როგორ განვასხვაოთ კორონავირუსული ინფექცია გაციებისგან, გრიპისგან და ალერგიისგან
როცა რთულდება ყველა პაციენტის ერთდროული მომსახურება, დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების კიდევ უფრო მეტად ინფორმირებულობას, რათა ყოველმა მსუბუქმა რესპირატორულმა სიმპტომმა ჩვენში პანიკა არ გამოიწვიოს.
COVID-19-ის სიმპტომების შედარება სხვა მსგავს დაავადებებთან - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, CDC, American College of Allergy, Asthma and Immunology, Buisness Insider მონაცემებით:
სიმპტომები | COVID-19 | გაციება | გრიპი | ალერგია |
ცხელება | ხშირად | იშვიათად | ხშირად | ზოგჯერ |
მშრალი ხველა | ხშირად | ზომიერად | ხშირად | ზოგჯერ |
სუნთქვის გაძნელება | ხშირად | არა | არა | ხშირად |
თავის ტკივილი | ზოგჯერ | იშვიათად | ხშირად | ზოგჯერ |
კუნთების ტკივილი | ზოგჯერ | ხშირად | ხშირად | არა |
ყელის ტკივილი | ზოგჯერ | ხშირად | ხშირად | არა |
დაღლილობა | ზოგჯერ | ზოგჯერ | ხშირად | ზოგჯერ |
დიარეა | იშვიათად | არა | ზოგჯერ (ბავშვებში) | არა |
სურდო | იშვიათად | ხშირად | ზოგჯერ | ხშირად |
ცემინება | არა | ხშირად | არა | ხშირად |