კარანტინის წესები ქართველებისთვის - არ არის ახლა 200-კაციანი პურმარილების მოწყობის დრო! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარანტინის წესები ქართველებისთვის - არ არის ახლა 200-კაციანი პურმარილების მოწყობის დრო!

ჩვენამდე მოდის მომხმარებელთა ასობით შეკითხვა და ცნობები მათი ქცევის შესახებ. ამ ყველაფრის საფუძველზე ვხვდებით, რომ მიუხედავად ჩვენი და სხვა მედიასაშუალებების თავდაუზოგავი მცდელობისა, მოსახლეობას არ აქვს სწორი ინფორმაცია გამოცხადებული პანდემიის დროს ქცევის წესების შესახებ.

მეგობრებო! სახელმწიფო იმისთვის აცხადებს საკარანტინო რეჟიმს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება და ისეთი აფეთქება, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა. ჩვენ კი ამას ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენი კეთილსინდისიერი ქცევით.

და რას გულისხმობს ეს კეთილსინდისიერება?

არ არის მარტივი დღეების განმავლობაში შინ ჯდომა და იმაზე ნერვიულობა, თუ რა იქნება ხვალ, მაგრამ გვერწმუნეთ, გაცილებით უფრო რთული იქნება სიტუაცია, თუკი ვერ გავაცნობიერებთ იმას, რა მოყვება ჩვენს არასწორ საქციელს.

არ შეიძლება ამ პერიოდში მასობრივი თავყრილობების ორგანიზება!!!

გასაგებია, რომ გვიყვარს შეხვედრები, სუფრები, მაგრამ, ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ახლა ამის დრო არ არის!

ნუ მოიწვევთ ახლობელ-მეგობრებს დაბადების დღეებზე და ნურც თქვენ წახვალთ სტუმრად! ნათესავების მონახულებაც გადადეთ ცოტა ხნით, ვიდრე განიმუხტება მდგომარეობა. არ არის ახლა 200-კაციანი პურმარილების მოწყობის დრო!!! არც უცხოელ სტუმრებთან სტუმართმოყვარეობის მტკიცების სიტუაციაა დღეს.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ ადამიანის ქცევაზეც, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობს, ახველებს, მსუბუქად გაციებულია - ის შეიძლება მძიმედ არ არის, მაგრამ იყოს ვირუსის მატარებელი და მის მიერ ასეულობით დაინფიცირებულ ადამიანში ცუდი შედეგები მივიღოთ.

დარჩით შინ! თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, ნუ გახვალთ სახლიდან. ნუ წახვალთ სტუმრად, თუ ადამიანებთან კომუნიკაცია გიწევთ, დაიცავით დისტანცია მათთან ურთიერთობისას.

ნურავის გადაკოცნით! ცოტა ხნით ყველა ამ წესის დაცვა არის აუცილებელი.

მთავრობა ალბათ მიიღებს აკრძალვებს ამ მიმართულებით, მაგრამ თუ ჩვენ არ გავიგეთ ამის მნიშვნელობა, ჩვენ არ გამოვიჩინეთ პასუხისმგებლობა და ზუსტად არ შევასრულეთ მითითებები, ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ.

გთხოვთ, გააზიაროთ ეს მითითებები და გაუზიაროთ თქვენს ახლობლებსაც!

გავუფრთილდეთ ერთმანეთს! დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი განსაცდელისგან!

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება