კორონავირუსის რა ვაქცინებსა და ტესტებს ცდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსის რა ვაქცინებსა და ტესტებს ცდიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

მარტის შუა რიცხვებისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა "ვაქცინა-კანდიდატების" 41 ვარიანტი.

ვაქცინა-კანდიდატების შექმნაზე მუშაობენ მსოფლიოს მსხვილი ფარმაცევტული ჰოლდინგები და ცნობილი ოქსფორდის უნივერსიტეტი ინგლისში, პასტერის ინსტიტუტი საფრანგეთში. მიმდინარე კვირას, ზოგიერთმა მათგანმა გამოაცხადა ადამიანებში კლინიკური გამოცდის დაწყება.

რამოდენიმე დღის წინ ა.შ.შ-ს ზოგიერთ ქალაქში მოხალისეებზე დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევა.

სან-დიეგოში, კომპანია Inovio-ს კვლევით ცენტრის კვლევებს რამოდენიმე თვე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატების შემთხვევაშიც კი, ვაქცინა მასობრივად ხელმისაწვდომი გახდება მომავალი წლის შუა პერიოდში.

აქამდე პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე ტესტირების შესახებ ბოსტონის ორ საავადმყოფოში გამოცხადდა. მასაჩუსეტის ცენტრალური საავადმყოფოს კვლევით პროგრამაში მონაწილებს სამი მოხალისე.

სიეტლის Kaiser Permanente კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ექსპერიმენტული დოზის აცრა გაუკეთეს ოთხ მოხალისეს. ჩინურმა კომპანიამ CanSino Biologics გამოაცხადა, რომ ნებართვა მიიღეს მათი ვაქცინის Ad5-nCoV კლინიკური კვლევების პირველი ფაზისთვის. ვაქცინა შეიცავს ვირუსის გენეტიკური კოდის ფრაგმენტს.

ეპიდემიასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ასპექტია კორონავირუსის ტესტირების მეთოდების ოპტიმიზაცია. ევროპის ზოგიერთი ქვეყანა და ა.შ.შ. წააწყდა ტესტირების ნაკრების დეფიციტს.

ბრიტანეთი პრემიერმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო რომ ბრიტანეთში ვირუსზე ტესტირებას დღეში 25 ათასი ადამიანი გაივლის, მაგრამ ბრიტანეთის თერაპევტების კოლეგიის წარმომადგენელმა მარტინ მარშალმა აღიარა, რომ ბრიტანეთში ჩოვიდ-19-ის ტესტების დეფიციტია.

ნაკრების დეფიციტს უჩივის ევროპის ერთერთი ყველაზე დასნებოვნებული რეგიონი- ჩრდილოეთ იტალია.

ვირუსის ტესტირების ახალი მეთოდებიც მუშავდება. ახალი მეთოდის პირველ წარმატებულ გამოცდაზე საუბრობენ მეცნიერები ისრაელიდან. ეს არის მოლეკულური ტესტირების მეთოდი, რომელსაც რამოდენიმე ნიმუშის ერთდროული დამუშავება შეუძლია.

ევროპასა და ა.შ.შ.-ში რამოდენიმე კომპანიამ გამოუშვა სახლში სწრაფი ტესტირებისათვის ნაკრები, თუმცა ამერიკაში ლიცენზირების პრობლემა შეიქმნა. მოცემული მომენტისთვის არც ერთ ნაკრები არაა ლიცენზირებული ა.შ.შ.ს სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს მიერ.

ბრიტანეთის პრემიერი ასევე დაპირდა საზოგადებას შეესყიდა ტესტები ანტისხეულებზე, რომლებიც გამომუშავდება ორგანიზმში კორონავირუსის საპასუხოდ. ეს ტესტები, ორსულობის ტესტების მსგავსად, შეუძლიათ ადამიანებს თავად გაიკეთონ და გაიგონ უკვე გადატანილი აქვთ თუ არა Covid-19. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც ბევრს ეს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვს და წარმოადგენს ვირუსის გამავრცელებელს.

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება

მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს