როგორ ავადდებიან ექიმები კორონავირუსით და რატომ მიდის მათთან დაავადება განსაკუთრებით მძიმე ფორმით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავადდებიან ექიმები კორონავირუსით და რატომ მიდის მათთან დაავადება განსაკუთრებით მძიმე ფორმით

ათასობით მედიკოსი დასნებოვნდა ვირუსით, გარდაცვლილი ექიმების რაოდენობაც იზრდება.

საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალი, მიუხედავად დამცავი ნიღბებისა და ფორმისა, დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშა იმყოფება. დაავადებაც მათთან უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობს.

სპეციალისტების აზრით, ეს ძირითადად აიხსნება მათ ირგვლივ ვირუსის კონცენტრაციით.

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ვირუსი აზიანებს უჯრედებს და საკუთარი ასლების შექმნით იწყებს რეპროდუქციას. შემდგომი რამოდენიმე დღის განმავლობაში ვირუსის ასლები გროვდება ადამიანის ორგანიზმში, რითაც მძიმდება ავადმყოფის მდგომარეობა.

რაც უფრო მაღალია ვირუსის კონცენტრაცია, მით მძიმე ფორმით მიდის მასთან დაკავშირებული დაავადება და მეტად გადამდებია პაციენტი.

მედიკოსები დაინფიცირებულებთან უშუალო სიახლოვეს იმყოფებიან და არა უბრალოდ დასნებოვნების, არამედ ვირუსის მაღალი დოზებით მიღების საფრთხის ქვეშ არიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის ქალაქ უჰანში, პაციენტმა, რომელსაც გეგმიური ოპერაცია გაუკეთდა, მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონია კორონავირუსის სიმპტომები, დაასნებოვნა 14 მედიკოსი. ძალიან ჯანმრთელი ადამიანის იმუნური სისტემაც კი რთულად ებრძვის ყველა ამ ვირუსს. რაც უფრო მეტი ვირუსი ხვდება ორგანიზმში, მით რთული იქნება მასა და იმუნიტეტს შორის ბრძოლა.

ჩოვიდ-19 დაავადებულში ვირუსი შეიძლება ზედა სასუნთქ გზებში იყოს და გავრცელდეს საუბრის, სუნთქვის, დაცემინების ან ხველების დროს. წვეთების ნაწილი ილექება ზედაპირზე, ამიტომ მნიშვნელოვანია დისტანციის დაცვა და ხელების ხშირად, კარგად დაბანა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი ადამიანმა რამდენი ასეთი დაინფიცირებული წვეთი უნდა შეისუნთქოს, რომ თავად დასნებოვნდეს.

ამ მომენტისათვის ზუსტად შეუძლებელია მუდმივად ვირუსულ გარემოში მყოფი მედპერსონალის რისკის ხარისხის განსაზღვრა. არსებობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხოლოდ რამოდენიმე მონაცემი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება. მაგალითად, 2002-2003 წლებში SARS -ის ეპიდემიის დროს დაავადების ყველა დადასტურებული შემთხვევიდან 21% სამედიცინო პერსონალზე მოდიოდა. ახლაც მსგავსი ტენდენცია აღინიშნება. იტალიაში, მაგალითად 6200 მედიკოსია დასნებოვნებული. ესპანეთში ჩოვიდ-19-ით 6500 მეტი სამედიცინო პერსონალია დაავადებული, რაც დასნებოვნებულთა 12% შეადგენს.

მარტის დასაწყისისათვის ჩინეთში დაახლოებით 3300 მედიკოსი იყო დასნებოვნებული. პროცენტულად ეს ყველა დადასტურებული შემთხვევის 4-12%-ია.

ბრიტანეთში ზოგიერთი საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალის ნახევარი ავადაა ან თვითიზოლაციაშია.

თუ ინფექციის გავრცელებაზე კონტროლმა არ იმუშავა, საავადმყოფოები თავად შეიძლება გახდნენ დასნებოვნების წყარო. ბევრ ქვეყანაში არაა საკმარისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

საფრანგეთში ექიმებმა სასამართლოში უჩივლეს მთავრობას იმის გამო, რომ ხელსუფლებამ არ გასცა სამედიცინო ნიღბების წარმოების გაზრდის განკარგულება, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ექიმები.

ზიმბაბვეს ექიმები და მედდები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უკმარისობის გამო იმ მომენტში, როდესაც ქვეყანაში სამი კვირის ვადით მკაცრი კარანტინი ცხადდება.

ბრიტანეთში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უკმარისობამ მნიშვნელოვნად შეარყია მედიკოსების ნდობა სისტემისადმი. ქვეყნის ხელისუფლებამ არმია დაიხმარა ჯანდაცვის მუშაკებისთვის სამედიცინო ნიღბების დასარიგებლად, მაგრამ ექსპერტების აზრით დაკარგული ნდობის აღსადგენად გარკვეული დრო იქნება საჭირო.

პრობლემა იმაშიც მდგომარეობს, რომ ამ საშუალებების წარმოება ძირითადად აზიის ქვეყნებსა და ჩინეთში ხდება. ჩინეთისთვის კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან ძნელი იქნება საჭირო მოცულობით მოწოდების უზრუნველყოფა.

ასევე წაიკითხეთ:

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?