რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

13 მარტის მონაცემებით გარდაცვლილია 1016 ადამიანი, დაიგნოსტირებულია 15000-ზე მეტი. გამოჯანმრთელებულია ჯერჯერობით 1258 და კრიტიკულ მდგომარეობაშიც 1153 იმყოფება.

ყოველდღიურად კატასტროფულად მაღალია ახალი შემთხვევების რიცხვიც.

ისმის კითხვა: რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იტალიაში?

პირველი და უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ იტალიამ დააგვიანა პირველი რეაგირება საერთაშორისო განგაშის გამოცხადებაზე და ყველაზე გვიან ჩაკეტა საზღვრები ჩინეთთან. ეპიდემიის აფეთქების თავიდან ასაცილებლად კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზღვრის კონტროლი და სახიფათო ზონიდან ჩამოსული ყველა ადამიანის შემოწმება.

გარდა ამისა, არ მოხდა სათანადო რეაგირება დაავადების მსუბუქ შემთხვევებზე და სწორედ ასეთი ადამიანები გახდნენ ინფექციის ძლიერი გამავრცელებლები.

სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზად კი ეპიდემიოლოგები იტალიის მოსახლეობის დემოგრაფიულ თავისებურებას ასახელებენ: იტალიის მოსახლეობა ევროპის ქვეყნების მოსახლეობას შორის ყველაზე ხანდაზმულია, აქ მოსახლეობის საშუალო ასაკი 48 წელია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 83 წელი.

ანალოგიური მონაცემები აშშ-ში არის შესაბამისად 38 წელი და 78 წელი, საქართველოსთვის კი - 38 წელი და 73 წელი.

იტალიის მოსახლეობის 23% 65 წელს გადაცილებულია, მათ შორის ბევრია 80 წელს გადაცილებულიც. Covid 19-ით გარდაცვლილთა დიდი ნაწილი იტალიაში სწორედ 80 წელს გადაცილებულები იყვნენ.

დღეის მონაცემებით საერთო ინფიცირებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი იტალიაში 7%-ს აჭარბებს, რაც საკმაოდ დიდი ციფრია.

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?

როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან

ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია

რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?