რა არის კორონავირუსული ატიპური პნევმონია, რატომ ვითარდება და რატომ რთულდება ასე ხშირად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის კორონავირუსული ატიპური პნევმონია, რატომ ვითარდება და რატომ რთულდება ასე ხშირად

ატიპური პნევმონია მძიმედ მიმდინარე მწვავე რესპირატორული სინდრომია, კორონავირუსული ინფექცია შემთხვევათა ძალიან დიდ პროცენტში რთულდება სწორედ ატიპური პნევმონიით. ის აზიანებს ფილტვებს, მიმდინარეობს მძიმედ და ზოგჯერ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშაც აყენებს.

ამ დაავადების პირველი სიმპტომები ჰგავს გრიპის სიმპტომებს: ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურა, ეწყება სისუსტე, კუნთების ტკივილი და მშრალი ხველა. ეს ვირუსი იწვევს პნევმონიას, სუნთქვის უკმარისობას (ეს არის მდგომარეობა, როცა ფილტვები ვერ ასრულებს დაკისრებულ ფუნქციას და ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ჟანგბადით). ზოგჯერ მდგომარეობა იმდენად რთულდება, რომ ატიპური პნევმონია პაციენტის სიკვდილს იწვევს.

ეს დაავადება პირველად 2002 წელს დარეგისტრირდა ჩინეთში, შემდეგ კი - აზიის სხვა ქვეყნებში, ჩრდიოლეთ ამერიკასა და ევროპაში.

მაშინ ეპიდემიის შეჩერება სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელობათა ერთობლივი ძალებით მოხერხდა, მაგრამ 2019 დეკემბერში ამ ვირუსის ახალმა ფორმამ შიშის ზარი დასცა მსოფლიოს.

დაავადების სიმპტომებია:

დაავადების იმდინარეობას ახასიათებს ორი სტადია.

პირველი სტადიის სიმპტომებია:

  • თავის ტკივილი
  • ცხელება
  • კუნთების ტკივილი
  • სისუსტე
  • მადის დაკარგვა
  • დიარეა (ზოგჯერ)
  • ყელის ტკივილი
  • ყნოსვის და გემოს დაკარგვა

მეორე სტადის ნიშნებია:

  • ქოშინი
  • მშრალი ხველა
  • სუნთქვის უკმარისობა, რომელიც ჟანგბადის უკმარისობის მიზეზი ხდება.

რისკის ჯგუფი - ვის ურთულდება დაავადება:

  • ადამიანები, რომელთაც აქვთ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰეპატიტი, სხვა მძიმე ქრნიკული პათოლოგიები;
  • 70 წელზე მეტი ასაკისანი.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასადგენად პირველ რიგში ტარდება ტესტირება ვირუსზე.

ფილტვებში მიმდინარე ცვლილებები დიაგნოსტირდება რადიოლოგიური გამოკვლევებით - კომპიუტერული კვლევით.

მკურნალობა:

ატიპური პნევმონიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები ჯერჯერობით არ არსებობს. სხვადასხვა სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია გლუკოკორტიკოიდები (ჰორმონული პრეპარატები), ანტიპარაზიტული თუ ანტივირუსული საშუალებები, რომელთა კლინიკური გამოცდაც კორონავირუსის წინააღმდეგ ახლა მიმდინარეობს.

მკურნალობა ძირითადად მიმართულია სიმპტომების შემცირებისკენ, ორგანიზმის ფუნქციების შეანარჩუნებისაკენ (ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გზით).

ანტიბიოტიკები ინიშნება მეორეული ბაქტერიული ინფექციის თავიდან ასაცილებლად.

რატომ რთულდება დაავადება:

როგორც უკვე გითხარით, ატიპური პნევმონიის დროს, ფილტვის ქსოვილებში მიმდინარეობს შეშუპება და ფილტვები ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას. ორგანიზმში ვითარდება ჟანგბადოვანი შიმშილი. ამის შედეგად კი ჟანგბადი აკლდება ყველა სასიცოცხლო ორგანოს. როცა ჟანგბადის ფეფიციტი შედარებით მსუბუქი ხარისხისაა, საკმარისია პაციენტისთვის ჟანგბადის მიწოდება ნიღბის საშუალებით ნაკადურად, მაგრამ თუ ფილტვის ქსოვილის ტოტალური დაზიანება იწყება, შესაბამისად ვითარდება სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ჟანგბადის დეფიციტი იმდენად მკვეთრია, რომ იწყება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პროცესები. სწორედ ამ დროს არის აუცილებელი დროულად ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. დაგვიანების შემთხვევაში ვითარდება ე.წ. პოლიორგანული უკმარისობა ანუ ყველა ორგანოს ფუნქციის დარღვევა.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გართულება თავიდან ავიცილოთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციის მიხედვით, კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი ფორმისას მკურნალება ხდება ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, მაგრამ გართულების შემთხვევათა უმრავლესობა სტაციონარში დაგვიანებულ მიმართვიანობას უკავშირდება, ამიტომ: როგორც კი შევნიშნავთ, რომ იწყება ატიპური პნევმონიისთვის მახასიათებელი ნიშნები: ხველა, სუნთვის უკმარისობა, ქოშინი - დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა


კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა


ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა


ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ


კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს