ყველაფერი კორონავირუსზე - დღეისთვის არსებული ყველა ინფორმაცია ერთ სტატიაში! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი კორონავირუსზე - დღეისთვის არსებული ყველა ინფორმაცია ერთ სტატიაში!

გამოწვეული დაავადებაა (D - შემოკლებით 'disease'). SARS-CoV-2 - თავად ვირუსის სახელწოდებაა.

2. CoV - შემოკლებითა CoronaVirus, კორონავირუსი. ასე ეწოდება ვირუსების ოჯახს (სულ დაახლოებით 40), რომელიც გარეგნულად მზის გვირგვინს ჰგავს დეზისებური წანაზარდების გამო.

3. ტერმინი "ახალი კორონავირუსი" (novel an nCoV) აღნიშნავს, რომ ადრე ის არა მარტო მეცნიერებს, არამედ ჩვენს უჯრედებსაც არ შეხვედრია.

4. ევოლუციის 2 მილიონი წლის განმავლობაში, ჩვენმა იმუნურმა სისტემამ ისწავლა არსებული ინფექციების უმრავლესობასთან ბრძოლა, მაგრამ ახალი კორონავირუსის მიმართ ის უძლური აღმოჩნდა, ამიტომაა მასთან რთული გამკლავება და მარტივი დასნებოვნება.

5. უჯრედში მოხვედრისას, ვირუსი ახორციელებს მასზე კონტროლს და უჯრედისათვის ჩვეული ცილების მაგივრად მისი უსასრულო ასლების წარმოქმნას აიძულებს. იწყება ჯაჭვური რეაქცია, რის შედეგადაც უჯრედი იღუპება, ხოლო ინფექციის მტარებელი ხდება გადამდები.

6. დასნებოვნების საწყის ეტაპზე ახალი კორონავირუსი აქტიურად მრავლდება ყელსა და ზედა სასუნთქ გზებში. შემდეგ ინფექცია ქვევით ეშვება და შეძლება მიაღწიოს ფილტვებამდე და გამოიწვიოს ანთება.

7. სწორედ ამიტომაა პირველი სიმპტომი ხველება და ამის შემდეგ აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება.

8 დასნებოვნებულთა 18%-ში დაავადება შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.

9. ამგვარი უსიმპტომო ავადმყოფი წარმოადგენს ინფექციის აქტიურ მტარებელს და შეუძლია სხვების დასნებოვნება.

10 Covid-19-ის მსუბუქი ფორმა სიმპტომებით ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ, სეზონურ გრიპს: მშრალი ხველა, ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, ზოგჯერ თავისა და კუნთების ტკივილი.

11. მისი მკურნალობა ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი გრიპის-სიმპტომური.

12 კორონავირუსის ერთერთი ყველაზე უჩვეულო სიმპტომია გემოსა და/ან ყნოსვის დაკარგვა. ეს სიმპტომი ყველა ინფიცირებულში არ გვხვდება, მაგრამ შეიძლება ერთადერთი სიმპტომი აღმოჩნდეს.

13. ახალი კორონავირუსის მტარებელი გარშემომყოფთათვის სახიფათო ხდება დასნებოვნებისთანავე- პირველი სიმპტომების გამოვლენამდე გაცილებით უფრო ადრე.

14. კორონავირუსის თითოეული მტარებელი ასწრებს 2-4 ჯანმრთელი ადამიანის დასნებოვნებას და ეს ციფრი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სეზონური გრიპისა (1,3), მაგრამ დაბალი ვიდრე წითელასი (12+).

15. სამხრეთ კორეაში ვირუსის შეკავებას ახერხებდნენ, სანამ დაავადებულთა რიცხვი იყო 30. ქალმა კოდური დასახელებით "პაციენტი 31" დაასნებოვნა დაახლოებით 1200 ადამიანი.

16. აღმოჩნდა, რომ ის დადიოდა ეკლესიაში, მიუხედავად ხველებისა და მაღალი ტემპერატურისა

17. 10 დღის განმავლობაში სამხრეთ კორეაში დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა 30-დან 5000-მდე.

18. ჩოვიდ-19-ის სიკვდილიანობის დონის ზუსტი განსაზღვრა ჯერჯერობით ძნელია, მაგრამ მკვლევართა უმრავლესობა მას აფასებს 1-3%.

19. ეს სეზონური გრიპის მაჩვენებელზე დაახლოებით 20-ჯერ მეტია, მაგრამ ახლოსაც ვერ მოვა წინა კორონავირუსების მაჩვენებელთან SARS (10%) და MERS (25%).

20. ჩოვიდ-19 -ით სიკვდილიანობა დამოკიდებულია ჯანდაცვის სისტემის საერთო დატვირთვასა და დახმარების აღმოჩენის სისწრაფეზე: გერმანიაში ის მხოლოდ 0,3%, იტალიაში თითქმის 9%.

21. 70 წელზე მეტი ასაკოვანთა ჯგუფში სიკვდილიანობა 5%-ია, ხოლო 80 წლის ზემოთ, ვირუსისგან ყოველი მეათე იღუპება. სწორედ ამიტომ მთელი მსოფლიოს მთავრობების ძირითადი ამოცანაა გაწელოს ეპიდემია რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, რომ არ მოხდეს ჩოვიდ-19-ით დიდი რაოდენობით ადამიანის ერთდროულად დასნებოვნება.

22. პანდემიამ მიაღწია დედამიწის ყველაზე შორეულ კუთხეებში.

23. საიდან გაჩნდა SARS-CoV-2, ზუსტად არაა ცნობილი, მაგრამ მსგავსი ვირუსების გადამტანები ღამურები არიან. როგორც ჩანს ვირუსმა განიცადა მუტაცია და გადაეცა ჯერ სხვა ცხოველს და შემდეგ ადამიანს. იყო თუ არა ადამიანისთვის ვირუსი სახიფათო მაშინ, როდესაც პირველმა დასნებოვნებულმა "აიკიდა", იგი ჯერჯერობით მეცნიერებისთვის უცნობია. თუ ვირუსი ადამიანისთვის სახიფათოა და ის დღესაც არის ცხოველთა სამყაროში, ადრე თუ გვიან ის ისევ დაასნებოვნებს ადამიანებს. სწორედ ამიტომ დაკეტეს უჰანში აფეთქების დასაწყისში ფრინველის ბაზარი.

24. ვირუსი არ "გაქცეულა" ბიოლოგიური ლაბორატორიიდან და ის არაა ხელოვნურად შექმნილი.

25 ქირურგიული ნიღბები არ იცავს კორონავირუსისაგან. მისი ნაწილაკები იმდენად მცირეა, რომ ადვილად გადის ფორებში.

26. ხველებისას ინფიცირებული ადამიანის ნერწყვის წვეთებთან ერთად შეიძლება გავრცელდეს ვირუსის მილიარდი ნაწილაკი.

27. შინაური ცხოველები არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები. ძაღლიდან ან კატიდან კორონავირუსის გადადების არც ერთი ფაქტი არაა დაფიქსირებული.

28. ვირუსით შეიძლება თავისუფლად დავსნებოვნდეთ აბსოლუტურად ცარიელ შენობაში, სადაც იმყოფებოდა დასნებოვნებული.

29. ჰაერში კორონავირუსი ცხოველმყოფელობას 3 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. პლასტიკსა და სხვა ზედაპირზე SARS-CoV-2 სახიფათო სამ დღემდეა, ქაღალდსა და მუყაოზე 1 დღე, სპილენძზე 4 საათამდე.

30. სწორედ ამიტომ, ძირითადი საიმედო საპროფილაქტიკო საშუალებაა ხელების კარგად დაბანა ან დამუშავება სპირტის შემცველი ხსნარით ნებისმიერ ზედაპირთან კონტაქტის შემდეგ.

31. ანტიბიოტიკი კორონავირუსის, ისევე როგორც ნებისმიერი გრიპის ან ჰერპესის, სამკურნალოდ უსარგებლოა.

32. კარანტინები და სხვა შემზღუდავი ღონისძიებები მთელ მსოფლიოში (მცირე შესვენებებით) შეიძლება გაგრძელდეს ჩოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ან ეფექტური სამკურნალო საშუალების შექმნამდე.

33. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა გამოჩნდეს 2021 წლის შუაში ან დასასრულისთვის.

34. SARS-CoV-2-ის სპეციფიკური თერაპია ჯერჯერობით არ არსებობს. დაავადებას მკურნალობენ მხოლოდ სიმპტომურად.

35. Covid-19-ით დაავადებული 100 ათასზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

36. თებერვალში ჩინელმა ექიმებმა შენიშნეს, რომ კორონავირუსს კარგად უმკლავდებოდა ქლოროქინი-მალარიის სამკურნალო პრეპარატი. მისი ეფექტურობა ჩოვიდ-19-თან დაკავშირებით კიდევ რამოდენიმე კვლევით დადასტურდა.

37 ორი სხვა საშუალება ლოპინავირი - შიდსის სამკურნალო საშუალება და რემდესივირი - ებოლას ცხელებისა და მარბურგის ვირუსის სამკურნალოდ შექმნილი საშუალება - წარმატებით გადის კვლევას.

38. იაპონიაში გრიპის საწინააღმდეგო პოპულარული ანივირუსული პრეპარატი ავიგანი (ფავიპირავირი) სპეციალურადაა შექმნილი რნმ-ვირუსებთან საბრძოლველად.

39. უჰანში კორნავირუსით დასნებოვნებული პაციენტები ავიგანით მკურნალობისას საშუალოდ ოთხ დღეში გამოჯანმრთელდნენ.

40. ზოგჯერ Covid-19-ით მძიმე პაციენტების გადარჩენას ცდილობენ გამოჯანრმთელებული ადამიანების ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიანი სისხლის პლაზმის გადასხმით. ამ პრაქტიკამ გარკვეულწილად გაამართლა SARS, MERS და ებოლას ვირუსის აფეთქებისას და ოფიცილურად წარმოადგენდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას.