"ჩვენ არ ვართ გმირები - ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ" - როგორ მუშაობენ მედიკოსები COVID-19-ის პანდემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ჩვენ არ ვართ გმირები - ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ" - როგორ მუშაობენ მედიკოსები COVID-19-ის პანდემიის დროს

მათ პრაქტიკულად არ სძინავთ, მუხლჩაუხრელად მუშაობენ ზეგანაკვეთურად, რათა უმკურნალონ COVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს. მათ საპირფარეშოში შესვლისა და საკვების მიღების დროც კი არ აქვთ. მედიკოსების დასნებოვნების შემთხვევებიც ხშირია. დამცავი აღჭურვილობის ტარების შედეგად, მათი სახეები დაჟეჟილობებითა და სილურჯეებითაა დაფარული. სოციალური ქსელები სავსეა ექიმების ამგვარი ფოტოებით. ისინი ფიზიკური გამოფიტვის ზღვარზე არიან. 10-13 საათიანი სამუშაო დღის მანძილზე, თავდაცვის საშუალებები მათ სხეულს ტკივილს აყენებს, ხალათებში ცხელა. დამცავი აღჭურვილობის ჩაცმის შემდეგ, ექვსი საათის განმავლობაში ტუალეტში გასვლა და წყლის დალევაც კი არ შეუძლიათ.

მიუხედავად ფსიქოლოგიური, ფიზიკური, ემოციური და სულიერი დაღლილობისა, ექიმები რამდენიმე კვირაა თავდაუზოგავად მუშაობენ და, როგორც ყოველთვის,  ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას.

უჰანში მედიკოსებს პამპერსებში უხდებოდათ მუშაობა, ხოლო ექთნებს თავის გადაპარსვა სთხოვეს, რადგანაც თმა ინფექციის წყარო შეიძლებოდა გამხდარიყო.

ვიდრე ჩინეთში დაავადებულთა რაოდენობა მცირდება და ცხოვრება ჩვეულ რითმში ბრუნდება, ა.შ.შ. რეკორდსმენი ხდება კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით.

ექიმები და ექთნები შესაბამისი აღჭურვილუობის უკმარისობას უჩივიან, რის გამოც სულ უფრო მეტი მედიკოსი დასნებოვნდა. მაგალითად ესპანეთში დაახლოებით 9 400 მედიკოსია დასნებოვნებული. პირველ ხანებში მათ ყოველგვარი დაცვის გარეშე უხდებოდათ ინფიცირებულთან კონტაქტი. როგორც ერთ-ერთი ესპანელი მედიკოსი, სანჩეს ვასკო აცხადებს: "ბევრი ჩვენგანი ცრემლებს ვეღარ ვიკავებთ, ერთმანეთს ვუდგავართ მხარში იქ, სადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ არ ვართ გმირები, ჩვენ იმ სექტორის მუშაკები ვართ, რომელიც მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, როცა ეს ბრძოლა დასრულდება, დაგვჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, რადგანაც ეს მდგომარეობა აუცილებლად სამუდამოდ შეგვცვლის"

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანები გამოდიან აივნებზე და მედიკოსების მხარდასაჭერად, აპლოდისმენტებს არ იშურებენ. ექიმები კი მხოლოდ სახლში დარჩენას გვთხოვენ.

ჩვენ ხელშია პანდემიის შეჩერება. მოვლენების განვითარება დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ამიტომ დარჩით სახლში!!!