არც კი ვიცი, რა დავარქვა მაკრონის უმძიმეს გამოსვლას ამ საღამოს! - რას წერს პარიზში მცხოვრები ქართველი დღევანდელ მდგომარეობაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არც კი ვიცი, რა დავარქვა მაკრონის უმძიმეს გამოსვლას ამ საღამოს! - რას წერს პარიზში მცხოვრები ქართველი დღევანდელ მდგომარეობაზე

"არც კი ვიცი, რა დავარქვა მაკრონის უმძიმეს გამოსვლას ამ საღამოს!

პარიზში გუშინწინ გადავსებული იყო კაფე-რესტორნები, პარკები, მარშეები, კინოთეატრები, გუშინ არჩევნები ჩატარდა! გულზე ვსკდებოდი, ინფიცირებულთა რიცხვი კატასტროფულად იზრდებოდა ქვეყანაში და ფრანგები ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდნენ!..

mkurnali.ge

მოილია თუ არა არჩევნები, გუშინვე ამოქოლა ყველაფერი, დღეს ქუჩაში სიარული მკაცრ მინიმუმამდე შეგვიზღუდა! ხალხი ისე დაზაფრა ერთბაშად, მონოპრიდან კბილებითაც ეზიდებოდა სანოვაგეს, რიკოტა და ფიორდი მინდოდა, ვერც გავეკარე ახლოს, ისეთი ამაზრზენი სანახაობა იყო. ყველაფერი თითო მოვიმარაგე, ჰიგიენური- ორ-ორი. ფსიქოლოგიურად ვერ შევძელი მეტის ყიდვა, დავითრგუნე.

პოლიტიკოსების მიერ ხალხით ასეთი მანიპულირება სამარცხვინოა! უფრო ზომიერი ღონისძიებები რომ გაეტარებინა 10 დღის უკან, დღეს არ მივიდოდით ამ სირთულემდე და უფრო ეფექტურიც იქნებოდა ხალხის გადაფსიხების გარეშე!..

mkurnali.ge

გედების კუნძული ერთადერთი ადგილი იყო დღეს, სადაც გავლა ისევ შეიძლებოდა, ხვალ ესეც დაიკეტება, მაგრამ ყველაზე მძიმე სანახავი მაინც მარკეტებს შესეული ხალხია! "

როგორც იცით "კოვიდ-19"-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადაადგილებაზე 15-დღიანი შეზღუდვები დააწესა. მან სატელევიზო მიმართვისას, მოსახლეობას მოუწოდა, დარჩნენ სახლში და გარეთ მხოლოდ აუცილებელი აქტივობისთვის გავიდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დამრღვევი ნებისმიერი მოქალაქე დაისჯება.

mkurnali.ge

"ჩვენ ომში ვართ, ჯანმრთელობის ომში. ჩვენ არ ვებრძვით არმიას ან სხვა სახელმწიფოს. მტერი არის უხილავი, მოუხელთებელი და მზარდი. ეს ჩვენგან საერთო მობილიზაციას მოითხოვს", – განაცხადა მან.

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 22 მარტს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები გადაიდო. მაკრონმა ასევე გამოაცხადა, რომ ქირა და გაზის, წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადები შეჩერდება და საფრანგეთის არც ერთი მოქალაქე არ დარჩება რესურსების გარეშე. ამასთან, მაკრონის თქმით, მიღწეულია შეთანხმება ევროკავშირის გარე საზღვრების 30 დღით ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

ეკა სალაღაია

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?

რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?

უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება