პანიკა არყევს ფსიქიკას და იმუნიტეტს! როგორ მოვიქცეთ პანდემიის დროს - რას გვირჩევს ფსიქოლოგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანიკა არყევს ფსიქიკას და იმუნიტეტს! როგორ მოვიქცეთ პანდემიის დროს - რას გვირჩევს ფსიქოლოგი

ხალხი პანიკაში და დეპრესიაშია, შერყეული ფსიქიკა კი იმუნიტეტს კიდევ უფრო მეტად არყევს! შიშს, რომ დიდი თვალები აქვს გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უმუშევრად, უშემოსავლოდ დარჩენილ, სახლებში გამოკეტილ, ვირუსით შეშინებულ ადამიანებს უიმედობის ლოდები აწევთ გულზე, ტელეეკრანებსა და ინტერნეტს მიჯაჭვულებს, მუდმივად ინფორმაციის მოლოდინში მყოფებს სიხარულის განცდის უნარი დაუკარგავთ, გაზაფხულის მზენათელი დღეებიც ვეღარ ახალისებთ; უცებ აგვეკრძალა კოცნა, ჩახუტება, ერთმანეთთან მიახლოვება, ვერიდებით საყვარელ ადამიანებთან მიმოსვლასა და ისედაც ვირტუალური ურთიერთობების სამყაროში სულ უფრო მეტად ვშორდებით ერთმანეთს!

მთავარია, სიყვარული, გაგება, თანაგრძნობა და თანადგომა არ გვეკრძალება მეგობრებო!

გავძლიერდეთ, გავმაგრდეთ და ყველაფერი კარგად იქნება!

კორონავირუსის გარეშეც მოვა გაზაფხული!

კიდევაც ჩავეხუტებით და მივუალერსებთ ერთმანეთს!

პანდემიასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება და რჩევებს გვაძლევს ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" ფსიქოლოგი - ნანა კალანდაძე:

- ქალბატონო ნანა, რას ეტყვით შეშინებულ, სასოწარკვეთილ, უიმედობაში ჩაძირულ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე დღეს ნათელი ფერების დანახვა ძალიან უჭირთ?

- ადამიანს თავისი სიცოცხლის განმავლობაში უამრავი განსაცდელის გადატანა უწევს. ასეთი შეიძლება იყოს ომი, სტიქიური უბედურება (ხანძრები, მიწისძვრა და ა.შ.), ეპიდემიები, განსაკუთრებით, როცა ის ფართო მასშტაბისაა და პანდემიის სახეს იღებს.

ასეთი განსაცდელი ადამიანებში იწვევს ძლიერ ემოციას: დაძაბულობას, შიშს, რაც ძლიერი სტრესია და თუ დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ორგანიზმს.

ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს ორგანიზმზე მოქმედი სასიგნალო ფაქტორები: მოსალოდნელი საშიშროება და საფრთხე, ინფორმაციული გადატვირთვა, დიდი პასუხისმგებლობა (ექიმები, სიტუაციის მართვაში მონაწილე სხვა ადამიანები), დიდი მოცულობის სამუშაოების შესრულება და ა.შ.

ფსიქოლოგიური სტრესის ერთ-ერთი სახეა ემოციური სტრესი. ეპიდემიების დროს ჩნდება მძიმე დაავადების შიში, შფოთვითი დარღვევები, მით უმეტეს, როცა ადამიანები დანუწყვეტლივ იღებენ ინფორმაციას საშიში ვირუსის სწრაფი გავრცელების შესახებ, დაავადებულთა რიცხვის ზრდისა და ყველაზე შემაშფოთებელ ინფორმაციას სიკვდილიანობის შესახებ. ასეთი ცნობები , რა თქმა უნდა, ზრდის დაძაბულობას, შფოთს და იწვევს ტვინში უარყოფითი იმპულსების გადაცემას, რაც ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიური ფაქტორების პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს, ქვეითდება იმუნიტეტი.

დღეს მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშიც შექმნილია სიტუაცია, როცა პანდემიის გამო ქვეყანა საკარანტინო რეჟიმშია და მოსახლეობას უწევს დაემორჩილოს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ მითითებებს, რეკომენდაციებს. უპირველეს ყოვლისა, ზედმიწევნით უნდა დავიცვათ ეს წესები. ეს არის კატეგორიული მოთხოვნა, ეს ხელს შეუწყობს ფსიქოლოგიურად დაძაბულობის შემცირებას. მაქსიმალურად ყველა უნდა შეეცადოს შეინარჩუნოს სიმშვიდე, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ , რომ არ არიან მარტონი ამ სიტუაციაში, ეს არის საერთო პრობლემა და მის დასაძლევად უნდა მოხდეს ადამიანთა გაერთიანება, ეს გულისხმობს, რომ უნდა გვქონდეს ჯანსაღი ადამიანური ურთიერთიობები, ერთმანეთის მოსმენის, გაგების, დადებითი ემოციების გაზიარების უნარი. ძალიან კარგია იუმორით შევხედოთ ყველაფერს, რაც, საბედნიეროდ, შეიმჩნევა სოციალურ ქსელში, ადამიანები ფსიქოლოგიურად ამაგრებენ ერთმანეთს, თანადგომას და თანაგრძნობას უცხადებენ ექიმებს, რომლებიც ადამიანთა ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან და თვითონაც გადაძაბულნი არიან მაღალი პასუხისმგებლობის გამო.

