კორონავირუსი და თვითიზოლაცია - რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ამ რეჟიმის დაცვისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსი და თვითიზოლაცია - რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ამ რეჟიმის დაცვისას

კორონავირუსი პლანეტაზე ისეთი სისწრაფით ვრცელდება, რომ მრავალი წარმატებული და ძლიერი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას გაუჭირდა სიტუაციის კონტროლი. დასნებოვნების მაღალი რისკის ზონებიდან ყველა დაბრუნებულისთვის ოპერატიულად ანალიზის აღება შეუძლებელია, ამიტომ ხელისუფლება პოტნეციურ ვირუსმატარებლებს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს, იმ დაშვებით, რომ ინკუბაციურ პერიოდში (14 დღე) გახდება ცნობილი განგაში ცრუ იყო თუ არა.

როგორ მოვემზადოთ თვითიზოლაციისთვის, რა ვიყიდოთ და მოვიმარაგოთ?

ჩვეულებრივ თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფი ადამიანი გარეთ, მაღაზიაში ვეღარ გავა. ამიტომ ახლობლებსა და მეგობრებს სთხოვეთ მოგაწოდონ პროდუქტები, საყოფაცხოვრებო, პირველადი მოხმარების საგნები და დაგიტოვონ კართან.

ასეთ პირობებში უმჯობესია მოიმარაგოთ ბურღულეული, ლობიო, ზეთი, შაქარი, ანუ ყველა ის პროდუქტი, რაც მალე არ გაფუჭდება.

თუ მუდმივად იღებთ რაიმე პრეპარატს, მოიმარაგეთ იგი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ასევე მოგვიწოდებენ, თვითიზოლაციის რეჟიმის დროს უარი არ ვთქვათ ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა შოკოლადი, ყავა, ნიგოზი, ჩირი. ამით რამდენადმე გავილამაზებთ იძულებით ტუსაღობას.

წითელი ჯვრის ამერიკის განყოფილება გვირჩევს ოჯახის თითოეულ წევრსა და შინაურ ცხოველზე, დღეში 4 ლიტრამდე წყლის მომარაგებას.

მოიმარაგეთ დიდი რაოდენობით ერთჯერადი მშრალი ხელსახოცები, რომ ხველებისა და ცემინების დროს აიფაროთ სახეზე. სველი ხელსახოცების ამ მიზნით გამოყენება არარეკომენდებულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგანი- აბაზანისა და ტუალეტის სადეზინფექციო საშუალებაა. თუ თვითიზოლაციაში ყოფნისას, ოჯახის სხვა წევრებთან ერთ ჭერქვეშ გიწევთ ყოფნა, აბაზანითა და საპირფარეშოთი მხოლოდ მათ შემდეგ ისარგებლეთ. ყოველი სარგებლობის შემდეგ აბაზანა და საპირფარეშო გაწმინდეთ სადეზინფექციო ხსნარით. მოერიდეთ აბაზანის მიღებას, მხოლოდ სწრაფი შხაპი, გამდინარე წყლით. სასურველია ყოველი დაბანის შემდეგ, გამოცვალოთ პირსახოცი.

ხანგრძლივი თვითიზოლაციის პირობებში, ყველაზე დიდი უხერხულობა დაგროვებული ნაგავია. მოათავსეთ ის ორ ან სამ ფენა ნაგვის სპეციალურ პარკში და კარგად შეკარით.

კარგად გაანიავეთ ოთახი, უმჯობესია, თუ სარკმელი მუდმივად ღია გექნებათ.

ამ შემთხვევაში ყველაზე რთულია ოჯახის დანარჩენ წევრებთან იზოლაცია. ნიღბის ტარება სრული დაცვის გარანტია არ არის, საჭიროა ელემენტარული რეკომენდაციების დაცვა:

  • შეეცადეთ მოერიდოთ ოჯახის წევრებს და ცალკე ოთახში მოთავსდეთ;
  • ცალკე გამოყავით თქვენი ჭურჭელი, ცალკე მოათვსეთ თქვენი პირსახოცი და კბილის ჯაგრისი;
  • თუ არ არის პერსონალურად თქვენთვის სველი წერტილების გამოყოფის შესაძლებლობა, აუცილებელია აბაზანისა და საპირფარეშოს დეზინფექცია ყოველი სარგებლობის შემდეგ;
  • არ შეეხოთ საერთო სარგებლობის ნივთებს.

თუ თვითიზოლაციაში მარტო აღმოჩნდით, ყოველდღიურად შეატყობინეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თქვენს ახლობლებს.

და ყველაზე მთავარი, რაზედაც ექიმები მიგვითითებენ, არის თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა. უყურეთ კინოს, უსმინეთ მუსიკას, ურთიერთობა გქონდეთ ახლობლებთან და მეგობრებთან ტელეფონითა თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება

მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს