შეიქმნა თუ არა კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში და დაგვეხმარება თუ არა ინფექციასთან ბრძოლაში ცხელი წყალი - 5 მითი კორონავირუსზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიქმნა თუ არა კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში და დაგვეხმარება თუ არა ინფექციასთან ბრძოლაში ცხელი წყალი - 5 მითი კორონავირუსზე

ვრცელდება მითები და ჭორები, რომელთაგან ზოგიერთი იმდენად დამაჯერებელია, რომ შესაძლებელია მართალიც კი გვეგონოს.

მითი 1. ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა

ვირუსის ხელოვნურად შექმნის თეორია ერთერთი პირველი იყო, რომელიც მთელ მსოგფლიოში აქტიურად გავრცელდა. მიიჩნეოდა, რომ ვირუსმა "გაჟონა" უჰანის ინსტიტუტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან.

სინამდვილეში - მეცნიერები ამ მოსაზრებას აქტიურად უარყოფენ და განმარტავენ, რომ SARS-CoV-2 საშიში მიკრობიოლოგიური იარაღისთვის არასაკმარისი თვისებებით ხასიათდება.

მეცნიერების საერთაშორისო გუნდმა შეისწავლა რა SARS-CoV-2-ის შენება, დაასკვნა, რომ ვირუსი მეცნიერების მიერ არაა შექმნილი და ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის უნარი შეიძინა ბუნებრივი გადარჩევის პროცესში.

მითი 2. ეპიდემიის მიზეზი უჰანში 5G-კავშირია

2020 წლის იანვრის ბოლოში, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის ავტორი ამტკიცებდა, რომ ჩინეთის ქალაქ უჰანში ინფექციის ასეთი სწრაფი გავრცელება განაპირობა 2019 წლის აგვისტოში გაშვებულმა 5G ქსელმა. პოსტის ავტორის აზრით, ამან სერიოზულად დააქვეითა ქალაქის მცხოვრებლების იმუნიტეტი, რის შედეგადაც უფრო მგრძნობიარე გახდნენ ახალი კონორავირუსის მიმართ.

სინამდვილეში - ჩინეთში 5G -ქსელი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ქსელია. მეცნიერებს არ გააჩნიათ მონაცემები იმის შესახებ, რომ 5G კავშირი შეიძლება ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იყო და აქვეითებდეს იმუნიტეტს. ამდენად ახალი ტექნოლოგიის დადანაშაულება ვირუსის სწრაფ გავრცელებაში უაზრობაა.

მითი 3. ახალი კორონავრუსი იგივეა რაც გრიპი

კორონვირუსის შესახებ გამართულ მრავალრიცხოვანი დისკუსიების პოპულარული არგუმენტი ასეთია: პანიკა უსაფუძვლოა, რადგანაც ეს ჩვეულებრივი გრიპია, რომლითაც ყოველწლიურად უამრავ ადამიანი ავადობს.

სინამდვილეში - პანიკა ცხადია საჭირო არ არის, თუმცა ამ დაავადებების არევა საჭირო არაა. სეზონური გრიპი და ჩOVID-19 სხვადასხვა ოჯახის ვირუსებისაგან გამოწვეული დაავადებებია, რომლებიც სტრუქტურულადაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

ახალი კონორავირუსი 20 ჯერ უფრო მაღალი ლეტალობით ხასიათდება, ვიდრე სეზონური გრიპი (შAღშ-ჩოV-2 ლეტალობა ფასდება 2%-ით) და 2-ჯერ უფრო გადამდებია.

მითი 4. ბავშვები კორონავირუსით არ ავადობენ

სინამდვილეში - COVID-19-ზე დღეისათვის არსებული სტატისტიკის თანახმად, ავადობენ ყველა ასაკის ადამიანები, თუმცა ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმული და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის.

ჯერჯერობით, საბედნიეროდ 10 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა მსოფლიოში დაფიქსირებული არ არის. ამასთან ბავშვებში ავადობა არ აღემატება1%.

ბავშვების უმრავლესობას დაავადება მსუბუქ ფორმებში, გართულებების გარეშე გადააქვთ, თუმცა მათ შეუძლიათ სხვების დასნებოვნება.

მითი 5. ცხელი წყალი ინფექციასთან გამკლავებაში დაგვეხმარება

სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ კონორავირუსისგან დაგვიცავს ცხელი წყალი, რომელიც ყოველ 15 წუთში უნდა მივიღოთ. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვირუსის პირში მოხვედრის შემთხვევაშიდაც კი სასმელი წყალი ან სხვა სითხე ჩარეცხავს მას კუჭში, სადაც მჟავე გარემო კლავს ყველა ვირუსს.

სინამდვილეში - ცხელი წყლის (ისევე როგორც ნებისმიერი ტემპერატურის წყლის) ხშირი დალევა არ იცავს ვირუსისაგან და მისი კუჭში ამგვარად ჩარეცხვაც, შემდგომი განადგურებით შეუძლებელია. თბილი სასმელი (ზოგადად სითხეების მიღება) სასარგებლოა მწვევე რესპირატორული ვირუსული ინფექციებისას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტები დამატებით აღნიშნავენ, რომ ცხელი წყლის აბაზანა არ აგვაცილებს თავიდან დაავადებას, ხოლო ზედმეტად ცხელმა წყალმა კი შეიძლება ჯანმრთელობას ზიანი მოუტანოს.

დასნებოვნების რისკის და ინფექციის გავრცელების შესამცირებლად, საჭიროა ხელების რეგულარული დაბანა ან ხელების დამუშავება სპირტის არა ნაკლებ 60% შემცველობის ხსნარით, არ შევეხოთ სახეს, პირსა და თვალებს, მოვერიდოთ საზოგადოებრივ ადგილებს და დავიცვათ ადმიანებს შორის 2 მეტრი დისტანცია.

ასევე წაიკითხეთ:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა

ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს