სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ პანიკა სრულიად ზედმეტია, იმ ადამიანების უმეტესობა, ვისაც კორონავირუსი აქვს, მას უსიმპტომოდ გადაიტანს - რას ამბობს ისრაელის წამყვანი ვირუსოლოგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიფრთხილე საჭიროა, მაგრამ პანიკა სრულიად ზედმეტია, იმ ადამიანების უმეტესობა, ვისაც კორონავირუსი აქვს, მას უსიმპტომოდ გადაიტანს - რას ამბობს ისრაელის წამყვანი ვირუსოლოგი

არადა ინფიცირებულების უმეტესობა კორონავირუსს უსიმპტომოდ გადაიტანს" – ამბობს ისრაელის წამყვანი ვირუსოლოგი, პროფესორი ჯიად ბიშარა, რომელსაც ვირუსებთან ბრძოლის 30-წლიანი სტაჟი აქვს.

პროფესორი მსოფლიო ლიდერებს მოსახლეობის დამშვიდებისაკენ მოუწოდებს. "პანიკა სრულიად ზედმეტია. რასაკვირველია, ის ზომები, რომლებიც ჩვენმა (ისრაელის) და სხვა ქვეყნების მთავრობებმა მიიღეს, ძალიან მნიშვნელოვანია და საჭირო, თუმცა ეს ვირუსი ჰაერში არ ცირკულირებს და ჰაერით არ გადადის. იმ ადამიანების უმეტესობა, ვისაც კორონავირუსი აქვს, მას უსიმპტომოდ გადაიტანს. პანიკა აუცილებელი არ არის", – აცხადებს ბიშარა და დასძენს, რომ თავისი 30-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი ეპიდემია უნახავს.

"მე გამოვიარე SARS და MERS კორონავირუსების ეპიდემიები, ებოლა, სპარსეთის ყურის ომების სინდრომი, თუმცა მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსი ყველა მათგანს თავს დაესხმევა და ისინი მოკვდებიან, არადა საქმე არც ისე ცუდადაა. ჩვენ ვიცით, როგორ ვრცელდება ვირუსი, ვიცით რისკ-ჯგუფები, პანიკა საჭირო არ არის. მაგრამ რა ხდება ამ დროს? მედია პანიკაში აგდებს ხალხს, ხალხი პანიკაში აგდებს ლიდერებს. მთელი მსოფლიო ერთგვარ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს", – ამბობს ის.

პროფესორის თქმით, კორონავირუსი არ არის ისეთივე "ჭკვიანი", როგორც გრიპის ვირუსია. "გრიპის ვირუსი ძალიან "ჭკვიანია". იგი გამუდმებით იცვლება, ადაპტირდება, მუტირებს და ვრცელდება ჰაერით. კორონავირუსით ინფიცირება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ინფიცირებული პაციენტის ხველის ან ცემინებისას გამოყოფილი ნაწილაკები თქვენს ხელებზე ან სახეზე მოხვდა, თუ თქვენ არ იცავთ ჰიგიენის ნორმებს და არ იბანთ ხელებს ხშირად. მხოლოდ ამის შედეგად არის ინფიცირება შესაძლებელი".

ბიშარას თქმით, ისრაელში მიღებული მკაცრი ზომები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ არ მოხდეს ერთდროულად ბევრი ადამიანის ინფიცირება და ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა. თუმცა, ეს პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. მისი თქმით, ძალიან ეფექტურია სახლში დარჩენა და თვითიზოლაცია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელმა ჩაკეტა საზღვრები, დახურა სასწავლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და საჯარო თავშეყრის სხვა ადგილები. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

კორონავირუსი - რისი სწავლა შეეძლო დასავლეთს ჩინეთისგან და რა ვერ გაითვალისწინა

ბრიტანელი მედიკოსების განცხადებით კორონავირუსის ერთერთი სიმპტომი შეიძლება აღმოჩნდეს ყნოსვის უეცარი დაკარგვა

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს