რა მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბენ საფ­რან­გეთ­ში ახალ კო­რო­ნა­ვირუსს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბენ საფ­რან­გეთ­ში ახალ კო­რო­ნა­ვირუსს?

- საფრანგეთს თავისი რეკომენდაციები აქვს. არის გაიდლაინები, რომლებიც აქ ექიმებს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ რომელი მედიკამენტი ჩართონ მკურნალობაში. ახლა რითაც ვმკურნალობთ, ეს არის ძირითადად, შიდსის წინააღმდეგ გამოყენებული წამლები. როგორიცაა: პროტეაზას ინჰიბიტორი, მათ შორის "კალეტრა", "ქლოროქინი", რომელიც ავტოიმუნურ დაავადებებში გამოიყენება. არსებობს მოსაზრება, რომ იგი უჯრედში მჟავიანობას ცვლის და ამით ვირუსს კლავს, თუმცა ეს ჯერ დასადასტურებელი ვარაუდია. შემდეგ არის "რემდესივირი" და სხვა იმუნომოდულატორები.

ათი დღეა რაც კვლევა დაიწყო ამ მედიკამენტებზე, რათა დადგინდეს მათი რეალური ეფექტი COVID-19-ის წინააღმდეგ. ამის დადგენა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან საჭიროა ბევრ კრიტიკულ პაციენტზე გამოცდა. ვიცით, რომ ინფიცირებულების 85% ისედაც გამოჯანმრთელება, 15%-ში იქნება რთული ფორმა და აქედან 10%-იც გამოჯანმრთელდება. ანუ სიკვდილიანობა იქნება 5-დან 8%-ამდე, ან უფრო ნაკლები. რომ დადგინდეს წამალი ეფექტურია, მედიკამენტი უნდა გამოიყენო სწორედ იმ 15%-ში , რომელშიც გართულებული მდგომარეობაა და შემდეგ განსაზღვრო წამლის ეფექტურობა.

სისხლის პლაზმით მკურნალობის ეფექტურობაზე რას გვეტყვით? რა მოლოდინები აქვთ მედიკოსებს?

- პლაზმით მკურნალობის პრეცედენტი არსებობს და ეს არის ტეტანუსის წინააღმდეგ გამოყენებული შრატი. ანუ იგივე პრინციპია ამ მეთოდში. მასშიც არის ანტისხეულები, რომელსაც უსხამენ ადამიანებს და ასე ხდება განკურნება, მაგრამ ტეტანუსი ბაქტერიული დაავადებაა, COVID-19 კი - ვირუსული. ამიტომ დასადგენია აქ როგორ იმუშავებს.

გამოყენების პრინციპი კი იგივეა: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების მიერ გამომუშავებული ანტისხეულებისგან დამზადებულ შრატს გადაუსხამენ დაავადებულებს. ამ საკითხზე კვლევა საფრანგეთში რამდენიმე დღეა დაიწყო. აქ ყველაფერი აჩქარებულად ხდება და იმედია, ამის პასუხიც მალე იქნება. მთავარია აღმოჩნდეს ეეფქტური და ამ პროცედურის დაწყება ძნელი არ არის.

- რამდენად არგუმენტირებულია ის მოსაზრება, რომ ინფიცირებულ ახალგაზრდებში მდგომარეობა არ რთულდება და სიკვდილიანობაც პრაქტიკულად არ ფიქსირდება?

- მითია, რომ გართულებები შეიძლება მხოლოდ ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში მოხდეს. მძიმე შემთხვევები გვაქვს ახალგაზრდა ადამიანებშიც, რომლებსაც არ აქვთ თანმხლები დაავადებები. ანუ იმის თქმა, რომ ახალგაზრდები დაცულები არიან, არაწორია. არავინ იცის ასე რატომ ხდება. ჩვენთან მძიმე პაციენტების 60% არის 60 წელს ქვემოთ.

- კიდევ ერთი აქტუალური საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ქართველი სპეციალისტებისგან ცალსახა მოსაზრება არ მოგვისმენია. თქვენ რა აზრის ხართ "იბუპროფენისა" და "კაპტოპრილის" გამოყენებაზე?

- ჩვენ შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ "იბუპროფენის" ჯგუფის წამლები არანაირად არ უნდა მივიღოთ, თუ ძალიან მკაცრი დანიშნულება არ არის! საერთოდ, ძალიან ცოტაა შემთხვევა, როდესაც ეს წამალი ინიშნება. გაციების და ტემპერატურის დროს შეგვიძლია დავლიოთ პარაცეტამოლი. რატომ ვართ ასე სკეპტიკურად განწყობილი ამ მედიკამენტის მიმართ? - "იბუპროფენი" ხელს უშლის იმუნური პასუხის შედგომას. როდესაც ადამიანი ინფიცირებულია, გამოჯანმრთელება ხდება იმუნური პასუხის შედეგად.

ყველა ახალგაზრდა პაციენტის ანამნეზში, რომელიც ჩვენთან შემოდიოდა კორონავირუსის დიაგნოზით, ჩანდა, რომ ჰქონდათ მიღებული "იბუპროფენი". სწორედ საფრანგეთმა გააკეთა ეს საგანგაშო განცხადება პირველად, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ "იბუპროფენი" და ახლა ამას ყველა ეთანხმება

ზოგადად ამ მედიკამენტს არ აქვს სასიცოცხლო დანიშნულება და რატომ უნდა მიიღოთ იგი? ეს იცის ყველა ინფექციონისტმა, რომ ინფექციის პერიოდში ამ ჯგუფის წამლების მიღება არის ყოვლად დაუშვებელი.

რაც შეეხება კარტოპრილს. აქ ორი ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება არსებობს დღემდე. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ასეთი დირექტივაა: ვინც იღებს ამ წამალს, არ შეწყვიტოს თვითნებურად, მაგრამ ვინც დაინფიცირდება, ექიმები შეუწყვეტენ ამ მედიკამენტს.

წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად