მარინა ეზუგბაია - 26 თებერვლიდან დღემდე გვყავს 115 დადასტურებული შემთხვევა, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის
თუ ვინმეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ის მაჩვენებელი, რაც პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდეა დაფიქსირებული, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის საოცნებო იქნებოდა.
"კრიტერიუმები კარგად ტარდება. შეხედეთ მსოფლიოში რა ხდება. საქართველოში დაავადების კონტროლირებადი და ზომიერი მატებაა. 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა დაფიქსირებული და 26 თებერვლიდან დღემდე გვყავს 115 დადასტურებული შემთხვევა. ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად და თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები",-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ასევე წაიკითხეთ: