თუ მაქვს ტემპერატურა 37 გრადუსი და ყელში მოჭერის შეგრძნება, შეიძლება კორონავირუსული ინფექცია მქონდეს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ მაქვს ტემპერატურა 37 გრადუსი და ყელში მოჭერის შეგრძნება, შეიძლება კორონავირუსული ინფექცია მქონდეს?

საზოგადოებაში სამედიცინო კუთხით გამოკვეთილი ზოგადი პრობლემების შესახებ. მას შემდეგ, რაც პანდემია გამოცხადდა და კორონავირუსის შიშმა ადამიანები პანიკაში ჩააგდო, ძალიან ბევრი გვთხოვს განმარტებას ერთსა და იმავე მდგომარეობაზე: "ვიზომავ ყოველდღე ტემპერატურას და მაქვს 37-37,2 გრადუსის ფარგლებში, ამასთან ერთად ყელის არეში მაქვს მოჭერის შეგრძნება, თითქოს ყელი მტკივა, ზოგჯერ მშრალადაც მახველებს. სხვა არაფერი მაწუხებს".

ზოგიერთს ამ სიმპტომებთან ერთად აქვს აჩქარებული გულისცემა, მცირედ მომატებული არტერიული წნევა. ყველა სვამს კითვას - ხომ არ მექნება კორონავირუსი? მივიდე თუ არა ექიმთან? გავიკეთო თუ არა ტესტი და ა.შ.

შეკითხვას პასუხობს "მკურნალის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:

გვინდა ყველასთვის გავაკეთოთ განმარტება:

მეგობრებო, საქართველოში არ არის ისეთი ეპიდსიტუაცია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება აღმოაჩნდეს კორონავირუსი. ეს ვირუსი, როგორც ვიცით, არის ახალი, შემოტანილია უცხოეთიდან და ჩვენში ჯერჯერობით არ გავრცელებულა ისე, რომ არ ვიცოდეთ, ვინ საიდან დასნებოვნდა. ანუ ყველა დაავადებულის ინფიცირების წყარო არის ან უცხოეთში ვიზიტი, ან უცხოეთიდან ჩამოსულ ადამინებთან კონტაქტი. თუკი თქვენ არ გქონიათ ასეთ ადამიანებთან კონტაქტი, თუ ზიხართ სახლში და არ გაქვთ შემთხვევითი კონტაქტები, შეუძლებელია, რომ თქვენი სიმპტომების მიზეზი იყოს კორონავირუსი.

გირჩევთ დამშვიდდეთ, მიიღოთ მსუბუქი დამამშვიდებელი საშუალებები,  მიიღოთ თბილი სითხეები, გააცნობიეროთ, რომ ეს ვირუსი არ არის განაჩენი და რომც მოვიდეს თქვენამდე, საქართველოში დღეისთვის დაფიქსირებული ყველა პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის მძიმე შემთხვევებშიც კი, ჩვენი ექიმების წყალობით, გაუმჯობესებისკენ მიდის.

ვიფრთხილოთ, მაგრამ ნუ ვიქნებით პანიკაში! - ეს ჩვენს ჯანმრთელობას მხოლოდ ზიანს მოუტანს! ექიმებთან არასწორი და ცრუ განგაშით მიმართვიანობის ზრდა კი დიდ პრობლემებს შეუქმნის ჯანდაცვის სისტემას.

ექიმს მიმართეთ იმ შემთხვევაში: თუ გქონდათ ურთიერთობა რისკ-ჯგუფში მყოფ ადამიანებთან. თუ ტემპერატურა 37,5-ზე მაღალი გიგრძელდებათ 3 დღეზე მეტ ხანს. თუ გაქვთ მშრალი შემტევი ხასიათის ხველა და გიჭირთ სუნთქვა.

დიახ, ზოგიერთ დიაგნოსტირებულ ადამიანს აქვს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა და მათაც აქვთ დაბალი ტემპერატურა, მაგრამ ისინი, თქვენგან განსხვავებით, იყვნენ ეპიდაფეთქების კერებში ან ამ კერებიდან დაბრუნებულ ადამიანებთნ ჰქონდათ კონტაქტი.

თუ ჩვენთანაც გამოცხადდება გაურკვეველი კერიდან ინფიცირების შემთხვევები, მერე კიდევ შეიძლება მსგავსი ეჭვი გაგვიჩნდეს, მაგრამ მაშინაც ისტერიკა და განგაში მხოლოდ გააფუჭებს საქმეს!

ისე ნუ გავიგებთ, რომ სხვა მიზეზი არ შეიძლება იწვევდეს სუბფებრილურ ტემპერატურას და ზოგადად ამ სიმპტომს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ - ჩვენ ამ შემთხვევაში ვირუსისადმი პანიკურ შიშზე გესუბრებით, რომელიც უსაფუძვლოა.

ვიყოთ მშვიდად! შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია! ყველაფერი კარგად იქნება, მეგობრებო! ძალიან მალე გაივლის ეს საშიშროება და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით.

მკურნალი.გე გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

ასევე წაიკითხეთ

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ გადავურჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობ

როგორ უნდა დალაგდეს სახლი კორონავირუსის პანდემიის დროს

"მკურნალის" ვიდეოინსტრუქცია კორონავირუსის შესახებ: სიმპტომები, როგორ დავიცვათ თავი