რა მოხდა ქობულეთში - 60 წლის ქალის ახლობლებს ბიოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ და 16 პირიდან 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მოხდა ქობულეთში - 60 წლის ქალის ახლობლებს ბიოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ და 16 პირიდან 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

როგორც ირკვევა, ამავე კლინიკაში იყო მოთავსებული პაციენტის მამა, თუმცა ის კლინიკიდან ისე გაწერეს, რომ მისთვის კორონავირუსზე ტესტი არ გაუკეთებიათ. მამაკაცი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა ექიმებს კორონავირუსზე ეჭვიც კი არ შეპარვიათ.

კლინიკაში ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომლებიც ადგეგენ ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმების დაუდევრობას, რამაც კონტაქტები გაზარდა და ეპიდაფეთქება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მამა-შვილის კლასტერს წარმოადგენს ქობულეთში დადასტურებული 5 ახალი შემთხვევა. ამ დროსთვის 60 წლამდე ქალის 37 კონტაქტია გამოკვეთილი.

კლინიკაში იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე.

ნიჟარაძის განცხადებით, მიმდინარეობს ვიზიტებისას ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი მედიკოსების იდენტიფიკაციის პროცესი. ამასთან მისი თქმით, მიმდინარეობს საკითხზე სამედიცინო მოკვლევაც.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, 60 წლის ქალის ახლობლებს ბიოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ და 16 პირიდან 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.

"კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა", - განაცხადა ნიჟარაძემ.

როგორც გაირკვა, ქალის დაინფიცირების წყარო არ არის ცნობილი.

"მამა ქობულეთში ცხოვრობს, ინფიცირებულთაგან სამი პირია, რომელიც ქობულეთში მამის სამეზობლოდან არიან. 60 წლის ქალიც ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა და მასთან კონტაქტში 37 პირია გამოკვეთილი. აქედან 17 მედპერსონალია, ხოლო 20 ოჯახის წევრები და მეზობლები არიან. კონტაქტების რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება, ასევე მედიკოსთა რაოდენობაც ზუსტდება, ვისაც ხუთ ახალ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა. კლასტერთან დაკავშირებით, ყველა პირი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათ ანალიზი სახლებში აუღეს.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ისინი კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილი. აჭარაში კორონავირუსით 14 ადამიანია ინფიცირებული", - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა


კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა


ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა


ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ


კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს