როგორ დავეხმაროთ ბავშვებს თვითიზოლაციის და კარანტინის პერიოდში – პედიატრის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს თვითიზოლაციის და კარანტინის პერიოდში – პედიატრის რჩევები

რომ ბავშვების დაინფიცირების რიცხვი დაბალია და მათ ამავდროულად მარტივად გადააქვთ ეს დაავადება. თუმცა ბავშვებისთვის მაინც რთულია ამ ყველაფრის გაანალიზება, იმის გაგება თუ რატომ უნდა იყვნენ სახლში, რატომ უნდა დაიცვან ჰიგიენის მკაცრი ზომები. სწორედ ამიტომ გთავაზობთ "ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სტაციონარული განყოფილების ხელმძღვანელის ნინო ჭითანავას რჩევებს, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ კრიზისულ პერიოდში და როგორ უნდა დავიცვათ თავი COVID-19-ისგან.

როგორ ვრცელდება COVID-19? რას ნიშნავს წვეთოვანი გზით გადადება? ერთ ოთახში მყოფებს ჰაერით არ გადაედებათ?

კორონა ვირუსი წარმოადგენს ვირუსების დიდ ჯგუფს, რომელებმაც შეიძლება გამოიწვიონ დაავადება ცხოველებშიც და ადამიანებშიც. ამ ვირუსით გამოწვეული დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც მსუბუქად - ბანალურიგაციების მსგავსი სიმპტომებით, ასევემძიმედ- რაც ძირითადად ვლინდება სუნთქვის გაძნელებით.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია აგრძელებს კვლევებს COVID-19–ის გადამდებლობის შესწავლსთან დაკავშირებით და პერიოდულად მოწოდებული იქნება დამატებით ახალი ინფორმაცია. ამ ეტაპისთვის გადამდებლობის ძირითად გზად სახელდება წვეთოვანი გზა, ვიდრე ჰაერით გავფრცელება. დაავადებული პირი გამოყოფსვირუსს ხველების, ცემინების დროს, ეს ნაწილაკები ხვდებიან გარშემო საგნებზე და თუ ჯანმრთელი ადამიანი ხელით შეეხება ჯერ ასეთ დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ უკვეამ ხელით თავის სახეს, ცხვირ-პირს ან თვალს, მოხდება მისი დაინფიცირება.

ზოგჯერ დაავდების გადაცემა ხდება დაინფიცირებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს გამოყოფილი ვირუსების სხვა ჯანმრთელი ადამიანის სასუნთქ სისტემაში მოხვედრის შედეგად. ამიტომაც აუცილებელია ადამიანებს შორის მანძილი იყოს არანაკლებ 1 მეტრი, განსაკუთრებით ავადმყოფთან კონტაქტის დროს.იშვიათ შემთხვევაში დაავადების გადადების მიზეზი შეიძლება იყოს ფეკალიებთან შეხებაც;

დადასტურებულია თუ არა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ნაკლებად ავადდებიან ბავშვები?

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით COVID-19-ით ინფიცირების უხშირესი შემთხვევები დადასტურებულია მოზრდილებში, თუმცა დაავადების არსებობა აღწერილია ბვშვებშიც, მათ შორის უპირატესად ჩვილებში.გარდა ამისა ამ ეტაპისთვის მიმდინარე კვლევების საფუძველზე საუბარია იმაზეც, რომ ბავშვებში COVID-19-ით გამოწვეული დაავადება მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუქბუქად, ვიდრე მოზრდილებში და ამიტომაც პედიატრიული პოლპულაცია არ არის წარმოდგენილისტატისიკაში მაღალი პროცენტით.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დღემდე ჩატარებული კვლევებით ვლინდება მოზრდილებიდან ბავშვებზე გადაცემის ფაქტები და არა პირიქით.

როგორ უნდა გავარჩიოთ კორონავირუსი სხვა ვირუსებისა და გრიპისგან?

COVID-19-ით ბავშვების ინფიცირებისას აღწერილია გაციების მსგავსი კლინიკა - სურდო, ხველა, ტემპერატურის მატება, ზოგიერთ ბავშვში ამ ვირუსით ინფიცირების პირველი ნიშნები გამოვლინდა ღებინებით და დიარეით. ამიტომ მხოლოდ სუბიექტური ჩივილებით ძალიან ძნელია მოცემული ვირუსული ინფექციის დადასტურება. აქ მნიშვნელობა აქვს ეპიდანამნეზის გათვალისწინებასდა სპეციფიურ ტესტებს, რომლითაც დადასტურდება ან გამოირიცხება COVID-19;

ტრანსმისიის სისწრაფე ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მოცემულ ორ ვირუსულ დაავადებას შორის. გრიპს COVID-19-თან შედარებით აქვს შედარებითი ხანმოკლე ინკუბაციური პერიოდიდა სერიული ინტერვალი (დრო ძირითადი შემთხვევის სიმპტომების დაწყებიდან შემდეგი შემთხვევის სიმპტომების დაწყებამდე). ანუ ეს ნიშნავს, რომ გრიპი COVID-19-თან შედარებით სწრაფად ვრცელდება.

გადამდებლობის ინდექსი ანუ რამდენი ადამიანის ინფიცირება მოჰყვება ინფიცირების ერთ შემთხვევას, COVID-19-ის შემთხვევაში 2-დან 2,5 -მდე მერყეობს, რაც გრიპთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

გრიპის ვირუსის გადამდებლობა ძირითადად ვლინდება ავადობის პირველ 3-5დღეს და ასევედაავადების ნიშნების გამოვლენამდეც. COVID-19–ის გადამდებლობაცძირითადად ფიქსირდება დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, თუმცა დაავადება შეიძლება გადამდები იყოს სიმპტომების გამოვლენამდე 24-48საათით ადრეც.ამ ეტაპზე აღნიშნული თვისება არ არის მიჩნეული, როგორც დაავდების გავრცელების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

როგორ უნდა გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რომ კორონავირუსი არ შეგვხვდეს?

კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის არ არსებობს რამე დამატებითი და განსხვავებული რეკომენდაციები. ამ ეტაპისთვისკონკრეტული ანტივირუსული პრეპარატიც არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.

კვლევის ფაზაშია შესაძლო ვაქცინადა რამდენიმე სპეციფიკური წამალი, რომელთა შესახებ ინფორმაციასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაწვდის გარკვეული პერიოდულობით და საბოლოო შედეგებიც ცნობილი გახდება რეკომენდაციების სახით;

როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსს? რამდენად რეკომენდებულია კორონავირუსის და ზოგადად ვირუსების დროს ანტიბიოტიკის გამოყენება?

ამ ეტაპზე მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ უვითარდება კლინიკური ნიშნები, როგორიცაა: ხველა, სურდო, ცხელება და არ გრძნობენ თავს ცუდად. პაციენტთადაახლოებით 80%–ში დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად და პაციენტებიგანიკურნებიან დაავადებისგან ყოველგვარი დამატებითი უხეში სამედიცინო ჩარევის გარეშე. ამ შემთხვევაში მიმდინარეობს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა.

ყოველი 6 დაავადებულიდან დაახლოებით ერთს აღენიშნება მძიმე მიმდინარეობა, რაც ძირითად ვლინდება სუნთქვის გაძნელებით, ატიპიური პნევმონიებით, რომელთაც დამატებით სჭირდებათ სამედიცინო მხარდაჭერა.

როგორცცნობილია, ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე და რადგანაც COVID-19 გამოწვეულია ვირუსით, მის სამკურნალოდაც,ისევე როგორც სხვა ვირუსების შემთხვევაში, არ გამოიყენება ანტიბიოტიკი. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები მოქმედებენ მხოლოდ ბაქტერიულ ინფექციებზე და მათი გამოყენება უნდა მოხდეს მკაცრად მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ჩვენების მიხედვით.

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვს მაღალი ცხელებააქვს?

ამ შემთხვევაში რეკომენდაციები იგივეა, რაც სხვა შემთხვევაში. თუმცა ყველას მეტი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ.

ცხელების შემთხვევაში მიეცით პაციენტს ანტიპირეტული საშუალება, რაც გაქვთ პედიატრისგან მოწოდებული, დატვირთეთ სითხეებით, ზედმეტად არ ჩაათბუნოთ.

თუ ცხელება გაგრძელდა რამდენიმე დღე ან უსიცხო პერიოდში პაციენტი მივარდნილი, მოთენთილია, დაურეკეთ პედიატრს და მიიღეთ სატელეფონო კონსულტაცია ან გამოიძახეთ პედიატრი ბინაზე. დაუყოვნებლივ დაგეგმეთ პედიატრის ვიზიტი, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან მიმართეთ კლინიკას, თუ ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება ან ცხელება არ ემორჩილება ანტიპირეტულ დახმარებას;

ამ ეტაპზე მოერიდეთ ბავშვების ზედმეტად მიყვანას კლინიკაში რუტინული კვლევებისთვის და პედიატრთან გეგმიური ვიზიტებისთვის.

თუ პაციენტს ან ოჯახის წვერს ჰქონდა კონტაქტი COVID-19-ით დაავადებულ ან დაავადებაზე საეჭვო პირთან, ან ანამნეზში არის მოგზაურობა საზღვარგარეთ ბოლო 14 დღის მანძილზე, მაშინვე დარეკეთ ცხელ ხაზზე ან გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და აცნობეთ არსებული მდგომარეობა ან დაურეკეთ პირად პედიატრს, რომელიცაგიხსნით მოქმედების გეგმას.

როგორი უნდა იყოს ამ პერიოდში ბავშვების კვება?

კვება, როგორც ყოველთვის უნდა იყოს ჯანსაღი, ბავშვის ასაკის შესაბამისად შერჩეული რაციონით, ნაკლები ნახშირწყლები, ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებული.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს კარანტინის პერიოდში?

ბავშვებს ეს ყველაფერი ისე უნდა მივაწოდოთ, რომ ზედმეტი სტრესი არ მივაყენოთ:

• დაელაპარაკეთ და მიაწოდეთ მათ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მათთვის გასაგებ და აღსაქმელ ენაზე;

• მოისმინეთ რა აზრი აქვთ მათ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით;

• აუხსენით კარანტინის სარგებლიანობა;

• ასწავლეთ ბავშვებს ხელის დაბანის და დეზინფექციის პროცედურები, შეგიძლიათ გამოიყენოთ ონლაინ საჩვენებლი ვერსიებიც; ყოველი პროცედურა ჩაატარეთ ერთადმხიარული განწყობით;

• დაარწმუნეთ ბავშვები, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან;

• შეამცირეთ სოციალური მედიის ჩართულობა ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში;

• ეცადეთ კარანტინის დროს წინასწარ დაგეგმოთ ყოველდღიური რუტინა - გაწერეთ სწავლების გრაფიკი, სახალისო და განსატვირთი აქტივობები;

• თქვენ თვითონ იყავით ბავშვებისთვის მაგალითი - იკვებეთ ჯანსაღად, იყავით ერთად, იძინეთ საკმარისად, ივარჯიშეთ, იკონტაქტეთ ოჯახის წევრებთან;

• მეგობრებთან და ახლობლებთან გქონდეთ ხშირი ონლაინ ან სატელეფონო კომუნიკაცია;

კიდევ ერთხელ დეტალურად გაგვაცანით რეკომენდაციები, რომელიც COVID-19–ისგანდაცვისთვის არის მოწოდებული

რეკომენდაციები შემდეგნაირია:

• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში;მათზე ხელმისაწვდომობის არქონისას გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები;

• მოერიდეთ დაბინძურებული ხელებით სახეზე, თვალზე, პირზე ხშირ შეხებას;

• ცემინების და ხველის დროს აიფარეთ ცხვირზე მოხრილი იდაყვი ან ერთჯერადი ცხვირსახოცი, რამე ქსოვილი დაშემდეგ გადააგდეთ;

• ხშირად ჩაუტარეთ დეზინფექცია იმ საგნებს და ზედაპირებს, რასაც ეხებით, ვინაიდან ცემინების და ხველის დროს, ასევე საუბრისას დაავადებულის ცხვირ-ხახიდან გამოყოფილი ვირუსის შემცველი ნაწილაკები ილექებიან სწორედ ამ ზედაპირებზე და შემდეგ ხელის შეხებით ხვდებიან ჯანმრთელი ადამიანისლორწოვანზე;

• მაქსიმალურად შეამცირეთ ზედმეტი შეხვედრები და ვიზიტები ხალხმრავალ ადგილებში, განსაკუთრებით დაავადებულ პირებთან;

• დაიცავით მინიმუმ1მ მანძილი თქვენსა და სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებთან, რომელთაც აქვთ ხველა, ცემინება და ცხელება;

• მოერიდეთ დაუცველ და მჭიდრო კონტაქტს გარეულ ან/და ფერმის ცხოველებთან;

• მიიღეთ თერმულად კარგად დამუშავებული ხორცის პროდუქტები და კვერცხი;

• ნუ დამალავთ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორიას და საჭიროების შემთხვევაში მოახდინეთ თვითიზოლაცია რეკომენდაციების მკაცრი დაცვით;

გთხოვთ, ყურადღებით მივდიოთ ყოველდღიურ რეკომენდაციებს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, გამოვიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გამარჯვება კაცობრიობის მორიგ ვირუსზეც მალე მიღწევადი გახდება.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190