როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, იმდენად ვირუსის ბრალი არ არის, რამდენადაც შიშის - რას გვიამბობს იტალიაში მცხოვრები ქართველი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, იმდენად ვირუსის ბრალი არ არის, რამდენადაც შიშის - რას გვიამბობს იტალიაში მცხოვრები ქართველი

ემიგრანტს ვაჟა ჩიქობავას, რომელმაც იქაურ ყოფაზე გვიამბო:

- ვცხოვრობთ დაცარიელებულ ქალაქში იმის იმედით, რომ მალე ეს ყველაფერი დამთავრდება და ისევ გაგრძელდება ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით. მე-11 დღეა ასე გრძელდება. რომ ღამდება, გათენებაზე ვფიქრობთ, გათენდება და დაღამებას ველოდებით. მაგრამ არა უშავს, მოვითმენთ იმის იმედით, რომ სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი და ისევ ახმაურდება იტალია ჩვეული იტალიური ხალისით. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, პატივი სცენ ერთმანეთს, კანონის უზენაესობას. საქართველო პატარა ქვეყანაა და არ მინდა ის მოხდეს, რაც აქ ხდება.

- აქ წერენ, რომ იტალიაში ხალხი მაინც დადის გარეთ და ამიტომ ვრცელდება ასე ინტენსიურად ვირუსიო. მართლა ასეა? პროდუქტის დეფიციტი ხომ არ გაქვთ, სხვა რა პრობლემებია?

- პროდუქტი სავსეა. მუშაობს მხოლოდ აფთიაქები და სუპერმარკეტები, ჩვენ სახლში ვართ და ვიცავთ არგაუსვლელობას. მაგრამ ხალხი არაფრად აგდებს მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას და დადიან ქუჩებში, ხვდებიან ერთმანეთს პარკებში, ნიღბების გარეშე და ქმნიან საშიშროებას, რომ გადადონ ერთმანეთს ინფექცია.

- ციფრები, რომლებიც ვრცელდება იტალიაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ, ძალიან შემაშფოთებელია.

- ეს ციფრები სტატისტიკაა და ასახავს არა მხოლოდ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას. წუხელ 32 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით მთელ იტალიაში, სულ კი 800-მდე ადამიანი გარდაიცვალა სხვადასხვა მიზეზით ქვეყანაში. რატომღაც სტატისტიკაში ყველა გარდაცვლილს მიუთითებენ. გამეფებულია შიშის სინდრომი. მოხუცებს იმუნიტეტი აქვთ დასუსტებული. საავადმყოფოები გადავსებულია ავადმყოფებით, მაგრამ არა მხოლოდ ვირუსით დაავადებულებით. და ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობაზე. იმდენად ვირუსის ბრალი არ არის, რამდენადაც შიშის. როგორც ქუხს, ისე არ წვიმს ხოლმე.

- კი გაუხეთქეს ხალხს გული ასეთი სტატისტიკით და თქვენ ამბობთ, რომ მთლად რეალური არ არის ეს ციფრები?

- ზუსტადაც. რაც მე აქ ვარ - არ გამიგია ვინმე ნაცნობისგან ან კიდევ ქართველებისგან (სადაც ისინი მუშაობენ და იცნობენ იტალიელების ოჯახებს), ვინმეს ეთქვას ახლობლის ან  ნათესავის კორონავირუსით გარდაცვალებაზე. საინფორმაციო სამსახურებმა პანიკაში ჩაყარა ხალხი. შეიძლება ვინმე იყოს ვირუსის მატარებელი, მაგრამ სიკვდილიანობა არ არის ისეთი, როგორც ამბობენ.

- ბარიში ბევრი ქართველია. რას ამბობენ ისინი? - ჩვენ ბარიში მცხოვრები ქართველები უფრო იმით ვართ შეწუხებულები, ვრცელდება გაბუქებული და გაზვიადებული ინფორმაციები. ყველა ცდილობს, რომ წაამატოს და გაამწვავოს ხალხის ყოფა და ცხოვრება. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო ცარიელი ქალაქი, დაკეტილი ობიექტები, აეროპრტი, საზღვაო ნავსადგური, სარკინიგზო და სახმელეთო მიმოსვლა. დაკეტილია სავაჭრო და გასართობი ობიექტები, თან ჯარიმებია დაწესებული მიზეზის გარეშე ქუჩებში გადაადგილებისას, რაც ამძაფრებს და აუტანელს ხდის ჩვენს ყოფას. მაგრამ ჩვენ ოპტიმისტები ვართ და დავძლევთ ყველაფერს უფლის წყალობით.

ასევე წაიკითხეთ:

რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?