როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შიშს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავუმკლავდეთ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შიშს

გაურკვეველი სიტუაცია ყოველთვის შფოთვის მომტანია. პლანეტაზე კორონავირუსის გავრცელების მატებასთან ერთად, დიდია გაუკრვევლობა, მომავალიც ბუნდოვანია და სრულიად კანონზომიერია, რომ ადამიანი თავს დაუცველად გრძნობდეს.

შიში, ადამიანებს შორის ხანძარივით ვრცელდება, რომელსაც სხვადასხვა ჭორი თუ ფეიკ-ნიუსი კვებავს. რაც უფრო ძლიერია ერთმანეთისთვის გაზიარებული სტრესი, მით უფრო იმძლავრებს ვირუსი, რადგანაც მუდმივი ნერვული დაძაბულობა ასუსტებს ჩვენს იმუნურ სისტემას.

საჭიროა, ვიცხოვროთ დღევანდელობით. ცხადია, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ხდება ჩვენ გარშემო, მაგრამ ფსიქოლოგების რჩევით, არ ღირს ახალ ამბებზე ჩაციკვლა. კორონავირუსზე ინფორმაციის მუდმივად მიღების აკვიატებული იდეა, შეიძლება ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცეს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს შიშს, შფოთვასა და პანიკას.

თუ უკვე განახორციელეთ საბაზისო ნაბიჯები საკუთარი თავისა და ახლობლების დასაცავად, ზოგადად ინფორმირებულები ხართ არსებულ სიტუაციაზე, ეს სრულიად საკმარისია. აუცილებელია გავიაზროთ, რომ რისკის ნულამდე შემცირების საშუალება არ არსებობს. შეგიძლიათ გაატაროთ მეთელი დღეები ახალი ამბების კითხვასა და მოსმენაში, სოციალური ქსელის შეტყობინების გაცნობაში, მაგრამ ეს არ შეცვლის დასნებოვნების ალბათობას.

უმნიშვნელოვანესია კარგი ძილი. მართალია კორონავირუსზე ჯერჯერობით ბევრი რამ არაა ცნობილი, მაგრამ კარგი ძილი იმუნური სისტემის სიძლიერის გარანტია.

იყავით ფიზიკურად აქტიურები და სწორად იკვებეთ. ეს ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაურკვეველ სიტუაციებში. არსებობს უამრავი ფაქტი რომ ფიზიკური აქტივონა აუმჯობესებს განწყობას, ხსნის შფოთვის განცდას, ამცირებს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკსა და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

კვების რეჟიმი დაგეხმარებათ სამყაროს უფრო პოზიტიურად აღქმაში. როგორც კვლევებმა აჩვენა ხილით, ბოსტნეულით, თხილეულით, თევზითა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი დიეტა დეპრესიის სიმპტომებს აქვეითებს. ხოლო სტრესის დროს ტკბილეული და ფასტფუდი იმუნური სისტემის დასუსტებას უწყობს ხელს, რაც განსაკუთრებით მგრძნობიარეს გახდის ადამიანის ორგანიზმს ინფექციის მიმართ.

ხშირად დაიბანეთ ხელები. აბსოლუტურად ყველაფრის სტერილიზება შეუძლებელია, მაგრამ თუ დავიცავთ პროფილქტიკის ზომებს, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ინფიცირების რისკს.

მიჩნეულია, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანეზე გადადის ძირითადად, ჰაერ-წვეთოვანი გზით. ინფიცირებული ადამიანის ცემინებისა და ხველების დროს, ვირუსის ნაწილაკების შემცველი მირე ზომის წვეთები მისი სასუნთქი გზებიდან ვრცელდება ირგვლივ, გარემოში. დაინფიცირებულთან ახლოს ყოფნის პორობებში შესაძლებელია დასნებოვნება. დალექვამდე ეს წვეთები ჰაერში დაახლოებით 1 მეტრ მანძილზე ვრცელდება, ამიტომ შეეცადეთ, რომ ადამინებს შორის მანძილი ორი მეტრი მაინც იყოს.

ვირუსის შემცველი წვეთები ილექება ყველა შესაძლო ზედაპირზე - ლიფტის ღილაკები, კარის სახელურები, კომპიუტერის კლავიატურა, მაგიდის ზედაპირი და ა.შ. სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირთან შეხების შემდეგ, ნუ შეეხებით სახეს, თვალებს, რამეთუ დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია, რადგანაც ვირუსი ორგანიზმში აღწევს პირის, ცხვირის ან თვალების საშუალებით. ამიტომ ეპიდემიის სიტუაციაში, ვირუსისგან ყველაზე საუკეთესო დაცვა ხელების სწორად დაბანის ტექნიკაა. ამ პროცესს დაუთმეთ არანაკლებ 20 წამისა, ან გამოიყენეთ ხელებისთვის არანაკლებ 60% ალკოჰოლის შემცველი ანტისეპტიკი.

მეგობრებისა და ახლობლების შეხვედრისას არ შეიძლება გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა, ჩახუტება. უმჯობესია ტრადიციული ქართული მისალმება, ან "elbow bump",  როდესაც ორი ადამიანი იდაყვის შეხებით ესალმება ერთმანეთს.

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება

მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს