კოვიდ-ინფექციასთან დაკავშირებული კითხვები, რომლებზეც პასუხები ჯერჯერობით არ არის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კოვიდ-ინფექციასთან დაკავშირებული კითხვები, რომლებზეც პასუხები ჯერჯერობით არ არის

სულ რამდენი ადამიანი დასნებოვნდა?

ეს ერთერთი ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვაა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონზე მეტი დასნებოვნების დადასტურებული შემთხვევაა, მაგრამ ეს რეალური ციფრის მხოლოდ ნაწილია. ამას გარდა, არსებობს მრავალი ასიმპტომური მომდინარეობა, როდესაც ადამიანები დაინფიცირებულები არიან და დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ.

მხოლოდ ანტისხეულების არსებობაზე ტესტირება იძლევა კორონავირუსის პანდემიის მასშტაბის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას.

რამდენად მომაკვდინებელია კორონავირუსი?

სანამ არ გვეცოდინება პანდემიის მასშტაბი და დასნებოვნებულების ზუსტი რაოდენობა, შეუძლებელი იქნება კორონავირუსისგან გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებლის დადგენა.

ჯერჯერობით მიჩნეულია, რომ სიკვდილიანობა ინფიცირებულთა რაოდენობის დაახლოებით 1%. მაგრამ უსიმპტომოდ მიმდინარე დასნებოვნებულების დიდი როადენობის შემთხვევაში, ის მნიშვნელოვნად დაბალი იქნება.

როგორია სიმპტომების სრული ჩამონათვალის?

კორონავირუსის ძირითად სიმპტომს წარმოადგენს მაღალი ტემპერატურა და მშრალი ხველა, შესაძლებელია ყელის, თავის ტკივილი, დიარეა, ყნოსვის და გემოვნების დაკარგვა.

როგორია ინფექციის გავრცელებაში ბავშვების როლი?

ბავშვები კორონავირუსით ავადდებიან, მაგრამ ადვილად გადააქვთ. ბავშვები ხდებიან ნებისმიერი ინფექციის სუპერგადამტანები. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიცაა, რომ მათ ბევრი კონტაქტი აქვთ.

საიდან მოვიდა კორონავირუსი?

ვირუსი პირველად გამოჩნდა ჩინეთში, ქალაქ უჰანში 2019 წლის ბოლოს, გარეული ცხოველების ადგილობრივი ბაზრის სიახლოვეს.

ვირუსი SARS-CoV-2 თავისი სტრუქტურით ახლოსაა ღამურების მიერ გადატანილ ვირუსთან. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახლანდელი კორონავირუსი ღამურებმა გადასცეს რომელიღაც ჯერჯერობით უცნობ ცხოველს და შემდეგ გავრცელდა ადამიანებზე. მუტაციის ჯაჭვის ეს უცნობი რგოლი შეიძლება შემდგომი დასნებოვნების წყარო გახდეს.

გაგრძელდება თუ არა პანდემია ზაფხულამდე?

გაციება და გრიპი ხშირად ზამთრის თვეებში აღინიშნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ზაფხულში შეწყდება თუ არა კორონავირუსის გავრცელება.

ბრიტანელი ვირუსულოგები თვლიან, რომ ახალი კორონავირუსის ჰაერის ტემპერატურაზე დამოკიდებულება უფრო ნაკლებია, ვიდრე გრიპისა და გაციების.

მოკლავს თუ არა კორონავირუსს ზაფხულის სიცხე?

თუ ზაფხულის განმავლობაში კორონავირუსით დასნებოვნების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება, საშიშროება იქმნება, რომ ზამთარში ავადობის ახალი აფეთქება იქნება.

რატომაა ზოგიერთ დასნებოვნებულებში სიმპტომები განსაკუთრებით გამოხატული?

უმეტეს შემთხვევაში ინფექცია სუსტადაა გამოხატული, თუმცა დაავადებულთა 20% უვითარდება სერიოზული გართულებები, რისი მიზეზიც ჯერჯერობით უცნობია. როგორც ჩანს, მოქმედებს პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობა და გარკვეული გენეტიკური ფაქტორები.

რამდენი ხანი ნარჩუნდება იმუნიტეტი და შესაძლებელია თუ არა განმეორებით დასნებოვნება?

ჯერჯერობით ცოტაა ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად მყარი იმუნიტეტი რჩება.

განკურნების შემდეგ, პაციენტებში უნდა გამომუშავდეს იმუნიტეტი ამ ვირუსის მიმართ. თუმცა, რადგანაც დაავადება შედარებით ახალია, საიმედო მონაცემები ამის შესახებ ძალიან ცოტაა.

იმუნიტეტის ხანგრძლივობისა და ეფექტურობის საკითხს უზარმაზარი მნიშვენლობა ენიჭება პანდემიასთან ბრძოლაში.

როგორ მუტაციას განიცდის ვირუსი?

ვირუსები მუდმივად განიცდიან მუტაციას, თუმცა მათ გენომში ცვლილებების უმრავლესობა საშიშროებას არ წარმოადგენს.

ზოგადად, ვირუსის მუტაცია გრძელვადიან პერსპექტივაში მის დასუსტებას განაპირობებს.

საშიშროება ისაა, რომ ვირუსის გარკვეულ მუტაციას იმუნური სისტემა ვეღარ ცნობს და მისთვის სპეციალურად შემუშავებული ვაქცინა აღარ მოქმედებს.

ასევე წაიკითხეთ:

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?