უმძიმესი გადაწყვეტილებების მიღება უხდებათ იტალიელ ექიმებს - რა ხდება იტალიაში - ქართველი ექიმის მონათხრობი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უმძიმესი გადაწყვეტილებების მიღება უხდებათ იტალიელ ექიმებს - რა ხდება იტალიაში - ქართველი ექიმის მონათხრობი

მერე კი ბერგამოს საავადმყოფოში ჯერ პრაქტიკას გადიოდა, 1 წლის შემდეგ კი დასაქმდა. ოფიციალურად ახლაც მუშაობს, თუმცა, 10 მარტს თბილისში დროებით ჩამოსულს თვითიზოლაციაში მოუწია დარჩენა.

- ბერგამოს "პაპა ჯოვანის" საავადმყოფოში უკვე 3 წელია ვსაქმიანობ. 5 მარტს გავფრინდი საფრანგეთში. მაშინ ბერგამოზე 420-ზე ოდნავ მეტი კორონაინფიცირებული მოდიოდა ახლა კი.... ჩემი გამგზავრებიდან 2 დღეში იტალია ჩაიკეტა.

mkurnali.ge- საფრანგეთში რა მიზნით გაემგზავრეთ?

- თან საქმე მქონდა, თან - ჩემს ძმას ჰქონდა თამაში. ჩემი ძმა სოსო მათიაშვილი საქართველოს ნაკრების მორაგბეა. მაშინ ჯერ ისევ დაშვებული იყო თამაშები, თუმცა კონტაქტი მაინც არ მქონია მასთან, დისტანციურად ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ იტალიიდან საფრანგეთში გაფრენის წინ ჩავაბარე ცხვირ-ხახის ნაცხი კორონავირუსზე და უკვე საფრანგეთში გავიგე რომ ნეგატიური ვიყავი, გამიკვირდა რომ საფრანგეთის აეროპორტში საერთოდ არავის შევუმოწმებივართ, არადა ევროპის ყველაზე ინფიცირებული რეგიონიდან ჩავფრინდით და, ჩემი აზრით, უნდა შევემოწმებინეთ.

რადგან იტალია ჩაიკეტა, 10 მარტს თბილისში ჩამოვფრინდი. აქ აეროპორტში სიცხე გამიზომეს და წავედი თვითიზოლაციაში. 12-ში უკვე საფრანგეთი შევიდა რისკჯგუფებში.

- ალბათ მუდმივ კონტაქტზე ხართ ბერგამოში კოლეგებთან.

- ბერგამოში ძალიან მძიმე სიტუაციაა, ჩემი საავადმყოფო მთლიანად გადავსებულია კოვიდ 19-ით დაავადებული პაციენტებით. რეანიმაციულ განყოფილებაში 80 საწოლია, ამის გარდა სხვადასხვა განყოფილებაში სულ 500 საწოლი იყო , პლუს ამას დერეფნებიც გადაჭედილია. მსუბუქი სიმძიმის ავადმყოფები შინ არიან, საავადმყოფოში კი უმრავლსეობა მძიმეა, ძირითადად ისეთი ვისაც ჟანგბადით სჭირდება დახმარება. ასეთი რამ მითხრეს - ისეთ ადამიანებს, ვინც 80 წლის ზემოთ არის, თუ აპარატზე ერთკვირიანმა შეერთებამ არ უშველა, აპარატიდან ვხსნით, რომ უფრო ახალგაზრდებს დავეხმაროთო. ანუ შესაძლოა, პაციენტი 1 თვე იყოს აპარატზე შეერთებული და მერე გამოვიდეს მდგომარეობიდან, მაგრამ არსებული სიტუაციის გამო, მხოლოდ 1 კვირას აძლევენ იმდენად ბევრი პაციენტი შედის საავადმყოფოში ყოველდღიურად. რთული გადაწყვეტილებების მიღება უხდებათ იტალიელ ექიმებს...

- ალბათ სახელმწიფოსთან შეთანხმებით...

- კი. უბრალოდ, ფიზიკურად აღარ აქვთ რესურსი რომ ამდენ პაციენტს აუვიდნენ. კარდეოქირურგი, ნეიროქირურგი, პლასტიკური ქირურგი, ყველა ჩვეულებრი მკურნალად არის გადაქცეული და მკურნალობს კოვიდ 19-ით ინფიცირებულებს. ძირითადად ახალგაზრდები არიან მიშვებული, იმიტომ რომ მათ შედარებით ადვილად გადააქვთ ეს დაავადება. გვყავდა ძალიან გამოცდილი ანესთეზიოლოგი, მთასავით კაცი, სპორტსმენი, 65 წლის, დაინფიცირებულა, ახლა რეანიმაციაში წევსო. კიდევ 1 ანესთეზიოლოგი უკვე გარდაიცვალა. 70-ს გადაცილებული იყო, პენსიაზე გასული და შექმნილი ვითარების გამო სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, თავისი ქვეყნის მოქალაქეების დასახმარებლად. ძალიან დასტრესილები არიან ჩემი კოლეგები. ვანუგეშე - სამაგალითოები ხართ, მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ, როგორ ებრძვით კოვიდ 19-ს მეთქი. მათ მიპასუხეს, ჩვენ ამ ომში ჯერ-ჯერობით ვმარცხდებით, ამიტომ ჩვენ არა, ჩინეთს და სამხრეთ კორეას შეხედეთო.

ზოგადად ამ კორონას თემაზე ჩემთვის ყველაზე სულისძემძრელი ფოტო ჩინეთშია გადაღებული, რომელშიც დამცავი საშუალებებით აღჭურვილი მედდა ინფიცირებულ ახალშობილს ეფერება.

mkurnali.ge

ბერგამოში კი ჩვენი საავადმყოფოს კედელზე, უზარმაზარი ფოტოა გამოკრული, სადაც მედიცინის მუშაკ ქალბატონს იტალია უჭირავს ხელში. რეალურად იტალიაში მართლა თეთრხალათიანებს უდევთ პულსზე თითი და მაქსიმალურად ჩართული არიან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში პანდემიის წინააღმდეგ.

რაც შეხება საქართელოს, იმედია არსებული სიტუაცია შენარჩუნედბა. ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს ძალიან დაგეგმილად და მომზმადებულად ებრძვის. რასაც ვუყურებ - იტალიის სიტუაცია ვიცი, საფრანგეთისაც, აშშ-სიც, იქ ბევრი მეგობარი-კოლეგა მყავს - ჩვენ ყველაზე მეტად მომზადებულები შევხვდით ამ ინფექციას. მხოლოდ ექიმები კი არა, მესაზღვრეები, პატრულის თანამშრომლები, მოლარეები, კონსულტანტები, ჟურნალისტები, ყველა იმსახურებს ტაშს, ოღონდ ეს ბოლო ტაში არ არის კორონასთან ბრძოლაში. წინ კიდევ დიდი გამოწვევაა.

ეკა სალაღაია

ასევე წაიკითხეთ:

რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?