რას ნიშნავს "აგრესიული ტესტირება" და რისთვის არის ის საჭირო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ნიშნავს "აგრესიული ტესტირება" და რისთვის არის ის საჭირო

ის გულისხმობს აგრესიას ვირუსის წინააღმდეგ.

აგრესიული ტესტირების მიზანია კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი ან უსიმპტომო შემთხვევების გამოვლენა მოსახლეობაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ინფექციის შემდგომი გავრცელება.

მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ექსპერიმენტი იტალიის პატარა ქალაქში, სადაც ტესტი ყველა მოსახლეს (3 ათასი) გაუკეთდა, მიუხედავად იმისა ჰქონდათ მათ ვირუსის სიმპტომები თუ არა. ექიმების თქმით, ამ მეთოდით მათ ქალაქში ახალი კორონავირუსის გავრცელება აღკვეთეს.

სამხრეთ კორეაში კი შექმნილია კარვები, სადაც მსურველს შეუძლია მანქანით მივიდეს. ტესტირება უფასოა. მას მანქანიდან გადმოუსვლელად აუღებენ ნაცხს როგორც პირის ღრუდან, ასევე ცხვირის ნესტოდან, გაუზომავენ სიცხეს და ჩაიწერენ მონაცემებს. არის თუ არა ვირუსის მატარებელი, ამის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით, SMS-ის საშუალებით, მიიღებს.

mkurnali.ge

იმის გამო, რომ საყოველთაო ტესტირების შესაძლებლობა და აუცილებლობაც ამ ეტაპზე ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს, შეირჩა გარკვეული ჯგუფები, რომელთაც ჩაუტარდებათ ტესტი. ეს ჯგუფებია:

  • პენიტენციური დაწესებულებები,
  • ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები,
  • სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები,
  • თავდაცვის ძალები
  • საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

ასევე სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.

გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება უტარდება მაღალი რისკის კონტიგენტსაც. ამ კატეგორიაში განიხილება შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები:

  • თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები;
  • სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეებში მყოფი პირები, რომლებიც არიან დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები და იზოლაციისთვის (კარანტინი) განკუთვნილ 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-თვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები;
  • სიმპტომური პაციენტები მაღალი რისკის ზონებიდან;
  • პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან (კლასტერი = 2 ან მეტი ადამიანი სპეციფიკური სიმპტომებით).
  • უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან სტრატეგიულ ობიექტებში, მათ შორის უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე (პჯრ არ ესაჭიროებათ)

რაც შეეხება ჰოსპიტალიზებულ და ამბულატორიულ პაციენტებს, ტესტირება ჩაუტარდება შემდეგ კატეგორიას:

  • პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით;
  • ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.

ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. "ცხელების კლინიკებში".