ლევან გოფოძე - ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით - ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ლევან გოფოძე - ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით - ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს

ლევან გოფოძე - ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა განპირობებულია გვიან მიმართვით - ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს
ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნადაა განპირობებული გვიან მიმართვით, ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, რომ როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მიმართონ ექიმს, ვიდრე გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი,- ამის შესახებ რესუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოფოძის თქმით, მის კლინიკაში ამ დროისთვის დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არ არის.

"ჩვენთან დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა არც ერთი არ არის. ფაქტია, რომ საერთოდ ამ ვირუსის მძიმედ მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის განპირობებული გვიან მიმართვით და არა მარტო ამ ვირუსის. ჩვენ გვყავს რეანიმაციაში პაციენტები მართვით სუნთქვაზე და მძიმე მდგომარებაში, რომელთაც
ბაქტერიული პნევმონია აქვთ, მაგრამ არც ერთს კოვიდინფექცია არ აქვთ, თუმცა ბევრად უფრო მძიმეა მათი მდგომარეობა, ვიდრე კოვიდინფიცირებულების. ასე რომ, ყველა შემთხვევაში, როდესაც დაგვიანებით მივმართავთ ექიმს, გართულებების საფრთხე მეტია. ამიტომ მუდმივად ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი გამოჩნდება სიმპტომები, მაშინვე, ჯერ პირველადი ჯანდაცვის რგოლთან გქონდეთ კომუნიკაცია და შემდეგ
უკვე თუ საჭირო გახდება მოხდეს ჰოსპიტალიზაცია, ვიდრე გვაქვს საშუალება იმის, რომ მივიღოთ ყველა პაციენტი, ვისაც აქვს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველა უნდა მივიღოთ და მივხედოთ",- განაცხადა გოფოძემ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ინგლისის მცხოვრებლებს ორშაბათიდან შეხვედრების ნება დართო.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრმა ქვეყანამ სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.
ახალი კორონავირუსული ინფექციის პანდემიის პერიოდში ერთ-ერთი აქტუალური კითხვა იყო
ევროპის ქვეყნები აგრძელებენ საზღვრების გახსნას, თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
COVID-19-ის გამოვლენილ შემთხვევებზე მოსახლეობის ფართოდ ინფორმირებულობის წყალობით,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად