ინგლისის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში მოათავსეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინგლისის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში მოათავსეს

ბრიტანეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონაცემებით, ჯონსონი მოათავსეს პარლამენტის პირდაპირ, მდინარე ტემზის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სენტ-ტომასის ჰოსპიტალში.

55 წლის ჯონსონს კორონავირუსი მარტის ბოლოში დაუდგინეს, პარასკევს პრემიერმა განაცხადა, რომ მას ტემპერატურა ისევ ჰქონდა და ამიტომ საჭირო იყო თვითიზოლაციის რეჟიმის გაგრძელება.

კვირას საღამოს, ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ მიმართა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას. მან ხაზი გაუსვა კორონავირუსის აფეთქების დროს, თვითდისციპლინის მნიშვნელობას, მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის თანამშრომლებს და პარალელი გაავლო ომის დროსთან, თუ როგორ გამოვიდა დასთან, პრინცესა მარგარეტთან ერთად პირველად 1940 წელს, რადიოეთერით და მიმართა ომისგან დაზარალებულ ბავშვებს. "საუკეთესო დღეები დაბრუნდება და ჩვენ ისევ ვიქნებით მეგობრებისა და ახლობლების გვერდით, ისევ შევხვდებით ერთმანეთს"- ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა დედოფალმა.

მიუხედავად სახლში დარჩენის არაერთი მოწოდებისა, შაბათ-კვირას ბევრი ბრიტანელი გაემართა პარკებში თბილი ამინდის გამო. ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლებელია გაამკაცრონ კარანტინი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კვირას საღამოსთვის კორონავირუსით ერთ დღეში მსოფლიოში 82 ათასზე მეტი ადამიანი დასნებოვნდა, გარდაიცვალა 5700 ზე მეტი. დაავადებულთა საერთო რიცხვმა შეადგინა 1,1 მილიონზე მეტი (უმეტესობა ევროპაში), ლეტალური გამოსავალით დასრულდა თითქმის 63 ათასი შემთხვევა.

ასევე წაიკითხეთ:

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?