ერთად დგომისა და გაერთიანების სურვილი უნდა იყოს რეალური და არა ფორმალური. ჩვენ მართლა შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება თუ მოვინდომებთ! უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინს მხოლოდ დადებითი იმპულსები უნდა მივაწოდოთ,რომ ყველაფერს დავძლევთ, მოვერევით, არ უნდა შეგვეშინდეს და საპასუხო რეაქციაც იქნება დადებითი, რაც გაზრდის ბრძოლის უნარს, გააძლიერებს ორგანიზმს, რომელიც მტკიცედ შეხვდება და თავიდან აიცილებს ავადმყოფობის ნებისმიერ გამომწვევს.

- მოგეხსენებათ, საერთო პანიკის ფონზე, სხვა მიზეზით ტემპერატურის მომატება, თუნდაც მსუბუქი რესპირაციული სიმპტომების გამოვლენა უკიდურეს პანიკაში აგდებს მოსახლეობას, ყველას კორონავირუსის და რაც მთავარია, მასთან დაკავშირებული სიკვდილის შიში იპყრობს, მეტიც, ზოგს ეჩვენება, რომ ყელი აწუხებს, სუნთქვა უჭირს, საბრალო ხალხი ჰალუცინაციებშია?

- სტრესული სიტუაციები, სამწუხაროდ, უარყოფითად მოქმედებს ფსიქოემოციურ სფეროზე, ეპიდემიების დროს, მით უმეტეს ამ მოცემული, ახალი, უცნობი კორონავირუსის გამო შეიძლება ადგილი ჰქონდეს შფოთვით დარღვევებს, რომლებიც გვხვდება ყველა ასაკში, ყველა პროფესიისა და სოციალური სტატუსის ადამიანებს შორის. ამას დაემთხვა ისიც, რომ ასეთი შფოთვითი დარღვევები იწყება გაზაფხულზე და განსაკუთრებით მწვავდება მარტსა და აპრილში, რისი მიზეზიც არის გაზაფხულზე სეროტონინის, ადრენალინის და სხვა ჰორმონების გააქტიურება. ამ ჰორმონთა თანაფარდობის შეცვალა იწვევს შიშს, აღელვებას, იმპულსურობას ან პასიურობას. ამიტომ ამას ჰალუცინაციებს ვერ მივაწერთ და ეს შფოთვითი განვითარების რისკი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს იმის გამო, რომ ადამიანებს უწევთ შენობებში ყოფნა და თვითიზოლაცია.

საბედნიეროდ, მოსახლეობასთან მუდმივ კავშირში არიან ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები და განუწყვეტლივ იღებენ რეკომენდაციებს. შიში და შფოთი ცუდი მრჩეველია! უნდა დავიცვათ სიმშვიდე, გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, გადავანაცვლოთ ყურადღება და დავკავდეთ სხვადასხვა საქმეებით!

- სამწუხაროდ, ინფორმაციამ დაავადებული არასრულწლოვნების შესახებ და იმ საკითხზე, რომ ბავშვები შესაძლოა ინფექციის გადამტანები იყვნენ, პატარების მასობრივად სახლში გამოკეტვა განაპირობა. ბავშვებს, სამწუხაროდ, სუფთა ჰაერზე აღარ ასეირნებენ, აღარაფერს ვამბობ დაცარიელებულ სკვერებსა და სპორტულ მოედნებზე. რამდენად სწორია ეს და რა შედეგებს გამოიწვევს ეს ბავშვების ჯანმრთელობაზე?

- საშიში ინფექციისაგან, ამ შემთხვევაში კორონავირუსისგან დასაცავად აუცილებელი არის იძულებითი ზომების მიღება, სკოლებისა და საბავშვო ბაღების დროებით დახურვა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ბავშვების გაყვანისაგან თავის შეკავება. იზოლაციის პირობებში მშობლებს მეტი დრო და შესაძლებლობა ეძლევათ ბავშვებთან ურთიერთობისათვის, მათ უნდა მოიფიქრონ სახალისო გასართობები, თამაშები, მაქსიმალურად იმხიარულონ, რათა მეტი დადებითი ემოციები აღძრან ბავშვებში, გამოხატონ მათ მიმართ სიყვარული, ყურადღება, მზრუნველობა, ესაუბრონ მათ სხვადასხვა საკითხებზე, წაუკითხონ წიგნები, თუ აქვთ აივანი, ვერანდა - ეს საუკეთესოა გაზაფხულის თბილ დღებში ბავშვებთან ერთად დროის გასატარებლად, სასურველია მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე, თუმცა შესაბამისი რეკომენდაციების ზუსტი დაცვით.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ემოციები გადადის ბავშვებზე, მშობლებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ მატრავმირებელ მოვლენებზე საუბარმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი ტრავმა მიაყენოს ბავშვს. ბავშვებს სჭირდებათ, რომ მათთან ერთად განიხილონ, (დახატონ ან გაითამაშონ კიდეც) გადატანილი უსიამოვნო მოვლენები.

გახსოვდეთ, ბავშვის რეაქციას და საერთოდ, მის მდგომარეობას უმთავრესად განსაზღვრავს ის, თუ როგორ რეაგირებენ მშობლები გადატანილ ტრავმაზე.

- განსაკუთრებულად მძიმეა კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფთა ფსიქიკური მდგომარეობა, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, რას ურჩევთ მათ, როგორ შეიმსუბუქონ ეს პერიოდი?

- კორონავირუსის გავრცელება არის მსოფლიოს არაერთი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს საერთო გამოწვევა და შფოთვის ხარისხის მატების გამო, რომელიც აუცილებლად ექნებათ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, სასურველია შემდეგი რჩევების გათვალისწინება: კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი არ არიან მარტო, მით უმეტეს დღეს არსებული კომუნიკაციის პირობებში, როცა აქვთ წვდომა სოციალურ ქსელთან, შეუძლიათ იქონიონ სატელეფონო კავშირი ახლობლებთან, აქვთ მუდმივი ინფორმაცია ტელევიზიების საშუალებით, შეუძლიათ წაიკითხონ წიგნები, მოუსმინონ სასურველ მუსიკას და მაქსიმალურად იზრუნონ დადებითი განწყობილების შექმნაზე. დადებითი ემოცია ამაღლებს იმუნიტეტს და განტვირთავს ფსიქიკას.

პანიკა არ არის გამოსავალი, პანიკა ვერ დაგეხმარებათ ვირუსისგან თავდაცვაში. მეტიც, ეს გაგირთულებთ გააზრებული პრევენციული ზომების მიღებას. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დაფიქრება და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა პირადი და გარშემომყოფთა უსაფრთხოების დაცვისათვის, დაავადების გავრცელების რისკის შესამცირებლად და ფსიქოეკოლოგიის დასაცავად. მიიღეთ ინფორმაცია ისეთად, როგორიც არის, ინფორმაციისგან გაქცევა ასევე არ არის გამოსავალი. იყო ინფორმირებული, ნიშნავს მეტ დაცულობას!

- რუსეთში მყოფი ახლობლებისა და მეგობრებისგან ვიცი, რომ იქ ინფორმაციული ვაკუუმის გამო ასეთი პანიკა არ არის, არადა რეალურად ამხელა ქვეყნაში აშკარად ბევრი დაინფიცირებულია, დაუჯერებელი და არარეალურია ის ციფრები, რაც გასაჯაროვებულია, თუმცა, პირდაპირ ვთქვათ, პუტინის რეჟიმი, გარკვეულ ჩარჩოებს უწესებს მედიას და მასობრივი განგაში არიდებულია! მე არ ვამბობ იმას, რომ ეს ასე უნდა იყოს ჩვენთანაც, რომ ეს უკეთესია, მაგრამ, ფაქტია, რომ ჩვენთან მოსახლეობა ძალიან დაითრგუნა, იქნებ რაღაც სხვა ფორმები უნდა იყოს მოძებნილი, მაგალითად, იქნებ არასწორია მუდმივად უტრირება - ველოდებით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას, ველოდებით მასობრივად გავრცელებას და ა. შ. როგორც ფსიქოლოგი, რა კომენტარს გააკეთებდით, როგორია თქვენი პოზიცია?

- საინფორმაციო ვაკუუმში ყოფნა, ზოგადად არის დანაშაული, გაურკვევლობა და გაუცნობიერებელი შიში უფრო დამთრგუნველია, ვიდრე ინფორმირებულობა. მშვიდი, გაწონასწორებული ტონით პროფესონალების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და რეკომენდაციები ზრდის ნდობას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ფიქრობს და გვამზადებს, იმისათვის რომ ადაპტირებული ვიყოთ რეალობასთან და ადეკვატური იყოს ჩვენი რეაქციები.