კორონავირუსგადატანილი ადამიანის სისხლის ანტისხეულები შეიძლება ეფექტურ სამკურნალო საშუალებად იქცეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსგადატანილი ადამიანის სისხლის ანტისხეულები შეიძლება ეფექტურ სამკურნალო საშუალებად იქცეს

შექმნილი წამალი შეიძლება დაინერგოს კლინიკურ პრაქტიკაში მინიმალურ ვადებში, ისე რომ არ დაველოდოთ სრულფასოვანი ვაქცინის შექმნას. საუბარია ანტისხეულებით პასიური თერაპიის მეთოდზე, რომელიც წარმატებით გამოიყენებოდა წითელას, პოლიომიელიტის, ეპიდემიური პაროტიტის (ყბაყურას) და გრიპის გავრცელების კუპირებისათის.

იგეგმება უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტის სხეულიდან მიღებული ვირუსული ანტისხეულების შემცველი შრატის შექმნა. შრატი არ წარმოადგენს სრულფასოვან ვაქცინას და არ იძლევა 100%-იან დაცვას. ეს იქნება დროებითი დაცვა.

სტატისტიკის თანახმად 77000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა ამ ვირუსისგან. მეცნიერების თქმით, მათ სისხლში რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში შენარჩუნდება ვირუსის მიმართ ანტისხეულები. ამიტომ მეცნიების მოსაზრებით, კორონავირუსგადატანილმა ადამიანებმა უნდა ჩააბარონ სისხლი სრულად გამოჯანმრთელების დადასტურების მიღების შემდეგ. ამ ეტაპზე შრატში იქნება ბუნებრივი ანტისხეულების მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ვირუსთან ბრძოლისთვის გამომუშავდა. შრატი შეიძლება გამოყენებული იქნას რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის- ინფიცირებული პაციენტის ოჯახის არადაინფიცირებული წევრების ან პათოგენის მოქმედების ზონაში მყოფი მოსამსახურეების იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ანტისხეულების პასიური შეყვანა წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას დაუყოვნებლივი იმუნიტეტის უზრუნველსაყოფად. ანტისხეულების რაოდენობისა და შემადგენლობის მიხედვით, იმუნოგლობულინით უზრუნველყოფილი დაცვა შესაძლებელია გაგრძელდეს რამოდენიმე კვირიდან რამოდენიმე თვემდე.

როგორც მკვლევარები აცხადებენ, ანალოგიური მიდგომა უკვე გამოსცადეს კორონავირუსის ორ ადრე გავრცელებულ სახეზე - SARS1 (ატიპური პნევმონია) და MERS (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი).

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება

მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს