რა ხდება ორგანიზმში კორონავირუსული შეტევისას - როგორ ვითარდება ინფექცია, რა არ იციან მეცნიერებმა ამ ვირუსზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება ორგანიზმში კორონავირუსული შეტევისას - როგორ ვითარდება ინფექცია, რა არ იციან მეცნიერებმა ამ ვირუსზე

შემცველი წვეთები შეიძლება ორგანიზმში მოხვდნენ ცხვირის, პირის ან თვალების საშუალებით. წვეთები ასევე ილექება ზედაპირებზე, რომელიდანაც ასევე შესაძლებელია დასნებოვნება.

ვირუსის ნაწილაკების ცხვირში მოხვედრისას, ლორწოსთან ერთად ისინი ადვილად გადალახავენ ცხვირის სავალ გზებს და აღმოჩნდებიან ხახის უკანა ზედაპირზე. იქ უმაგრდებიან გარკვეული რეცეპტორების უჯრედების ზედაპირს, რის შედეგადაც იწყება ინფიცირება.

ვირუსის ნაწილაკების ზედაპირი, დაფარულია ცილოვანი სტრუქტურებით, რომლები აღწევენ უჯრედის მემბრანაში. ვირუსის გენეტიკური მასალა გამოდის დამპყრობელის როლში და უჯრედის მთელ მეტაბოლიზმს იმორჩილებს.

რატომ ვითარდება სუნთქვის პრობლემები?

ვირუსის ასლების გამრავლების შემდეგ გამოდიან დაინფიცირებული უჯრედებიდან და აღწევენ მეზობელ უჯრედებში. ვლინდება სიმპტომები - ყელის ტკივილი, მშრალი ხველა. ამის შემდეგ ვირუსი თანდათანობით მიიწევს ქვევით, ბრონქებისაკენ. ფილტვამდე მიღწევის შემდეგ ვითარდება ანთება, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ალვეოლები-ბუშტუკოვანი სტრუქტურები, სადაც მიმდინარეობს აირების ცვლა ატმოსფერულ ჰაერსა და სისხლს შორის. ალვეოლებს მთელი ძალით უწევთ მუშაობა, რათა მოახდინონ სხეულში მოცირკულირე სისხლის ჟანგბადით გაჯერება და ნახშირორჟანგისგან გასუფთავება.

ფილტვის ქსოვილი ვირუსული დაზიანების შედეგად, უფრო მგრძნობიარე ხდება ბაქტერიების მიმართ. ვითარდება ანთება და შეშუპება. ალვეოლები ივსება სითხით, ჩირქით და მკვდარი უჯრედებით. სწრაფად პროგრესირებს ვირუსულ-ბაქტერიული პნევმონია (ფილტვების ანთება). ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს უმძიმესი გართულება- მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, რომლის დროსაც ფილტვებში საერთოდ აღარ ხდება სისხლის ჟანგბადით გაჯერება, მათში გროვდება დიდი რაოდენობით სითხე და პაციენტის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმზე გადაყვანა ხდება საჭირო. მოვლენების ამგვარი განვითარების მიზეზი არის ე.წ. "ციტოკინური შტორმი"- იმუნური სისტემის ჰიპერაქტივობის გამო, რომელიც ცდილობს ფილტვებში ანთების კერის ჩაქრობას, ხდება გარკვეული ცილების, ციტოკინების ძლიერი, უკონტროლო გამოსროლა, რომლებიც ააქტიურებენ კერაში იმუნურ უჯრედებს. ეს უკანასკნელები თავის მხრივ, გამოისვრიან ციტოკინების ახალ ულუფას და ა.შ. შედეგად იქმნება მანკიერი წრე, რაც იწვევს ფილტვის არა მარტო დაზიანებული, არამედ ჯანსაღი ქსოვილების რღვევას.

ამას გარდა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ფილტვებში გავრცელებისას, ვირუსი საკმაოდ არასტანდარტულ ტრაექტორიას ირჩევს. კერძოდ, ვირუსის შეჭრა იწყება ორივე ფილტვის პერიფერიაზე და ცენტრალურ მიდამომდე მიღწევისათვის გარკვეული დროა საჭირო. ალბათ ამ მიზეზით, უჰანში, დაავადების ძალიან ბევრ შემთხვევაში ვერ მოხერხდა დიაგნოსტირება. ბევრ, სიმპტომებიან ადამიანს აბრუნებდნენ სახლში, მკურნალობის გარეშე, რაც გახდა ინფექციის ფართოდ გავრცელების მიზეზი.

რას აზიანებს კორონავირუსი ორგანიზმში ფილტვების გარდა?

ვირუსის ნაწილაკები აზიანებენ მრავალი ორგანოს, პირველ რიგში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსს. სწორედ ამიტომ, პაციენტების ნაწილს, ინფექციის სიმპტომები უვლინდება არა ხველების, პნევმონიის, არამედ დიარეისა და მუცლის არეში ტკივილის სახით. კორონავირუსის რნმ- გამოყოფილი იქნა პაციენტის ფეკალური მასებიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია შეიძლება თუ არა ვირუსის ორალურ-ფეკალური გზით გადაცემა. ვირუსული რნმ ასევე აღმოაჩინეს პაციენტების სისხლში. ორგანიზმში მოხვედრისას ვირუსი აზიანებს ყველა მის ძირითად ორგანოს: ღვიძლს, გულს, თირკმელებს, ძვლის ტვინს და სისხლძარღვებს.

ამას გარდა თუ იმუნური სისტემა, ინფექციის დასათრგუნად, იმუშავებს ზღვრული სიმძლავრით, ძლიერი ანთებითი რეაქციის შედეგად, ორგანოები შეიძლება გაითიშონ. შედეგად ზოგიერთ პაციენტებში ვირუსით ორგანიზმზე მიყენებულ ზარალს ემატება საკუთარი იმუნური სისტემით მიყენებული ზიანი, რაც ფატალური შედეგის მომტანია.

ჯერ არ არის ცნობილი როგორ მოქმედებს ინფექცია თავის ტვინზე, თუმცა გარკვეული რისკების გათვალისწინება აუცილებელია.

რატომ მიმდინარეობს დაავადება სხვადასხვა ადამიანებში განსხვავებულად?

ადამიანების დაახლოებით 80%-ში  კორონავირუსი შედარებით მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. 20% უფრო მძიმედ გადააქვთ, ხოლო 3-4%-თვის დაავადება მომაკვდინებელი აღმოჩნდა.

ამასთან, COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანის აუცილებლობა აღინიშნება ყველა ასკობრივი ჯგუფის პაციენტებში, მათ შორის ახალგაზრდა, ჯანრმთელ პირებშიც. სხვა საქმეა, რომ ამ პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ქრონიკული დაავადებების მქონე, ხანდაზმულ, დასუსტებულ პაციენტებს.

რა არ იციან მეცნიერებმა COVID-19-ზე?

ძალიან ბევრი რამ, მართალია დაავადება ატიპური პნევმონიის მსგავსია მრავალი ასპექტით, ასევე გააჩნია გრიპისა და ჩვეულებრივი პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც, სპეციალისტებმა მაინც ვერ დაადგინეს სხვადასხვა პაციენტებში რატომ მიდის დაავადება განსხვავებულად.