5 ჩვევა, რომელთა წყალობითაც კორონავირუსით დასნებოვნების რისკი მატულობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 ჩვევა, რომელთა წყალობითაც კორონავირუსით დასნებოვნების რისკი მატულობს

1. მუდამ გახსოვდეთ ჰიგიენა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუდმივად გვახსენებს ხელის დაბანისა და ანტიბაქტერიული საშუალებებით მათი დამუშავების აუცილებლობაზე. ეს რეკომენდაცია პირველ ადგილზეა კორონავირუსის პროფილაქტიკის ღონისძიებების ნუსხაში. მაგრამ ბევრი არასერიოზულად ეკიდება ამ რჩევას: არ იბანენ ხელს ქუჩიდან შემოსვლის ან საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ და ეხებიან სახეს.

კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა და ლორწოვან გარსზე მოხვედრისას, დასნებოვნების რისკი იზრდება.

უმჯობესია თან ვიქონიოთ ანტისეპტიკი ან სველი ანტიბაქტერიული ხელსახოცი, ხელების დასამუშავებლად.

არ დაგავიწყდეთ სმარტფონის დეზინფიცირება. მას მუდმივად ვეხებით: სახლში, ლიფტში, მაღაზიაში, ტრანსპორტში. გაჯეტზე გროვდება ათასობით მავნე მიკრობი, ამიტომ დაბანილი ხელებიც კი არ გვიშველის ტელეფონდამოკიდებული დაავადებებისაგან, თუ სწორად არ დავამუშავებთ მოწყობილობას.

2. ნუ იკვნიტავთ ფრჩხილებს.

ამ მავნე ჩვევამ შესაძლებელია უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ვირუსი შეიძლება დაილექოს ზედაპირებზე და მასზე 3 დღის განმავლობაში ცოცხლობდეს. ამიტომ კარის სახელურების, კლავიატურის ან ნებისმიერი სხვა საგნის შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელები და ამის შემდეგ შეეხეთ სახეს.

ფრჩხილების კვნეტა საშიშია არა მარტო კორონავირუსის გამო. ამ ჩვევით ფუჭდება ფრჩხილის ფორმა, უარესდება კბილის მინანქრისა და ღრძილების მდგომარეობა, შესაძლებელია გახდეს კვებისმიერი მოშლილობის მიზეზი, რადგანაც ფრჩხილებში გროვდება ბევრი საშიში მიკრობი.

3. უარი თქვით თამბაქოსა და ალკოჰოლზე.

მწეველებში დაავადება უფრო მწვავე ფორმით მიმდინარეობს და გართულებების რისკიც მაღალია.

4. ნუ ჩავიძირებით ნეგატივში.

გაღვიძებისას ვამოწმებთ სმარტფონში ახალ ამბებს, საუზმისას, ვკითხულობთ ახალ ამბებს, დღის განმავლობაში რამოდენმეჯერ ვათვალიერებთ სოციალურ ქსელებს. ტვინი ისეა მოწყობილი, რომ უარყოფით ინფორმაციას პოზიტიურზე მწვავედ აღიქვამს. აქედან მოდის შფოთვა და პანიკა.

უარყოფითი ამბები, სტრესი, შფოთვა აქვეითებს ჩვენს იმუნიტეტს, რის შედეგადაც ორგანიზმი უფრო რთულად ეწინააღმდეგება ვირუსებსა და სხვადასხვა ანთებით პროცესებს.

ფსიქოლოგები ახალი ამბების გაცნობას დღეში მხოლოდ 2-ჯერ გვირჩევენ. ამის გაკეთება არ არის საჭირო დილიდან ან ძილის წინ. ტვინს ჯერ გაღვიძება და ჩართვა სჭირდება, შემდგომ კი მოდუნება. ამიტომ უმჯობესია დადებითი განწყობა: კარგი წიგნის წაკითხვა, სასიამოვნო ფილმის ყურება, ახლობელთან საუბარი.

5. ძილის ნაკლებობა და მავნე საკვები იმუნიტეტს ასუსტებს. კარანტინი არ არის რეჟიმის დარღვევის საფუძველი.

დაიცავით ჯანსაღი დღის რეჟიმი, ისაუზმეთ, ისადილეთ და ივახშმეთ დროულად.

თვითიზოლაციისას შესაძლებელია სრულად გადავხედოთ ჩვენს მავნე ჩვევებს. კარანტინი მალე დასრულდება, ჯანმრთელობა კი დიდ ხანს დაგვჭირდება.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა

ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს