რა არის სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დამარცხების საიდუმლო - რას ჰყვება სეულში მყოფი ქართველი სტუდენტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დამარცხების საიდუმლო - რას ჰყვება სეულში მყოფი ქართველი სტუდენტი

დღეს ინფექციასთან წარმატებული ბრძოლის მაგალითს წარმოადგენს. ქვეყანამ, ჩინეთში გატარებული დრაკონული მეთოდების გამოყენების გარეშე, პრაქტიკულად შეაჩერა ეპიდემია.

სამხრეთ კორეაში დღეს არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს სტუდენტი, სალომე გიუნაშვილი სეულიდან.

რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში?

ამჟამინდელი მდგომარეობით სამხრეთ კორეაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9200 პაციენტს აღემატება, თუმცა ყოველდღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამხრეთ კორეაში 20 იანვარს აეროპორტში გამოვლინდა, თუმცა ვირუსის ფართო გავრცელება ქვეყანაში 31-ე პაციენტთანაა დაკავშირებული, რის შედეგადაც 20 თებერვლის შემდეგ ქალაქ დეგუში და შესაბამისად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რამდენიმე ქალაქში, კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. უკანასკნელი ინფორმაციით აღნიშნულ რეგიონში უკვე დასრულებულია ყველა დადგენილი კლასტერის კვლევა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილში გამოვლენილ შემთხვევებზეც შესაბამისად ხდება რეაგირება.

ზოგადი რეკომენდაცია სოციალურ დისტანცირებასა და ჰიგიენის ნორმების დაცვაზე თავდაპირველადვე იქნა გაცემული. ამასთანავე, მოსახლეობას ყოველდღიურად მოგვეწოდება ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით, კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე. შექმნილია მობილური აპლიკაციები და რუკები, სადაც ასევე მუდმივად ხდება ინფორმაციის განახლება ახალ შემთხვევებზე და დაინფიცირებულთა გადაადგილების მარშრუტზე, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას თავი აარიდონ იმავე ადგილებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტს.

mkurnali.ge

როგორ მიდის სასწავლო პროცესი

სასწავლო პროცესი ქვეყანაში 16 მარტს განახლდა და ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. თავდაპირველად, რეგულაცია ორ კვირიან ონლაინ სწავლებას ითვალისწინებდა, თუმცა საფრთხის თავიდან ასარიდებლად, კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა და ამჟამინდელი ინფორმაციით, 10 აპრილამდე უნივერსიტეტები ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ სასწავლო პროცესს.

გრძელდება თუ არა კარანტინი და რას მოიცავს იგი

კორონავირუსის გავრცელების რისკის გაჩენისთანავე, სამხრეთ კორეის მთავრობამ შეაჩერა სასწავლო დაწესებულებების ფუნქციონირება, აიკრძალა მასშტაბური შეკრებები, ასევე გაუქმდა დაგეგმილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები და აქტიურად დაიწყო სოციალური დისტანცირების კამპანიის მხარდაჭერა. თუმცა კარანტინი და სავალდებულო 14 დღიანი თვითიზოლაცია დღემდე მხოლოდ მოგზაურობის ისტორიის მქონდე და დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფ პირებს ეხებათ.

განსხვავებით უამრავი სხვა სახელმწიფოსგან, სამხრეთ კორეაში ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ მომხდარა მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. სტანდარტულად ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ქალაქთშორისი სატრანსპორტო კომუნიკაციები. ავტობუსებში და მეტროსადგურებზე, ისევე როგორც ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში შესვლისთანავე მარტივად დაინახავთ ხელის სადეზინფექციო ხსნარს და ამასთანავე, მოსახლეობა მასობრივად იყენებს პირბადეებს ქუჩაში გადაადგილებისას. დამსაქმებლებისა და კერძო ბიზნესისადმი სტანდარტული რეკომენდაციებია გაცემული, თუმცა ძირითად შემთხვევებში, ეს არ ატარებს სავალდებულო ხასიათს. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, მაღაზიები და ზოგადად მომსახურების სფერო, შესაბამისი ნორმების დაცვით, ჩვეულებრივ ფუნქციონირებს.

როგორია სამედიცინო კონტროლი კორონავირუსზე

კორონავირუსთან ბრძოლის გზად სამხრეთ კორეამ სწრაფი და მასობრივი ტესტირების გზა აირჩია. უკვე 7 თებერვლისთვის ქვეყანაში 50 სამედიცინო ცენტრის აღჭურვა მოხდა, სადაც სწრაფი ტესტების საშუალებით, კორონავირუსის დადგენა იყო შესაძლებელი. ყოველი ახალი შემთხვევის გამოვლენისას, აქტიურად ხდება ინფიცირებულთან სავარაუდო კონტაქტში მყოფი ყველა პირის ტესტირება. ამასთანავე, სამხრეთ კორეამ ერთ-ერთმა პირველმა შესთავაზა მოქალაქეებს საკუთარი ავტომობილიდან გადმოუსვლელად (დრივე-ტჰროუგჰ) ტესტირება, რათა თავიდან აერიდებინა საავადმყოფოებში ვირუსის გავრცელების სავარაუდო საფრთხე. განსაკუთრებულადაა კონტროლი გამკაცრებული აეროპორტშიც.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა

ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს