცვლება. ეს რომ არ მოხდეს ახალი ინფიცირების რაოდენობა 60-70%-ით უნდა შემცირდეს. თუ უარს ვიტყვით სოციალურ დისტანცირებაზე, ვირუსის შესაჩერებლად და სიკვდილიანობის დონის შესამცირებლად სხვა ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო.

აუცილებელია ვირუსზე ტესტირების მოცულობის გაზრდა. მაგრამ ამგვარი მიდგომაც ვერ დააბრუნებს ცხოვრების ჩვეულ რითმს. დაავადების კონტროლქვეშ მოსაქცევად სხვა მეთოდების გამოყენებაც იქნება საჭირო, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.

ზოგიერთი შეზღუდვა ვირუსის გავრცელებაზე ნაკლებად მოქმედებს. შეზღუდვების მოხსნა შეიძლება სამ კატეგორიად დაიყოს: ინფექციის გავრცელების ტემპის ზრდის დაბალი, საშუალო და მაღალი რისკი.

დაბალ რისკს მიეკუთვნება ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალული ქუჩაში ვარჯიში.

საშუალო რისკს მიეკუთვნება ზოგიერთი ისეთი მაღაზიის გახსნა, რომელიც არ ვაჭრობს პირველადი მოხმარების საგნებით, ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა შენობის გარეთ.

მაღალი რისკად ითვლება დისტანციური მუშაობის მოთხოვნის გაუქმება, სკოლების გახსნა, დაავადებულების იზოლაციისა და კარანტინის მოხსნა.

ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნა უნდა მოხდეს ძალიან გეგმაზომიერად და ფრთხილად. უნდა გავერკვეთ რა სარგებელს ნახავს ამით საზოგადოება და ეკონომიკა და რა ზარალს მიაყენებს ვირუსის გავრცელება.

ყველაზე ქმედითი საშუალება იქნებოდა ვაქცინის გამოჩენა. იმუნიზაცია სოციალური დისტანცირებაზე უარის თქმის საშუალებას მოგვცემდა. ვარაუდობენ რომ ეს შეიძლება ერთი წლის შემდეგ მოხდეს.

თუ ვაქცინა არ გამოჩნდა, შეიძლება იმუშაოს ჯოგურმა იმუნიტეტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ დასნებოვნდება ბევრი ადამიანი (მოსახელობის 70%) და ვირუსი ვეღარ გამოიწვევს აფეთქებას.

კარგი საშუალება იქნება ეფექტური წამალი, რომელიც ჩოვიდ-19 შეაჩერებდა ხველების ან მაღალი ტემპერატურის სტადიაზე და არ მისცემს დაავადებას პროგრესირების საშუალებას. ამით მძიმე ავადმყოფების რაოდენობა შემცირდებოდა და პრობლემის გრადუსიც დაიწევდა. ამჟამად მიმდინარეობს რამოდენიმე ასეთი პრეპარატის კლინიკური კვლევა.

ნორმალურ ან მასთან მიახლოებული ცხოვრების დასაბრუნებლად ხანგრძლივი გზა არის გასავლელი.